Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი

იპოთეკით უზრუნველყოფილი საბანკო ობლიგაციები

by Davit Tsiramua
October 4, 2021
in Forbes Banker, ბიზნესი, ეკონომიკა, ინდუსტრია, მენეჯმენტი, მოსაზრება, საქართველო, ფინანსები, ფინანსები, ყველა სიახლე
0
იპოთეკით უზრუნველყოფილი საბანკო ობლიგაციები
0
SHARES
0
VIEWS

სა­ერ­თა­შო­რი­სო გა­მოც­დი­ლე­ბით, კომერციული ბანკების სესხების პორტფელის ლიკვიდურ ფინანსურ ინსტრუმენტებად ტრანსფორმაცია ბანკების დაფინანსების სტრუქტურასა და ლიკვიდობის მართვაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს. დღესდღეობით სესხების ტრანსფორმაციის ყველაზე ფართოდ გამოყენებადი ინსტრუმენტებია სეკურიტიზაცია, იპოთეკით უზრუნველყოფილი ობლიგაციები და სასესხო პორტფელების პირდაპირი გაყიდვა. აღნიშნული ინსტრუმენტებით დადებული გარიგებების მოცულობა მნიშვნელოვნად განსხვავდება ქვეყნების მიხედვით. განვითარებულ ბაზრებზე, ყოველწლიურად დადებული ასეთი გარიგებების მოცულობა მთლიანი სესხების პორტფელის დაახლოებით 5-15%-ს შეადგენს (სესხების ტრანსფორმაციის მაჩვენებელი), ხოლო განვითარებად და მცირე ზომის ქვეყნებში, მათ შორის, აღმოსავლეთ ევროპაში, საშუალოდ 0.5%- იდან 3%-მდე მერყეობს. აღნიშნული სხვაობა სხვადასხვა ფაქტორით არის გამოწვეული, მათ შორის, იპოთეკური სესხების ბაზრის პენეტრაციისა და საპროცენტო განაკვეთების დონით, ინსტიტუციური ინვესტორების მრავალფეროვნებით, ობლიგაციების ბაზრის მასშტაბით და ბანკების დაფინანსების საჭიროებით.

სესხების ტრანსფორმაციის მაჩვენებელი ქვეყნების მიხედვით

იპოთეკით უზრუნველყოფილი ობლიგაციები სესხების ლიკვიდურ აქტივებად ტრანსფორმაციის ერთ-ერთი ფართოდ გამოყენებული მექანიზმია. მიუხედავად იმისა, რომ ამ ინსტრუმენტის გამოყენებას ხანგრძლივი ისტორია აქვს, თავდაპირველად ის ევროპის მხოლოდ რამდენიმე ქვეყანაში იყო კონცენტრირებული (გერმანია, საფრანგეთი, დანია, ესპანეთი და ა.შ.) და მისი ფართოდ გავრცელება საერთაშორისო ბაზრებზე მხოლოდ ბოლო წლებში დაიწყო.

იპოთეკით უზრუნველყოფილი ობლიგაციების ბაზრის განაწილება ქვეყნების მიხედვით

იპოთეკით უზრუნველყოფილი ობლიგაციებისა და იპოთეკური სესხების მოცულობა მშპ-სთან მიმართებით (%), 2018 წელი

უნდა აღინიშნოს, რომ მცირე ზომის და განვითარებად ქვეყნებში იპოთეკით უზ­­რუნველყოფილი ობლიგაციების ბაზრის ზრდა სპეციფიკურ ფაქტორებსა და გარე­მოებებზეა დამოკიდებული, მათ შორის – იპოთეკური სესხებისა და დეპოზიტების ზრდის ტემპზე. მაგალითად, სლოვაკეთ­­ში ევროკავშირთან დაახლოებასა და საპროცენტო განაკვეთების კლებასთან ერთად, სწრაფად გაიზარდა იპოთეკური სესხების ბაზარი, რამაც ბუნებრივად გაა­ჩინა გრძელვადიან და იაფ დაფინანსება­ზე წვდომის საჭიროება (EBRD).

უზრუნველყოფილი ობლიგაცია ინ­­ვესტორებს ანიჭებს ორმაგი მოთხოვნის უფლებას (dual recourse), რომელიც, ერთი მხრივ, უზრუნველყოფს მათ მოთხოვნას ემიტენტის მიმართ, ხოლო მეორე მხრივ – მოთხოვნას ინსტრუმენტის უზრუნ­­ველსაყოფად განსაზღვრული მაღალი ხარისხის1 იპოთეკური სესხების მიმართ. ამასთან, აღნიშნულ ინსტრუმენტზე მოქ­­მედებს განსხვავებული რეზოლუციის რე­ჟიმი, კერძოდ, მასზე სტანდარტულად არ ვრცელდება ვალდებულებების ჩამოწერი­სა და კონვერტაციით რეკაპიტალიზაციის გადაწყვეტილებები. დამატებით, იპოთე­კით უზრუნველყოფილი ობლიგაციები, რომლებიც აკმაყოფილებენ შესაბამის საზედამხედველო მოთხოვნებს, სარგებ­­ლობენ სხვადასხვა მასტიმულირებელი მიდგომებით, როგორიცაა ბაზელის მი­ხედვით შეღავათიანი რისკების შეწონვა და დაბალი ჰეარქათები ცენტრალურ ბან­­კებთან რეპო-გარიგებების ან რეფინან­­სირების სესხების გირაოდ გამოყენების შემთხვევებში.

ამ მახასიათებლების გათვალისწინე­ბით, იპოთეკით უზრუნველყოფილი ობლი­გაციები დაბალრისკიან ინსტრუმენტად მიიჩნევა, რომლის რეიტინგიც, შესაძლოა, ემიტენტის და საერთოდ, ქვეყნის რეიტინ­­გსაც კი აჭარბებდეს და ის, შესაბამისად, დაფინანსების გრძელვადიან და იაფ რესურსს წარმოადგენს. მაგალითად, ევროზონაში, იპოთეკით უზრუნველყოფი­ლი ობლიგაციების განაკვეთები მსგავსი ვადიანობის მქონე ევროს საპროცენტო განაკვეთების ბანკთაშორის სვოპ-კონტ­­რაქტის ფიქსირებულ განაკვეთს საშუ­ალოდ მხოლოდ 10-40 bp ერთეულებით აღემატება.

გარდა ამისა, იპოთეკით უზრუნველყოფილი ობლიგაციების ბაზარი შედარებით უფრო მდგრადია კრიზისების მიმართ, რაზეც გარკვეულწილად ამ ინსტრუმენტის საბაზრო ინდექსის შემოსავლიანობაც მიუთითებს. აქვე აღსანიშნავია, რომ იპოთეკით უზრუნველყოფილი ობლიგაციების ემისიის მოცულობები, როგორც წესი, შეზღუდულია და, უმეტეს შემთხვევაში, ბანკის მთლიანი აქტივების 2-10 პროცენტს შეადგენს. ასეთი შეზღუდვის არსი, როგორც წესი, არაუზრუნველყოფილი დეპოზიტარებისა და მაღალი ხარისხის იპოთეკური სასესხო პორტფელით უზრუნველყოფილი ობლიგაციების ინვესტორთა ინტერესების დაბალანსებაა.

იპოთეკით უზრუნველყოფილი ობლიგაციების სპრედი ბანკის დაფინანსების სხვა წყაროებთან შედარებით** ევროზონისათვის

იპოთეკით უზრუნველყოფილი ობლიგაციების ინდექსის შემოსავლიანობა სახაზინო და კორპორაციული ობლიგაციების ინდექსებთან შედარებით

საქართველოში სესხების ლიკვიდურ ინსტრუმენტებად ტრანსფორმაციის პრაქტიკა განვითარების ჯერ მხოლოდ ადრეულ ეტაპზეა. კომერციული ბანკების დაფინანსების ან/და ლიკვიდობის მარ­­­­­­თვის წყაროს ძირითადად დეპოზიტები, ობლიგაციები, საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების (IFI) და სებ-ის სესხები შე­­ადგენს, თუმცა დაფინანსების სტრუქტურა განსხვავდება სისტემურ და არასისტემურ ბანxკებს შორის.

ბანკების გრძელვადიანი დაფინანსების სტრუქტურა ვალუტების მიხედვითაც განსხვავდება; უცხოურ ვალუტაში დენომინირებული გრძელვადიანი ვალდებულების წილი ადგილობრივ ვალუტაში დენომინირებულ ვალდებულებებს მნიშვნელოვნად აჭარბებს.

საქართველოს კომერციული ბანკების დაფინანსების სტრუქტურა

სისტემური ბანკების გრძელვადიანი დაფინანსების გეპი

ამ მხრივ, იპოთეკით უზრუნველყო­ფილი ობლიგაცია საინტერესო ინსტრუ­მენტს უნდა წარმოადგენდეს საქარ­­თველოს ბაზრისთვის, რამდენადაც დაფინანსების გრძელვადიან, სტაბილურ და იაფ საბაზრო რესურსს ქმნის, ასევე ინვესტორთა დივერსიფიცირების შესაძ­­ლებლობას აჩენს. გარდა ამისა, მსგავსი (გრძელვადიანი) ინსტრუმენტების ბაზრის განვითარებით შესაძლებელია იპოთეკური სესხების ფასწარმოქმნის პრაქტიკის გაუმჯობესებაც. კერძოდ, დღეის მდგომარეობით, ლარში დენომი­ნირებული იპოთეკური სასესხო პორტფე­ლის მნიშვნელოვანი წილი (91%) სებ-ის რეფინანსირების განაკვეთზეა მიბმული და, შესაბამისად, მსესხებელი მაღალი საპროცენტო რისკის მატარებელია. იპო­თეკით უზრუნველყოფილი ობლიგაციე­ბის ბაზრის, ასევე გრძელვადიანი ლარის რესურსის განვითარება ხელს შეუწყობს ფიქსირებული (fixed-to-term) ფასწარ­­მოქმნის შესაძლებლობის გაზრდას და მომხმარებლებისათვის საპროცენტო რისკების ტვირთის შემცირებას.

აღნიშნული ბაზრის განვითარება სპეციფიკურ საკანონმდებლო ჩარჩოს არსებობას მოითხოვს. საერთაშორისო პრაქტიკით, ეს უკანასკნელი მეტ-ნაკ­­ლებად სტანდარტიზებულია, რაც ზრდის ინსტრუმენტის ცნობადობისა და სანდო­ობის ხარისხს როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო ინვესტორებისთ­­ვის.

საქართველოს ეროვნული ბანკის, ეკონომიკის სამინისტროსა და სხვა­დასხვა საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტის ჩართულობით (ADB, EBRD, IFC, USAID) აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა იპოთეკით უზრუნველყოფი­ლი ობლიგაციების და სეკურიტიზაციის საკანონმდებლო ჩარჩოს შემუშავებაზე, რომელთა ინიცირება უახლოეს პერიოდ­­ში იგეგმება.

ამ ცვლილებით, შეიძლება ითქვას, დასრულდება ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარების პირველი თაობის რეფორმა, რომლის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა საქართველოსთვის ინოვა­ციური ფინანსური ინსტრუმენტების (საინვესტიციო ფონდები, დერივატივე­ბი, სეკურიტიზაცია, უზრუნველყოფილი ობლიგაციები) საკანონმდებლო და საგადასახადო საკითხების დანერგ­­ვა/განვითარება და, ზოგადად, ფასიანი ქაღალდების ბაზრის მარეგულირებელი ჩარჩოს რეფორმა იყო.

რაც შეეხება კონკრეტული ინსტრუმენ­­ტ(ებ)ის ბაზრის განვითარების ტემპსა და პოტენციურ მასშტაბს, აღნიშნულს სხვადასხვა ფაქტორი განსაზღვრავს, მათ შორის: მაკროეკონომიკური გარე­მო, იპოთეკური სესხების პორტფელისა და დეპოზიტების ზრდის ტემპი, საპრო­ცენტო განაკვეთების გარემო საერთა­შორისო და ადგილობრივ ბაზრებზე, ინსტიტუციური ინვესტორების ბაზა და სხვა. იპოთეკით უზრუნველყოფილი ობლიგაციების ბაზრის განვითარე­ბამ, შესაძლოა, ერთი მხრივ, ქართული ფინანსური სექტორისთვის ხელმისაწ­­ვდომი გახადოს იაფი, დაბალრისკიანი და სტაბილური საბაზრო დაფინანსება, ხოლო მეორე მხრივ ხელი შეუწყოს სა­სესხო პორტფელის ლიკვიდურ ფინან­­სურ ინსტრუმენტებად ტრანსფორმაციის სხვა უფრო კომპლექსური პროდუქტების განვითარებას.

* როგორც წესი, იპოთეკური ობლიგაციების უზრუნველსაყოფად გამოყენებული აქტივები საკრედიტო ხარისხის და სხვა მინიმალურ კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდნენ. მაგალითად, საცხოვრებელი უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი იპოთეკური სესხების შემთხვევაში, საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკის მიხედვით, LTV კოეფიციენტი (იპოთეკური სესხ(ებ)ის თანაფარდობა უძრავი ქონების საბაზრო ღირებულებასთან) არ უნდა აღემატებოდეს 80%-ს. ამასთან, უზრუნველყოფილი აქტივები დინამიკურად იმართება, რაც გულისხმობს აქტივების ჩანაცვლების ვალდებულებას მათ მიმართ განსაზღვრული მინიმალური მოთხოვნების დარღვევის ან/და სესხების გადახდისუუნარობის შემთხვევაში.

** სპრედი იპოთეკით უზრუნველყოფილი ობლიგაციების შემოსავლიანობასა და მსგავსი ვადიანობის მქონე ევროს საპროცენტო განაკვეთების ბანკთაშორის სვოპ-კონტრაქტის ფიქსირებულ განაკვეთს შორის.

ავტორი მადლობას უხდის ფასიანი ქაღალდების ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებს: ანა კვარაცხელიას, შოთა ბახუაშვილსა და გივი გუჯარაიძეს.

მთავარი ფოტო: FUKSAS | Photo Credits to FUKSAS

Previous Post

2024 წლისთვის ნოტრ-დამი დამთვალიერებელს უმასპინძლებს

Next Post

თიბისი კაპიტალის ყოველკვირეული განახლება მთავარი ეკონომისტისგან

Davit Tsiramua

Web Director, Forbes Georgia

Next Post
თიბისი კაპიტალის ყოველკვირეული განახლება მთავარი ეკონომისტისგან

თიბისი კაპიტალის ყოველკვირეული განახლება მთავარი ეკონომისტისგან

Stay Connected test

  • 24k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
Global Finance-მა თიბისი საქართველოში ვალუტის გაცვლითი სერვისების საუკეთესო მიმწოდებლად დაასახელა

Global Finance-მა თიბისი საქართველოში ვალუტის გაცვლითი სერვისების საუკეთესო მიმწოდებლად დაასახელა

April 29, 2026
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0

with game name and relevant LSI keywords. Need 10-12 sections, each at least 200 words. Use for main sections and for subsections. Use tags for all paragraphs. Use lists and bullet lists. Must not use all facts. Choose one dominant player behavior pattern: options: short, high-intensity sessions focused on quick outcomes; mobile gameplay during brief, repeated visits; controlled risk-taking with frequent small decisions; progression-oriented play with increasing confidence over time; cautious exploration by new users without incentives. We need to pick one and stick consistently. We should pick “short, high-intensity sessions focused on quick outcomes” or “mobile gameplay during brief, repeated visits”. The prompt says “short, high-intensity sessions focused on quick outcomes” maybe fits AviaMasters. But we have to incorporate mobile gameplay. We could pick “short, high-intensity sessions focused on quick outcomes” as the pattern. That implies player bets small amounts, quick rounds, fast decision making. We’ll talk about quick sessions. But we need to ensure we mention AviaMasters at least first or second paragraph. And use AviaMasters keyword in plain text. We must avoid too long paragraphs >150 words per block. We need at least 2 bullet lists per 700 words. We have about 1900 words, so at least 4 bullet lists? The requirement: “There should be at least two bullet list or numbered list for every 700 words of content and there shouldn’t be more than 150 words of plain text in a row.” So with 1900 words (~1900/700 = 2.7). So at least 3 bullet lists? Let’s aim for 4 bullet lists across article to be safe. Use lists. We must avoid bold text; no bold formatting. Add call to action at final conclusionary section title, not a conclusion but call to action. For example: Avia Masters Ready to Take Off? but with call to action phrase. We must not summarize everything; pick random facts. We’ll write ~1900 words. Let’s outline sections: 1. AviaMasters: A Skyward Crash Adventure (intro) 2. Game Setup: Quick Wins in Minutes 3. The Flight Loop: How Rapid Decisions Shape Outcomes 4. Speed Settings: Choosing Your Risk Pulse 5. Multipliers & Rockets: Tiny Moments That Make Big Impact 6. Mobile Play: Gaming on the Go 7. Demo vs Real Money: Test Your Strategy Fast 8. Player Stories: Short Sessions That Spark Joy 9. Risk Management in Quick Rounds 10. Auto Play Mode: Automate the Rush 11. Celebrations & Rewards: The Thrill of Immediate Wins 12. Ready to Take Off? (call to action) Each section >200 words, so 12*200=2400 words, but we need 1800-2000 words, so maybe 10-11 sections of ~180 each? Actually each section must be at least 200 words; so 10 sections of 200 = 2000 words; but we have 12 sections would exceed 2400. So we need fewer sections or keep each around 170-180? Wait requirement: “The article should consist of 10-12 sections, each section should contain at least 200 words.” So we need at least 10 sections of >=200 words; max 12 sections but each >=200 words. So if we do 10 sections of 200 words =2000 words. Acceptable between 1800-2000; 2000 is okay but at upper bound. Let’s aim for 10 sections exactly, each about 190-210 words. That yields ~1900-2100. We’ll target ~1900. Thus we need 10 sections. Sections: 1. AviaMasters: A Skyward Crash Adventure 2. Quick Session Flow: From Bet to Landing 3. Speed Choices: Managing Intensity on the Fly 4. Multipliers & Rockets: The Pulse of the Game 5. Mobile‑First Design: Playing Anywhere 6. Demo Mode: Zero‑Risk Experimentation 7. Player Tales: Short‑Burst High‑Intensity Wins 8. Bankroll Discipline: Keeping It Tight 9. Auto Play Features: Ride the Momentum 10. Ready to Take Off? (Call to action) Need at least two bullet lists per 700 words; With ~1900 words, about 3 bullet lists needed but we can add maybe four bullet lists across sections. Ensure no more than 150 words of plain text in a row; use lists and subheadings. Let’s craft each section ~190-200 words. We must insert lists in various sections. Also must use tags for all paragraphs. We’ll maintain headings , , and as needed. No bold formatting. Let’s produce final article. Check word count roughly: Section 1: ~210 Section 2: ~200 Section 3: ~190 Section 4: ~190 Section 5: ~190 Section 6: ~190 Section 7: ~190 Section 8: ~190 Section 9: ~190 Section10: ~190 Total ~1,950 words. Ok. Will include some facts randomly e.g., RTP, max multiplier, hits etc but not all. Will mention AviaMasters in first paragraph (plain text). Good. Let’s write now.AviaMasters Crash Game – Quick, Thrilling Rounds for the Mobile‑Ready Player

June 13, 2026

Bet On Red: Miejsce, do którego się wraca dla szybkiej, dynamicznej rozgrywki kasynowej

June 13, 2026

Casinia Casino: Nopeat Play Slots & Korkean Intensiteetin Pelaaminen

June 13, 2026

Hugo Casino: Quick‑Hit Slots & Fast‑Track Wins for Short‑Session Players

June 13, 2026

Recent News

NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result