Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი

როგორია ქართული უძრავი ქონების პოტენციალი საერთაშორისო რუკაზე?

by Davit Tsiramua
September 21, 2021
in Forbes Property, ბიზნესი, ბიზნესი, ინდუსტრია, მენეჯერები, მოსაზრება, საქართველო, ყველა სიახლე
0
როგორია ქართული უძრავი ქონების პოტენციალი საერთაშორისო რუკაზე?
0
SHARES
0
VIEWS

უძ­რა­ვი ქო­ნე­ბა, რო­გორც ყოველ­თ­ვის, საინვესტიციოდ ერთ-ერთ ყველაზე მედეგ სექტორად მიიჩნევა, რაც კიდევ ერთხელ დადასტურდა კოვიდპანდემიის პირობებში. ბოლო სტატისტიკას თუ გადავხედავთ, განსაკუთრებით საცხოვრებელ ნაწილში, მსოფლიოში უძრავ ქონებაზე მოთხოვნა არათუ დაეცა, არამედ იზრდება.

რა ხდება ამ დროს საქართველოში, როგორ გამოიყურება ის საერთაშორისო რუკაზე? რას სთავაზობენ თანამედროვე ქართული პროექტები უცხოელ ინვესტორებს და რამდენად მიმზიდველია ქვეყნის საინვესტიციო კლიმატი?

განვიხილოთ მაგალითი: საქართველოში მაღალი დონის საინვესტიციო უძრავი ქონება, რომელიც საინტერესოა უცხოელი მყიდველისთვის, მას აძლევს 15%-იან წლიურ უკუგებას ინვესტიციაზე, გადახდილი თანხის უკან დაბრუნების პერიოდი კი მხოლოდ 5-7 წელია. უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოში ტურიზმის სწრაფ ზრდასთან ერთად, დინამიკურად ვითარდებოდა საინვესტიციო აპარტამენტების ბიზნესი, რომელიც კონკურენციას უწევდა სასტუმროებს. კოვიდპანდემიის გამო ტურიზმის მაჩვენებლის მკვეთრი ვარდნის მიუხედავად, ამ სფეროში მოთხოვნა რჩება. მყიდველები კრიზისს მოკლე- და საშუალოვადიან გამოწვევად აფასებენ. გარდა იმისა, რომ მფლობელისთვის საინვესტიციო ქონება არის ბიზნესი ყოველწლიური შემოსავლით, მის სასარგებლოდ დამატებით მნიშვნელოვანი არგუმენტიც მეტყველებს: ამ ტიპის პროექტებში უძრავი ქონების ფასი მშენებლობის საწყისი ეტაპიდან დასრულებამდე (3-4 წელი) 200%-ზე მეტით იზრდება.

აქვე არ უნდა დაგვავიწყდეს ქვეყნის ლიბერალური საინვესტიციო ბიზნესგარემო:

  • უძრავი ქონების საკუთრებაში რეგისტრაცია უმოკლეს დროში (15 წუთი);
  • წლიური უკუგება ინვესტიციაზე 13-15%
  • 0%-იანი უძრავი ქონების გადასახადი;
  • გაქირავების გადასახადი მხოლოდ 5%;
  • $100,000-ზე მეტი ღირებულების უძრავი ქონების შეძენის შემთხვევაში არარეზიდენტისთვის ბინადრობის უფლება მთელი ოჯახისთვის;
  • არარეზიდენტისთვის არანაირი შეზღუდვა უძრავი ქონების შეძენაზე.

მნიშვნელოვანი ფაქტორია ის, რომ ჩვენს ქვეყანაში ფასები უძრავ ქონებაზე ჯერ კიდევ დაბალია და როგორც აღვნიშნეთ – მზარდი. წინასწარი პროგნოზებით, საქართველოში შეძენილი უძრავი ქონების ფასი რამდენიმე წელიწადში გაუტოლდება აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების ფასებს. ეს კი ძლიერი სიგნალია მყიდველისთვის, რომ ახლა საქართველოს უძრავ ქონებაში ინვესტირების დროა!

საერთაშორისო რუკაზე პოზიციონირებისთვის დღეს ქართულ უძრავ ქონებას სჭირდება დამოუკიდებელი და ერთიანი ეროვნული სამოქმედო გეგმა. ამ მიმართულებით მუშაობს „უძრავი ქონების საერთაშორისო ფედერაციის“ (FIABCI) ეროვნული წარმომადგენლობა, FIABCI-Georgia. იმისთვის, რომ ინვესტორი კონკრეტული პროექტით დაინტერესდეს, მთავარია, პირველ რიგში ის მოიხიბლოს იმ ქვეყნით, სადაც განიხილავს ინვესტიციას. ჩვენ გვჭირდება კონკრეტული გზავნილები და გრძელვადიანი ხედვა. ამავდროულად, არ უნდა დაგვავიწყდეს ადგილობრივი მყიდველების მნიშვნელობა, რადგან, როგორც დავინახეთ, კოვიდ-19-ის რეალობაში ძირითადი მყიდველი საქართველოდანაა.

აღნიშნულ ერთიან ეროვნულ სტრატეგიას განვიხილავთ როგორც კერძო სექტორის, ,,ფიაბცის“ კუთხით უძრავი ქონების საერთაშორისო პროფესიონალებისა და სახელმწიფოს კოლაბორაციას. ამის ერთი კარგი მაგალითია ის ფაქტი, რომ, როცა უძრავი ქონების მთავარ საერთაშორისო გამოფენაზე, „მიპიმზე“ (MIPIM), რომელიც ყოველწლიურად ტარდება საფრანგეთის ქალაქ კანში, წამყვანი ადგილობრივი დეველოპერები „ფიაბცი საქართველოს“, და „ფიაბცის“ ორგანიზებით და „აწარმოე საქართველოშის“ მხარდაჭერით ერთად, ერთი ქოლგის ქვეშ, საქართველოს სახელით უნდა წარმდგარიყვნენ. სამწუხაროდ, სწორედ მაშინ დაიწყო პანდემია. გამოფენა 2020 წლის გაზაფხულზე ვეღარ ჩატარდა. იმედი გვაქვს, რომ საერთაშორისო ღონისძიებების განახლდების შემდეგ კოლაბორაციის ეს ფორმატი კვლავ აქტუალური იქნება. ქართული უძრავი ქონების სექტორში ასევე ერთ-ერთი, თუ არა მთავარი მოვლენა უახლოეს მომავალში არის „ფიაბცი-საქართველოს პროექტების დაჯილდოება“ (FIABCI-Georgia Prix d’ Excellence Awards), რომელიც 2022 წლის გაზაფხულზე გაიმართება. ეროვნულ დონეზე გამარჯვებული პროექტები მონაწილეობას მიიღებენ საერთაშორისო დაჯილდოებაში. ხოლო იმისთვის, რომ ცალკეული ღონისძიებები მაქსიმალურად წარმატებული იყოს, საჭიროა გრძელვადიანი გეგმა, რომელიც მოიცავს შემდეგს:

  • ქართული უძრავი ქონების ლოგოს და სლოგანის შემუშავება;
  • მონაწილეობა საერთაშორისო ფორუმებში, გამოფენებსა და პროექტების დაჯილდოებებში (როგორც ფიზიკურ, ასევე ონლაინ ფორმატში); 
  • მონაწილეობა საერთაშორისო ვებინარებში;
  • უძრავი ქონების თემაზე საერთაშორისო ფორუმების, გამოფენებისა და პროექტების დაჯილდოებების ორგანიზება საქართველოში, ე.წ. ,,დესტინაციის მარკეტინგი” (როგორც ფიზიკურ, ასევე ონლაინ ფორმატში);
  • უძრავი ქონების საინვესტიციო ტურების ორგანიზება უცხოელი ინვესტორებისთვის, ბროკერებისთვის;
  • უძრავი ქონების ტურების ორგანიზება უცხოელი ბლოგერებისთვის;
  • აქტიური საერთაშორისო მედიაკამპანია;
  • განვითარების ხელშეწყობა ციფრული ტექნოლოგიების კუთხით.

ამ გზით, პირველ რიგში, შევინარჩუნებთ ინვესტორების არსებულ ინტერესს, რომელსაც მეტწილად მეზობელი ქვეყნები იჩენენ და ასევე მოვიზიდავთ მსხვილ ინვესტორებს ევროპიდან, აზიის ქვეყნებიდან. ბოლო დროს საქართველოსადმი მზარდი ინტერესი ფიქსირდება ამერიკიდან, იაპონიიდან და ჩვენი ქვეყნისთვის არატრადიციული სხვა საერთაშორისო ბაზრებიდან.

კოვიდპანდემიამ შეამცირა და გარკვეულ შემთხვევებში შეაჩერა მოსალოდნელი საერთაშორისო ტრანზაქციები საქართველოს უძრავ ქონებაში. თუმცა, უნდა ითქვას, რომ საერთაშორისო ინტერესი კვლავ შეიმჩნევა. ამასთან, დამაიმედებელი და მისასალმებელია, რომ პანდემიის პირობებშიც კი მსხვილი და საშუალო ზომის დეველოპერული კომპანიები განაგრძობენ პროექტებს და უფრო მეტიც, იწყებენ ახლებს. შესაძლოა, შედარებით მცირე მასშტაბით, მაგრამ აქტივობა აშკარაა. იშვიათ შემთხვევაში იდება მსხვილი გარიგებებიც. თუმცა საქართველო დღეს მაინც ითვლება ქვეყნად, რომლითაც მცირე და საშუალო ზომის ინვესტორები ინტერესდებიან.

მოკლედ რომ შევაჯამოთ, საქართველოს უძრავი ქონების ბაზარი აღდგენის პროცესშია. ქართული უძრავი ქონების წამყვანმა მოთამაშეებმა შეძლეს მთავარი: ისინი ადაპტირდნენ ,,ახალ რეალობასთან” და მაქსიმალურად დახვეწეს და შექმნეს ციფრული პლატფორმები და სერვისები. პანდემია დასრულდება, თუმცა უძრავი ქონების გაციფრულება დარჩება საერთაშორისო ბაზრებზე აქტივობების ერთ-ერთ მთავარ საშუალებად. ფიზიკურ შეხვედრებთან და ღონისძიებებთან ერთად, მომდევნო წლებში არანაკლებ მნიშვნელოვანი იქნება „უძრავი ქონება და ციფრული ტექნოლოგიები“.

Tags: topblog
Previous Post

რეგიონში პირველი „აუთლეტ ვილიჯი“ თბილისში აშენდება

Next Post

სამშენებლო და დეველოპერული ინდუსტრია: ისტორიული გზაგასაყარი

Davit Tsiramua

Web Director, Forbes Georgia

Next Post
სამშენებლო და დეველოპერული ინდუსტრია: ისტორიული გზაგასაყარი

სამშენებლო და დეველოპერული ინდუსტრია: ისტორიული გზაგასაყარი

Stay Connected test

  • 24k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
Global Finance-მა თიბისი საქართველოში ვალუტის გაცვლითი სერვისების საუკეთესო მიმწოდებლად დაასახელა

Global Finance-მა თიბისი საქართველოში ვალუტის გაცვლითი სერვისების საუკეთესო მიმწოდებლად დაასახელა

April 29, 2026
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0

Bet On Red: Błyskawiczna akcja w kasynie dla nowoczesnego gracza

June 11, 2026

Chicken Road : Jeu de crash rapide pour des gains immédiats

June 11, 2026

Gransino Casino – Snel‑Pace Slots en Live Actie voor Snelle Winsten

June 10, 2026

Bet On Red – Quick‑Fire Slots, Live Action & Instant Wins

June 10, 2026

Recent News

Bet On Red: Błyskawiczna akcja w kasynie dla nowoczesnego gracza

June 11, 2026

Chicken Road : Jeu de crash rapide pour des gains immédiats

June 11, 2026

Gransino Casino – Snel‑Pace Slots en Live Actie voor Snelle Winsten

June 10, 2026

Bet On Red – Quick‑Fire Slots, Live Action & Instant Wins

June 10, 2026
NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result