Subscribe
  • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
  • Forbes Life
  • მოსაზრება
  • რუბრიკები
  • პროექტები
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • გამოცემები
  • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
  • Forbes Life
  • მოსაზრება
  • რუბრიკები
  • პროექტები
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • გამოცემები
Home ყველა სიახლე პარტნიორის კონტენტი

სამშენებლო და სარემონტო მასალების კომპანიამ – “ნოვა”,  წარმოებული პროდუქცია წარადგინა

by Forbes.ge
May 18, 2023
in პარტნიორის კონტენტი
0
სამშენებლო და სარემონტო მასალების კომპანიამ – “ნოვა”,  წარმოებული პროდუქცია წარადგინა
0
SHARES
0
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

სამშენებლო და სარემონტო მასალების კომპანიამ – „ნოვა“, ბათუმში, ადლიის დასახლებაში განთავსებულ საწარმოში, საკუთარი პროდუქციის პრეზენტაცია ჩაატარა.

ღონისძიებას EBRD-ისა და თიბისის წარმომადგენლები, სხვადასხვა ასოციაციის პრეზიდენტები, საქართველოს ბაზარზე მოქმედი უმსხვილესი სამშენებლო და დეველოპერული კომპანიების, ასევე სამშენებლო მასალების სარეალიზაციო ქსელების ხელმძღვანელები ესწრებოდნენ.

სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ 10 000 კვ/მ ფართობზე განთავსებული 80-მდე საწარმოო დანადგარი, 30 000 კვ/მ სასაწყობე ინფრასტრუქტურა და 400-ზე მეტი ქართული ნაწარმი დაეთვალიერებინათ. აღნიშნული წარმოება თავისი მასშტაბით უმსხვილესია ამიერკავკასიაში.

კომპანია „ნოვას“ საწარმო ბათუმის არა მხოლოდ ტურისტულ, არამედ საწარმოო პოტენციალს უსვამს ხაზს. კომპანია უკვე 400-ზე მეტი დასახელების პროდუქტს აწარმოებს, მათ შორისაა: პოლიეთილენის პროდუქცია  – ავზები, სეპტიკის ავზები და ჭები, საგზაო ბარიერები, სანაგვე ურნები, ასევე სახურავის მასალები, წყალდამწრეტი სისტემები, ფასადის მოსაპირკეთებელი თუნუქის საიდინგი, თაბაშირ-მუყაოს და მეტალოპლასტმასის პროფილები და სხვა აქსესუარები.

კომპანია „ნოვა“ ბაზარზე 2006 წელს გამოჩნდა. საწყის ეტაპზე,  კომპანიის საქმიანობის სფეროს სამშენებლო მასალების იმპორტი და რეალიზაცია წარმოადგენდა.

2011 წლიდან „ნოვამ“ საკუთარი საწარმოო ხაზი გახსნა. 2015 წელს სახელმწიფო პროგრამის – „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით, 5 მილიონი ლარის ინვესტიციით, კომპანიამ ახალი დანადგარები შეიძინა და წარმოება ევროპულ სტანდარტზე გადაიყვანა.

2019 წელს სახელმწიფოს მხრიდან სწორი პოლიტიკის შედეგად, EBRD-ისა და თიბისის მხარდაჭერით, კომპანიაში წარმოების განვითარებისა და შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოსაწყობად, 3 მილიონი ევროს ინვესტიცია განხორციელდა.

2020–2021 წელს კომპანიამ, წარმოების მოდერნიზაციისა და გაფართოების მიზნით, სახელმწიფო პროგრამის – „აწარმოე საქართველოში“ და თიბისის მხარდაჭერით, კიდევ ერთხელ განახორციელა დამატებით 10 მილიონი ლარის ინვესტიცია.

“კომპანიის საწარმოები და სასაწყობე ინფრასტრუქტურა ბათუმში, ადლიის დასახლებაში – 42 000 კვ/მ (საიდანაც 15 000 კვ/მ კომპანიამ საშეღავათო პირობებით, ინვესტიციის განხორციელების ვალდებულებით შეიძინა სახელმწიფოსგან), თბილისში კი 24 000 კვ/მ ფართობზე მდებარეობს. კომპანია ასევე ფლობს 3 მეგაცენტრს თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში. წარმოების განვითარებით „ნოვამ“ იმპორტის შემცირება და ქართული ნაწარმის ექსპორტის გაზრდა შეძლო, რაც კომპანიის მთავარ სტრატეგიულ მიმართულებას წარმოადგენს“, – ედიშერ ხიმშიაშვილი, „ნოვას“ გენერალური დირექტორი.

„კრიზისული პერიოდის დაძლევის პროცესში, ახლა კიდევ უფრო მნიშვნელოვანი – აღდგენის ეტაპი დადგა, სადაც თიბისის როლი კიდევ უფრო საპასუხისმგებლოა. ეკონომიკის გაჯანსაღების პროცესში, მნიშვნელოვანია იმპორტის ადგილობრივი პროდუქციით ჩანაცვლებისა და ექსპორტის გაძლიერება. ახალ რეალობაში თიბისისთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი იმ ინიციატივების მხარდაჭერაა, რომლებიც ეროვნულ წარმოებასა და ადგილობრივების დასაქმებას უწყობს ხელს. „ნოვა“ სწორედ ასეთი კომპანიაა. ძალიან გვეამაყება, რომ ჩვენ ვართ იმ წარმატების ისტორიის თანამონაწილე, რომელიც წლების წინ ნულიდან –  90 კვ/მ ფართითა და 20 თანამშრომლით დაიწყო. თიბისის დახმარებით, „ნოვა“ თავის სფეროში  პირველი კომპანია იყო საქართველოს ბაზარზე, რომელმაც ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის – EBRD-ის პარტნიორი გახდა, რამაც საშუალება მისცა, მისგან ფინანსური ინვესტიციის გარდა, ინტელექტუალური მხარდაჭერაც მიეღო“, – გიორგი თხელიძე, თიბისის გენერალური დირექტორის მოადგილე.

ნოვა საქართველოში ექსკლუზიურად წარმოადგენს ისეთ ბრენდებს, როგორებიცაა:  NIPPON PAINT-ის ჯგუფი – BETEK, FAWORI;  SAINT GOBAIN-ის ჯგუფი – IZOCAM, RIGIPS;  INGCO; BIEN.

კომპანიაში 550-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული, მათ შორის 150 თანამშრომელი – წარმოებებში თბილისსა და ბათუმში.

Previous Post

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით „თბილისი – წიგნის მსოფლიო დედაქალაქი“ ზღაპრის დღეს უმასპინძლებს

Next Post

ბიტკოინისთვის გამოყენებული ელექტროენერგია უკვე აჭარბებს გასული წლის იდენტურ მაჩვენებელს

Forbes.ge

Forbes Georgia: სარედაქციო გუნდი

Next Post
ბიტკოინისთვის გამოყენებული ელექტროენერგია უკვე აჭარბებს გასული წლის იდენტურ მაჩვენებელს

ბიტკოინისთვის გამოყენებული ელექტროენერგია უკვე აჭარბებს გასული წლის იდენტურ მაჩვენებელს

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

March 17, 2026
საქართველოს 150 ყველაზე შემოსავლიანი კომპანია

საქართველოს 150 ყველაზე შემოსავლიანი კომპანია

April 12, 2024

Game of Thrones spending just as long making fewer episodes

November 1, 2025

With 150 million daily active users, Instagram Stories is launching ads

November 2, 2025
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

March 17, 2026
Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
თებერვალში ფულადი გზავნილები 26.9%-ით შემცირდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 13.4%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

November 17, 2025

Recent News

NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

HEADER TEXT

  • Button
  • Button
  • Button
  • Button

HEADER TEXT

  • Button
  • Button
  • Button
  • Button

HEADER TEXT

  • Button
  • Button
  • Button
  • Button

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result