Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი

საგარეო ვაჭრობის ძირითადი მაჩვენებლები 2021 წლის პირველ ნახევარში

by Forbes.ge
სექტემბერი 3, 2021
in ეკონომიკა, საქართველო, ყველა სიახლე
0
საგარეო ვაჭრობის ძირითადი მაჩვენებლები 2021 წლის პირველ ნახევარში
0
SHARES
0
VIEWS

საქართველოში 2021 წლის პირველ ნახევარში საგარეო ვაჭრობის ბრუნვა გაიზარდა და მაჩვენებელი 2019 წლის პოსტპანდემიური პერიოდის თითქმის ანალოგიურია. PMC კვლევითი ცენტრის მიერ გამოქვეყნებული უახლესი მონაცემების თანახმად, 2021 წლის პირველ ნახევარში საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 62 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, რაც 20.7%-ით აღემატება 2020 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს და 0.5% -ით მეტია 2019 წლის იანვარ-ივნისის მაჩვენებელზე.

აღნიშნულ პერიოდში საქართველოს მთლიანი ექსპორტი 1.9 მილიარდი იყო, რაც 25.2%-ით მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით და 5.3%-ით აღემატება 2019 წლის იანვარ-ივნისის პერიოდის მაჩვენებელს. ქვეყნის მთლიანმა იმპორტმა კი 4.3 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, რაც 18.9%-ით მეტია ვიდრე 2020 წლის პირველ ნახევარში და  1.5%-ით ნაკლები ვიდრე 2019 წლის ანალოგიური პერიოდის განმავლობაში.

საანგარიშო პერიოდში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, გაიზარდა საქართველოს სავაჭრო ბრუნვა ევროკავშირთან (9.9%), რუსეთთან (24.8%) და ჩინეთთან (22.7%). 2019 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით კი სავაჭრო ბრუნვა გაიზარდა რუსეთთან (12.3%) და ჩინეთთან (27.9%), თუმცა შემცირდა ევროკავშირთან (-14%).

2021 წლის პირველ ნახევარში საქართველოს მთავარი სავაჭრო პარტნიორები იყვნენ თურქეთი (15.2%), რუსეთი (11.8%) და ჩინეთი (10.5%).  საექსპორტო პარტნიორების სამეულია: ჩინეთი (15.4%), რუსეთი (14%) და აზერბაიჯანი (8.4%). საიმპორტო სამეული კი ასე გამოიყურება: თურქეთი (18%), რუსეთი (10.8%) და ჩინეთი (8.4%). აღსანიშნავია, რომ 2021 წელს საქართველოს სამი ძირითადი საექსპორტო და საიმპორტო პარტნიორი არ შეცვლილა 2020 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

2021 წლის პირველ ნახევარში, საქართველოს ექსპორტის 77.9% კონცენტრირებულია ათ ძირითად საექსპორტო პარტნიორთან. საქართველოს იმპორტის დივერსიფიკაცია უმნიშვნელოდ აღემატება ექსპორტისას და ძირითადი ათი საიმპორტო პარტნიორი მთლიანი იმპორტის 68.5%-ს შეადგენს. აღსანიშნავია, რომ თუ 2020 წელს იმპორტის პარტნიორთა ათეულში ევროკავშირში შემავალი მხოლოდ ორი ქვეყანა იყო (გერმანია და იტალია), 2021 წლის პირველ ნახევარში ათეულში უკვე სამი წევრი ქვეყანაა (გერმანია, იტალია და რუმინეთი).

2021 წლის პირველ ნახევარში, 2020 წლის ამავე პერიოდთან შედარებით, ძირითადი პროდუქციის ჯგუფების იმპორტსა და ექსპორტში არ შეინიშნება მნიშვნელოვანი ცვლილებები. სპილენძის მადნებისა და მსუბუქი ავტომობილების სასაქონლო ტიპები გვხვდება როგორც უმსხვილეს საექსპორტო, ისე საიმპორტო საქონლის სიაში. ყველაზე მსხვილ საექსპორტო საქონელს შორის სპილენძის მადნები (391 მლნ USD) პირველ ადგილს იკავებს, ხოლო მსუბუქი ავტომობილები (205.4 მლნ USD) მეორეს. ყველაზე მსხვილ საიმპორტო საქონელს შორის კი ავტომობილები იკავებს პირველ ადგილს (371.4 მლნ USD), ხოლო მეორეს – სპილენძის მადნები (335.5 მლნ USD). ეს შეიძლება აიხსნას ამ ორი ტიპის საქონლის რეექსპორტით. საქართველოს ხელსაყრელი ინსტიტუციური და საკანონმდებლო გარემო მნიშვნელოვნად ამცირებს ექსპორტისა და იმპორტის ხარჯებს, რაც საქართველოს რეექსპორტის რეგიონალურ ცენტრად აქცევს.

Previous Post

ბილაინი თანამშრომლების ვაქცინაციის  სამოტივაციო კამპანიას აწარმოებს

Next Post

თიბისი ბიზნეს კლუბის წევრებს დიზაინ ფიქრის სესიაზე იწვევს

Forbes.ge

Forbes Georgia: სარედაქციო გუნდი

Next Post
თიბისი ბიზნეს კლუბის წევრებს დიზაინ ფიქრის სესიაზე იწვევს

თიბისი ბიზნეს კლუბის წევრებს დიზაინ ფიქრის სესიაზე იწვევს

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
ივნისში საქართველოში მშენებლობის ღირებულების ინდექსი შემცირდა

ივლისში მშენებლობა წლიურ ჭრილში 5.6%-ით გაძვირდა – საქსტატი

ივლისი 14, 2026
ტრამპმა იაპონურ ავტომობილებზე ტარიფების შემცირების შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

ტრამპმა იაპონურ ავტომობილებზე ტარიფების შემცირების შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

ივლისი 14, 2026
პუტინის თქმით, უკრაინაში დასავლური ჯარი მისთვის კანონიერი სამიზნე იქნება

პუტინის თქმით, უკრაინაში დასავლური ჯარი მისთვის კანონიერი სამიზნე იქნება

სექტემბერი 5, 2025
პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

აპრილი 8, 2025
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0

Roobet Casino: Slots rápidas, impulsadas por Crypto para Ganancias Rápidas

ივლისი 30, 2026

Ricky Casino – Quick Wins and Intense Slot Action

ივლისი 30, 2026

Инструкция для новичков: https://kra070.com

ივლისი 30, 2026

Уникальность зеркал Kraken: безопасный вход в даркнет

ივლისი 30, 2026

Recent News

Roobet Casino: Slots rápidas, impulsadas por Crypto para Ganancias Rápidas

ივლისი 30, 2026

Ricky Casino – Quick Wins and Intense Slot Action

ივლისი 30, 2026

Инструкция для новичков: https://kra070.com

ივლისი 30, 2026

Уникальность зеркал Kraken: безопасный вход в даркнет

ივლისი 30, 2026
NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result