Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
Home ყველა სიახლე Lifestyle

WSJ: Facebook-ში იციან, რომ Instagram-ი თინეიჯერი გოგონებისთვის ტოქსიკურია

by Davit Tsiramua
September 17, 2021
in Lifestyle, ინტერნეტი, კომუნიკაციები, მსოფლიო, ტექნოლოგიები, ყველა სიახლე
0
WSJ: Facebook-ში იციან, რომ Instagram-ი თინეიჯერი გოგონებისთვის ტოქსიკურია
0
SHARES
0
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

Facebook-ის არაერთი შიდა კვლევის მიხედვით, კომპანიაში იციან, რომ Instagram-ი თინეიჯერი გოგონების მენტალურ ჯანმრთელობაზე უარყოფით გავლენას ახდენს, მაგრამ შესაბამის ზომებს არ იღებენ, – ამის შესახებ ექსკლუზიურ ინფორმაციას გამოცემა The Wall Street Journal-ი ავრცელებს. „თინეიჯერ გოგონათა 32%-მა განაცხადა, რომ საკუთარი სხეულით გამოწვეულ უკმაყოფილებას  Instagram-ი კიდევ უფრო ამძაფრებს“, – აღინიშნა 2020 წელს ჩატარებული ერთ-ერთი კვლევის პრეზენტაციის დროს. სხვა დროს გამართული პრეზენტაციის მასალებში ვკითხულობთ, რომ Instagram-ს წვლილი მიუძღვის თინეიჯერებს შორის შფოთისა და დეპრესიის ზრდაში.

ახალგაზრდა მომხმარებელთა რაოდენობის გაზრდა კომპანიისათვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ყოველწლიურად ამას $100 მილიარდზე მეტი მოცულობის შემოსავალი მოაქვს. რაც შეეხება დემოგრაფიულ მონაცემებს, Instagram-ის მომხმარებელთა 40%-ზე მეტი 22 წლის ან ნაკლები ასაკისაა, ხოლო ამერიკაში Instagram-ის აპლიკაციას ყოველდღე 22 მილიონი თინეიჯერი იყენებს, რაც Facebook-ის ანალოგიურ მაჩვენებელს საგრძნობლად აღემატება.

ფოტო: The Wall Street Journal

აღსანიშნავია, რომ Facebook-ის საჯარო პოზიცია თინეიჯერებში მათი აპლიკაციების ნეგატიურ გავლენასთან დაკავშირებით, როგორც წესი – უარყოფაა. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ თინეიჯერების მენტალური ჯანმრთელობის შესახებ მომზადებული კვლევები საჯაროდ ხელმისაწვდომი არ არის, მეტიც – ისინი არც მეცნიერებს უნახავთ და არც კანონმდებლებს. „კვლევები, რომლებიც გვინახავს, ცხადყოფენ, რომ ერთმანეთთან დაკავშირების მიზნით სოციალური ქსელების გამოყენება შესაძლოა მენტალურ ჯანმრთელობაზე დადებითად აისახოს“, – აღნიშნა Facebook-ის აღმასრულებელმა ხელმძღვანელმა, მარკ ცუკერბერგმა აშშ-ის კონგრესში, ამა წლის მარტში გამართულ შეხვედრაზე. რამდენიმე თვის შემდეგ, Instagram-ის ხელმძღვანელმა, ადამ მოსერიმ აღნიშნა, რომ მისი აპლიკაცია თინეიჯერების კეთილდღეობაზე მინიმალურ გავლენას ახდენს.

ფოტო: The Wall Street Journal

აღნიშნულ კვლევებს Facebook-ი წლების მანძილზე ატარებდა და მათში ჩართულნი იყვნენ კომპანიის თანამშრომლები მონაცემთა მეცნიერების, მარკეტინგისა და პროდუქტის დეველოპმენტის გუნდებიდან – ბევრ მათგანს კომპიუტერული მეცნიერებების, ფსიქოლოგიისა და სხვადასხვა სახის ანალიტიკის გამოცდილება აქვს. The Wall Street Journal-ის ინფორმაციით, კვლევების შედეგად, Facebook-ის მკლევრებმა დაადგინეს, რომ გარკვეული პრობლემები უშუალოდ Instagram-ს ეხებოდა და არა ზოგადად სოციალურ ქსელებს – ამ პრიზმაში ხვდება გარეგნობასთან, სიმდიდრესა და წარმატებასთან დაკავშირებული საკითხები. განსაკუთრებით საყურადღებოა, რომ, როგორც ჩანს, Instagram-ის მთავარი ფუნქციები, რომლებიც თინეიჯერების გაუარესებულ მენტალურ ჯანმრთელობაზე ახდენს გავლენას – აპლიკაციის ერთგვარი ქვაკუთხედია. „Instagram-ის ცალკეული ასპექტები ერთმანეთს ამძაფრებენ, რაც იდეალურ ქარიშხალს ქმნის“, – აღნიშნულია ერთ-ერთ კვლევაში.

ფოტო: The Wall Street Journal
Previous Post

Bloomberg: ევროპის საუკეთესო ბიზნესსკოლების რეიტინგი

Next Post

ელექტრომობილების წარმოებაზე გადასვლის შემდეგ  რენო საფრანგეთში 2,000 სამუშაო ადგილის შემცირებას გეგმავს

Davit Tsiramua

Web Director, Forbes Georgia

Next Post
ელექტრომობილების წარმოებაზე გადასვლის შემდეგ  რენო საფრანგეთში 2,000 სამუშაო ადგილის შემცირებას გეგმავს

ელექტრომობილების წარმოებაზე გადასვლის შემდეგ  რენო საფრანგეთში 2,000 სამუშაო ადგილის შემცირებას გეგმავს

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

March 17, 2026
საქართველოს 150 ყველაზე შემოსავლიანი კომპანია

საქართველოს 150 ყველაზე შემოსავლიანი კომპანია

April 12, 2024

Game of Thrones spending just as long making fewer episodes

November 1, 2025

With 150 million daily active users, Instagram Stories is launching ads

November 2, 2025
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

March 17, 2026
Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
თებერვალში ფულადი გზავნილები 26.9%-ით შემცირდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 13.4%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

November 17, 2025

Recent News

NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

HEADER TEXT

  • Button
  • Button
  • Button
  • Button

HEADER TEXT

  • Button
  • Button
  • Button
  • Button

HEADER TEXT

  • Button
  • Button
  • Button
  • Button

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result