Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
Home Forbes Property

სამშენებლო სექტორი Forbes-ის მილიარდერთა სიაში

by Davit Tsiramua
April 6, 2022
in Forbes Property, ანტრეპრენიორები, ბიზნესი, ბიზნესი, ინდუსტრია, მილიარდერები, მსოფლიო, ყველა სიახლე
0
სამშენებლო სექტორი Forbes-ის მილიარდერთა სიაში
0
SHARES
0
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

Forbes-ის მილიარდერთა სია 2021 წლისთვის უპრეცედენტო რაოდენობის ადამიანს აერთიანებს. სიაში იპოვით მათაც, ვინც ქონება სამშენებლო სექტორში საქმიანობით მოიხვეჭა. სიაში მოხვედრილი 2,755 მილიარდერიდან ასეთი მხოლოდ 44-ია. ისინი ერთობლივად თითქმის $125 მილიარდის ქონებას ფლობენ. მათი სიმდიდრის წყაროა სამშენებლო მასალები, სამშენებლო ტექნიკა, სამშენებლო სერვისები, უძრავი ქონების მართვა, საინჟინრო სერვისები, ავეჯის წარმოება და გაყიდვა, ქიმიური პროდუქციის წარმოება და რეალიზაცია და ა.შ. – თითქმის ყველაფერი, რაც სამშენებლო საქმიანობას უკავშირდება.

Forbes Georgia წარმოგიდგენთ სამშენებლო სექტორში გამომუშავებული მილიარდების მფლობელ ათ უმდიდრეს ადამიანს.

პალონჯი მისტრი

$15.7 მილიარდი

პოზიცია გლობალურ სიაში: 126
ასაკი: 92
მოქალაქეობა: ირლანდია
საცხოვრებელი ადგილი: მუმბაი, ინდოეთი
ოჯახური მდგომარეობა: დაქორწინებული, 4 შვილი

მისტრი 155-წლიანი ისტორიის მქონე საინჟინრო და სამშენებლო გიგანტის „Shapoorji Pallonji Group“-ის საკონტროლო პაკეტს ფლობს. 92 წლის მილიარდერი 2020 წელს ინდოეთში რიგით მეშვიდე ყველაზე მდიდარი ადამიანი იყო. ცნობისთვის, მისტრიმ საზღვარგარეთიდან პირველი დაკვეთა 1976 წელს მიიღო – პროექტი კი არც მეტი არც ნაკლები ომანის სულთნის სასახლე იყო.

დაიან ჰენდრიქსი

$11 მილიარდი

პოზიცია გლობალურ სიაში: 202
ასაკი: 74
მოქალაქეობა: ამერიკის შეერთებული შტატები
საცხოვრებელი ადგილი: ეფტონი, ვისკონსინი, აშშ
ოჯახური მდგომარეობა: ქვრივი, 7 შვილი

ჰენდრიქსმა 1982 წელს მეუღლესთან ერთად დააფუძნა კომპანია ABS Supply, რომელიც ერთ-ერთი უმსხვილესია გადახურვის მასალების, შენობების შეფუთვისა და ფანჯრების საცალო გაყიდვების მიმართულებით. დაიან ჰენდრიქსი ქმრის გარდაცვალების შემდეგ, 2007 წლიდან, კომპანიას ერთპიროვნულად უძღვება. კომპანიას 780 ფილიალი აქვს და საშუალოდ წელიწადში $11 მილიარდზე მეტს აგენერირებს გაყიდვებით.

ენტონი ბემფორდი და ოჯახი

$7.8 მილიარდი

პოზიცია გლობალურ სიაში: 338
ასაკი: 75
მოქალაქეობა: დიდი ბრიტანეთი
საცხოვრებელი ადგილი: გლოსტერშირი, დიდი ბრიტანეთი
ოჯახური მდგომარეობა: დაქორწინებული, 3 შვილი

ბემფორდი და მისი ოჯახი სამშენებლო ტექნიკის მწარმოებელ ფირმას „JCB“ ფლობენ. კომპანია 1945 წელს, ენტონის მამამ დააფუძნა. დღეს „JCB“ საშუალოდ წელიწადში $2.9 მილიარდს გამოიმუშავებს შემოსავლების სახით, საკუთარ პროდუქციას კი მსოფლიოს 150-მდე ქვეყანაში ყიდის. ფირმის კლიენტებს შორის იპოვით აშშ-ის არმიასაც. ბემფორდი 2013 წლიდან დიდი ბრიტანეთის ლორდთა პალატის წევრი და ბრექსიტის გულმხურვალე მხარდამჭერიც გახლდათ.

ტომას შმიდჰაინი

$4.9 მილიარდი

პოზიცია გლობალურ სიაში: 602
ასაკი: 75
მოქალაქეობა: შვეიცარია
საცხოვრებელი ადგილი: იონა, შვეიცარია
ოჯახური მდგომარეობა: დაქორწინებული, 4 შვილი

შმიდჰაინი თავისი სიმდიდრის უდიდეს ნაწილს სამშენებლო მასალების გიგანტ „Lafarge Holcim“-სგან იღებს. კომპანიის წინამორბედი, აგურისა და ცემენტის საწარმო 1912 წელს მისი პაპის ძმამ დააფუძნა, მამამისისგან კი კომპანიის წილი ტომასმა 1984 წელს მიიღო. თავად „Lafarge Holcim-ი“ კი 2015 წელს ტომასის „Holcim Ltd“-სა და „Lafarge S.A.“-ის შერწყმით დაფუძნდა.

რაფაელ დელ პინო

$4.7 მილიარდი

პოზიცია გლობალურ სიაში: 636
ასაკი: 63
მოქალაქეობა: ესპანეთი
საცხოვრებელი ადგილი: მადრიდი, ესპანეთი
ოჯახური მდგომარეობა: განქორწინებული, 6 შვილი

დელ პინო ესპანური ინფრასტრუქტურული ოპერატორისა და სამშენებლო ფირმა „Ferrovial“-ის 20%-მდე წილს ფლობს და ამასთან, სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეცაა. კომპანია, რომელიც 1952 წელს რაფაელის მამამ დააფუძნა, დღეს მსოფლიოს უმსხვილეს აეროპორტებსა და სატრანსპორტო კვანძებს მართავს, მათ შორის ლონდონის ჰითროუს აეროპორტს. „Ferrovial“ ესპანეთში 172 ქალაქს უზრუნველყოფს მუნიციპალური სერვისებით. გარდა ამისა, დელ პინო MIT-ის სამეურვეო საბჭოს წევრია.

მარტინ და ოლივიე ბუიგები

$4.4 მილიარდი

პოზიცია გლობალურ სიაში: 691
ასაკი: მარტინი – 69, ოლივიე – 70
მოქალაქეობა: საფრანგეთი
საცხოვრებელი ადგილი: პარიზი, საფრანგეთი
ოჯახური მდგომარეობა: 2-2 შვილი

ძმები ბუიგები ინდუსტრიული კონგლომერატი „Bouygues Group“-ის 20%-ს ფლობენ. სამშენებლო ფირმა 1952 წელს ბუიგების მამამ, ფრანსისმა დააფუძნა. დღეს ჯგუფი 100-ზე მეტ ქვეყანაში ახორციელებს ოპერაციებს მშენებლობის, ტელეკომუნიკაციისა და მედია სექტორებში. 2019 წელს კონგლომერატმა $46 მილიარდი გამოიმუშავა გაყიდვებით.

ერმან ილიჩაკი

$3.9 მილიარდი

პოზიცია გლობალურ სიაში: 786
ასაკი: 53
მოქალაქეობა: თურქეთი
საცხოვრებელი ადგილი: ანკარა, თურქეთი
ოჯახური მდგომარეობა: დაქორწინებული, 3 შვილი

ილიჩაკმა 1993 წელს დააფუძნა „Ronesans Holding“, რომელიც დღეს 28 ქვეყანაში ეწევა სამშენებლო საქმიანობასა და უძრავი ქონების მართვას. ილიჩაკის მიერ მხოლოდ თურქეთის მთავრობასთან გაფორმებული კონტრაქტების ღირებულება ჯანდაცვის კომპლექსების მშენებლობისთვის $3.4 მილიარდია. ამჟამად ილიჩაკის ჰოლდინგი როტერდამის პორტთან თანამშრომლობით ავითარებს ჯეიჰანის ნავთობქიმიური მეგა ინდუსტრიული ზონის პროექტს.

ფრანჩესკო გაეტანო კალტაჟირონი

$3.7 მილიარდი

პოზიცია გლობალურ სიაში: 832
ასაკი: 73
მოქალაქეობა: იტალია
საცხოვრებელი ადგილი: რომი, იტალია
ოჯახური მდგომარეობა: დაქორწინებული, 3 შვილი

კალტაჟირონი თავისივე სახელობის კომპანია „Caltagirone“-ის პრეზიდენტია. ფრანჩესკომ გააგრძელა ოჯახური ტრადიცია და კომპანია აქტიურად ეწევა სამშენებლო საქმიანობას, აწარმოებს ცემენტს. გარდა ამისა, წარმოდგენილია უძრავი ქონების მართვის სფეროშიც. კალტაჟირონი ასევე ფლობს წილებს სადაზღვევო კომპანია „Assicurazioni Generali“-სა და ცემენტის მწარმოებელ გიგანტ „Cementir“-ში.

სამველ კარაპეტიანი

$3.6 მილიარდი

პოზიცია გლობალურ სიაში: 881
ასაკი: 55
მოქალაქეობა: რუსეთი
საცხოვრებელი ადგილი: მოსკოვი, რუსეთი
ოჯახური მდგომარეობა: დაქორწინებული, 3 შვილი

კარაპეტიანი ფლობს კომპანია „Tashir Holding“-ს, რომელიც საშუალოდ წელიწადში $2.8 მილიარდს აგენერირებს გაყიდვებში. წარმოშობით სომეხი ბიზნესმენი რუსეთში 1990-იან წლებში გადავიდა საცხოვრებლად. „Tashir“ გაზპრომის გრძელვადიანი ქვეკონტრაქტორი ფირმაა, რომელიც ასევე სახელმწიფოსთან კონტრაქტის საფუძველზე კურირებს განათების სისტემას მოსკოვის ცენტრალურ ქუჩებზე. კარაპეტიანი აქტიურად ეწევა ბიზნესსაქმიანობას სომხეთშიც.

პიტერ გილგანი

$3.6 მილიარდი

პოზიცია გლობალურ სიაში: 889
ასაკი: 70
მოქალაქეობა: კანადა
საცხოვრებელი ადგილი: ოქვილი, კანადა
ოჯახური მდგომარეობა: დაქორწინებული, 8 შვილი

გილგანის ანგარიშზე 90,000-მდე საცხოვრებლის მშენებლობაა. მან 1978 წელს დააფუძნა კომპანია „Mattamy Homes“, რომელიც 1986 წლიდან აპროექტებს და აშენებს საცხოვრებელ უბნებს. პიტერი დღემდე კომპანიის აღმასრულებელ დირექტორად რჩება და მართავს ბიზნესს, რომელიც საშუალოდ წელიწადში $3 მილიარდის შემოსავალს იღებეს.

 

შენიშვნა: მილიარდერების ქონების მოცულობა და პოზიცია გლობალურ სიაში მოცემულია 2021 წლის 28 ივლისის მდგომარეობით.

Previous Post

შეუჩერებელი „არქი“

Next Post

რა უჯდებათ ბანკებს დირექტორთა საბჭოს ხელფასები

Davit Tsiramua

Web Director, Forbes Georgia

Next Post
რა უჯდებათ ბანკებს დირექტორთა საბჭოს ხელფასები

რა უჯდებათ ბანკებს დირექტორთა საბჭოს ხელფასები

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

March 17, 2026
საქართველოს 150 ყველაზე შემოსავლიანი კომპანია

საქართველოს 150 ყველაზე შემოსავლიანი კომპანია

April 12, 2024

Game of Thrones spending just as long making fewer episodes

November 1, 2025

With 150 million daily active users, Instagram Stories is launching ads

November 2, 2025
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

March 17, 2026
Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
თებერვალში ფულადი გზავნილები 26.9%-ით შემცირდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 13.4%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

November 17, 2025

Recent News

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

March 17, 2026
Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
თებერვალში ფულადი გზავნილები 26.9%-ით შემცირდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 13.4%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

November 17, 2025
NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

HEADER TEXT

  • Button
  • Button
  • Button
  • Button

HEADER TEXT

  • Button
  • Button
  • Button
  • Button

HEADER TEXT

  • Button
  • Button
  • Button
  • Button

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result