Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი

თეთრი ფურცლიდან დაწყებული პროექტი | ინტერვიუ ირაკლი ბურდილაძესთან

by Davit Tsiramua
October 25, 2021
in ბიზნესი, ბიზნესი, ინდუსტრია, ინტერვიუ, კომპანიები, მენეჯერები, მენეჯმენტი, საქართველო, ყველა სიახლე
0
თეთრი ფურცლიდან დაწყებული პროექტი | ინტერვიუ ირაკლი ბურდილაძესთან
0
SHARES
0
VIEWS

2020 წელს დაარსებულმა „თეთრმა კვადრატმა“ საბურთალოს გულში დაუსრულებელი მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების მშენებლობის რეაბილიტაცია თეთრი ფურცლიდან დაიწყო. დეველოპერულმა კომპანიამ, რომელიც სექტორში 28-წლიანი გამოცდილების მქონე „ბიქეი კონსტრაქშენთან“ ერთად „ბიქეი ჰოლდინგის“ შემადგენლობაშია, შარტავას პროექტით, ერთი მხრივ, სოციალური პასუხისმგებლობა აიღო, ხოლო მეორე მხრივ დეველოპერული ბაზრის სხვადასხვა სეგმენტში განვითარება გადაწყვიტა. მიმდინარე და მომავალი პროექტების შესახებ Forbes Georgia „თეთრი კვადრატის“ მმართველ პარტნიორს, ირაკლი ბურდილაძეს ესაუბრა.

„თეთრი კვადრატი” დეველოპერულ ბაზარზე პანდემიის დროს გამოჩნდა – მაშინ, როცა არათუ ახლის, არამედ არსებულის გადარჩენისთვის საკმაოდ დიდი ძალისხმევა იყო გასაწევი. რა მიზეზებმა და მიზნებმა განაპირობა „თეთრი კვადრატის“ შექმნა?

მართალია, „თეთრი კვადრატი“ პანდემიის დროს გაჩნდა, მაგრამ მის შექმნას წინ რამდენიმე პროექტზე ინტენსიური მუშაობა უძღოდა. ეს კი ძირითადად ეხებოდა თბილისში შეჩერებული მშენებლობების რეაბილიტაციას და გზების გამონახვას, რათა, ერთი მხრივ, დაუსრულებელი საცხოვრებელი ბინების გამო დაზარალებული მოსახლეობა დაკმაყოფილებულიყო და, მეორე მხრივ, ეს პროექტები ისე განხორციელებულიყო, რომ დეველოპერისთვის კომერციული მოგებაც დაეტოვებინა. ჩვენ ბაზარზე დავინახეთ შესაძლებლობა და პოტენციალი, რომ როგორც გამოცდილი, ისე ახალგაზრდა პროფესიონალებით დაკომპლექტებული გუნდით მორიგი წარმატებული კომპანია შეგვექმნა, რომელიც მომხმარებელს უფრო მოქნილ პროდუქტებს შესთავაზებდა. ამიტომაც კომპანიის შექმნამდე და შექმნის პროცესშიც მიზნად დავისახეთ, რომ დაუსრულებელი მშენებლობების პრობლემის მოგვარების გარდა, სხვა პროექტებზეც გვემუშავა, უფრო შორს წავსულიყავით და ბაზრისთვის როგორც პრემიალურ, ასევე შედარებით მასობრივ სეგმენტზე გათვლილი ახალი პროექტები შეგვეთავაზებინა.

ჯერჯერობით „თეთრი კვადრატი“ ერთ პროექტზე მუშაობს. კერძოდ, შარტავას ქუჩის პროექტზე, რომელიც 2008 წელს „ოლიმპიურმა ვარსკვლავმა“ დაიწყო, თუმცა შემდეგ მისი მშენებლობა შეჩერდა. ახლა რა ეტაპზეა სამუშაოები?

შარტავას პროექტი ორი სეგმენტისგან შედგება. ერთია ძველი, დაუსრულებელი მშენებლობა, სადაც საკუთარ ბინას დაახლოებით 400 მენაშენე ელოდება. გარდა ამისა, იქვე უშუალოდ „თეთრი კვადრატის“ პროექტით შენდება 37-სართულიანი „თაუერი“. ეს იქნება ენერგოეფექტიანი შენობა, რომლის მშენებლობაშიც გამოიყენება ხმის და თბოიზოლაციის თვისებების მქონე ბლოკი. მნიშვნელოვანია ისიც, რომ შენობას ექნება უწყვეტი დენის წყარო საერთო მოხმარების სივრცეებში, რაც უზრუნველყოფს ლიფტებისა და სახანძრო სისტემების უწყვეტ ფუნქციონირებას. გარდა ამისა, „თაუერს“ მოემსახურება ოთხი ჩქაროსნული ლიფტი.

მთლიანი პროექტის განხორციელება აპრილში დავიწყეთ. ამჟამად მშენებლობა აქტიურ ფაზაშია: მიმდინარეობს როგორც ძველი შენობების განახლება, ასევე ახალი „თაუერის“ მშენებლობა. ფუნდამენტი უკვე ჩასხმულია, რასაც მიწისქვეშა და შემდეგ უკვე მიწისზედა სართულების მშენებლობა მოჰყვება. კარგი ტემპებით მივდივართ. მინდა აღვნიშნო, რომ გაყიდვები მშენებლობის ტემპს ნამდვილად არ ჩამორჩება. ამ კუთხით დიდი პროგრესი გვაქვს – 618 ბინიდან უკვე 100 ბინაა გაყიდული და ეს ყველაფერი ბოლო სამ თვეში მოხდა. პროექტის დასრულებას სამი წელი დასჭირდება, შესაბამისად, 2023 წლის ბოლოს უკვე ყველა სამუშაო შესრულებული იქნება.

როგორ წარიმართა „ოლიმპიური ვარსკვლავისგან“ ამ პროექტის გადმობარების პროცესი და რამდენია ჯამური ინვესტიცია?

ვიცით, რომ დაზარალებულ მენაშენეებს ბინები „ოლიმპიური ვარსკვლავისგან“ წლების წინ ჰქონდათ შეძენილი. თუმცა დეველოპერმა სხვადასხვა მიზეზის გამო მშენებლობა ვერ დაასრულა. ჩვენ კი პროექტი 2020 წელს გადმოვიბარეთ. მანამდე შევიმუშავეთ პროექტის დასრულების გეგმა, რომელიც მოიწონა როგორც „ოლიმპიურმა ვარსკვლავმა“, ასევე თბილისის მერიამაც. დედაქალაქის მთავრობა მხარში დაგვიდგა და სწრაფად მოხდა ამ გეგმის დამტკიცებაც, ვინაიდან ამ პროექტში დიდწილად სოციალური პასუხისმგებლობის ფაქტორი იყო გადამწყვეტი. „თეთრი კვადრატის“ ძალისხმევის შედეგად მენაშენეებმა გვირაბის ბოლოს შუქი დაინახეს.

პროექტის ჯამური ინვესტიცია 37 მლნ აშშ დოლარია. აღსანიშნავია, რომ პროექტი საკრედიტო რესურსით „საქართველოს ბანკმა“ უზრუნველყო, ხოლო ჩვენ კაპიტალით ვაფინანსებთ.

მსგავსი კომპლექსებისთვის საცხოვრებელი სივრცეების გარდა, მნიშვნელოვანია ირგვლივ არსებული დამხმარე ინფრასტრუქტურა. რა არის გათვალისწინებული ამ მხრივ?

რა თქმა უნდა, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. გარდა იმისა, რომ მოეწყობა შიდა ეზო და ბავშვების სათამაშო მოედანი, ამ პროექტში ასევე გათვალისწინებულია დიდი რაოდენობით კომერციული ფართი, რომელიც გასაყიდად უკვე გამოტანილია. სამომავლოდ მათი მფლობელები გახსნიან სხვადასხვა ტიპის ობიექტებს, ზუსტად ჯერ ვერ ვიტყვით, რა გაიხსნება კონკრეტულად, თუმცა, გამოცდილებიდან გამომდინარე, შეგვიძლია ვთქვათ, რომ მსგავს ლოკაციებზე ძირითადად იხსნება კაფეები, რესტორნები, მაღაზიები, სილამაზის სალონები, საბანკო დაწესებულებები და ა.შ. ასე რომ, ამ კუთხით საკმაოდ მრავალფეროვანი და საჭირო ინფრასტრუქტურა შეიქმნება.

როგორც ამბობთ, ეს პროექტი, კომერციულის გარდა, თქვენთვის სოციალური მნიშვნელობის მქონეა. რატომ?

ჩვენ ვაცნობიერებთ ამ პროექტში არსებულ სოციალურ კომპონენტს და კარგად გვესმის იმ ხალხის წუხილი, რომლებიც წლებია, ბინებს ელოდებიან. მეორე მხრივ, ჩვენს გუნდს მსგავსი მშენებლობების დარეგულირების და ამ პროექტების კომერციულად მოგებიანად დასრულების გზების გამონახვის კუთხით, საკმაოდ დიდი გამოცდილება ჰქონდა დაგროვებული. ამიტომ, როდესაც ეს პროექტი შევისწავლეთ, გადავწყვიტეთ, რომ ყოფილი დეველოპერისთვის („ოლიმპიური ვარსკვლავი“) პრობლემის მოგვარების გზა შეგვეთავაზებინა და ვთქვით, მოდი, დავიწყოთ ყველაფერი თეთრი ფურცლიდან. ჩვენი კომპანიის სახელი – „თეთრი კვადრატიც“ სწორედ აქედან გამომდინარეობს.

სხვა შეჩერებული პროექტების დასრულებასაც აპირებთ?

შარტავას პროექტი საკმაოდ მოცულობითია, მას დიდი ძალისხმევა და რესურსი სჭირდება, მაგრამ მომავალში თუ კიდევ გამოჩნდა სხვა მსგავსი პროექტი, რომელსაც განახლება-რეაბილიტაცია დასჭირდება, ჩვენი გუნდი განიხილავს მას და პრობლემის მოგვარების გზაზეც იფიქრებს. თუმცა ჩვენი ორიენტირი არის ის, რომ სხვადასხვა სეგმენტში ვიმუშაოთ, იქნება ეს მრავალსართულიანი საცხოვრებელი კომპლექსების თუ მცირე ზომის პრემიალური პროექტების განხორციელება. მთავარია, რომ ჩვენი პროექტები ჯანსაღ, თანამედროვე და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის საცხოვრებელ გარემოს ქმნიდეს, რაც ჩვენი კომპანიისთვის კომერციულად მოგებიანიც იქნება.

როგორია „თეთრ კვადრატში“ უძრავი ქონების ფასები და ზოგადად რა ტენდენციას ხედავთ ამ კუთხით დეველოპერულ ბაზარზე?

ჩვენთან სხვადასხვა ტიპის ბინას სხვადასხვა ხედით და სხვადასხვა სართულზე, სხვადასხვა ფასი აქვს. ერთიანი გადახდით თეთრი კარკასის მდგომარეობით 1 კვ/მ-ის ფასი საშუალოდ 750 დოლარის ფარგლებშია. ჩვენი ბრენდი იმით გამოირჩევა, რომ ვართ მოქნილები და კლიენტზე ორიენტირებული. ჩვენ შეგვიძლია ბინა გავყიდოთ ნებისმიერ კონდიციაში, იქნება ეს თეთრი თუ შავი კარკასი, ასევე – გარემონტებული.

ზოგად ტენდენციებს რაც შეეხება, პანდემიამ გასულ წელს, რა თქმა უნდა, უძრავი ქონების ფასებზეც იქონია გავლენა. ჩვენ ვნახეთ ფასების კლება, თუმცა, უფრო მეტი ვარდნა გვექნებოდა, რომ არა სტიმულირების ის პროგრამა, რომელიც მთავრობამ გასულ წელს აამუშავა და რომელმაც ბიზნესს დაახლოებით მილიარდი ლარის ღირებულების ბინების გაყიდვის შესაძლებლობა მისცა.

შეიძლება ითქვას, რომ ფასების ვარდნა ახლა შეჩერებულია, თუმცა მოთხოვნა მაღალია. ჩვენ ვხედავთ ფასების მატების პერსპექტივას, ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლებთან ერთად ჩვენ გვაქვს მოლოდინი, რომ ფასების მატება წლის ბოლოსთვის გარდაუვალი იქნება. ახლა კი ფასები მინიმუმზეა, ასევე გაიაფებულია დაფინანსების წყაროები, მაგალითად, საბანკო კრედიტები. გარდა ამისა, მთავრობის მორიგი შეთავაზება იპოთეკურ სესხებთან დაკავშირებით, კერძოდ, მრავალშვილიანი ოჯახებისთვის, დაეხმარება ბაზარს და გააძლიერებს მოთხოვნას, ამიტომაც მათ, ვისაც ბინის შეძენა სურს, რეკომენდაციას ვუწევ, რადგან ახლა არის ყველაზე კარგი დრო.

საქართველოს დეველოპერულ ბაზარზე კონკურენცია უკვე საკმაოდ დიდია. ეს სექტორი დღემდე მიმზიდველია ინვესტიციებისთვის?

თუ შევხედავთ ეკონომიკური ზრდის ტემპებს, დავინახავთ, რომ დღეს საქართველოში დეველოპერული სექტორი ინვესტიციების განსახორციელებლად ერთერთი ყველაზე კარგი სექტორია. გარდა ამისა, ვფიქრობ, თბილისში საკმაოდ კარგი პირობებია იმისათვის, რომ დეველოპერმა ახალი პროექტები განავითაროს და მომხმარებელს თანამედროვე საცხოვრებელი სივრცეები შესთავაზოს. სწორედ ეს არის ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ ჩვენი კომპანია ამ ბიზნესშია ჩართული. თუმცა, მეორე მხრივ, „თეთრ კვადრატს“ ზურგს უმაგრებს ჩვენივე სამშენებლო კომპანია „ბიქეი კონსტრაქშენი“. როდესაც კომპანიის მმართველ გუნდს სექტორში მრავალწლიანი გამოცდილება აქვს, ეს უკვე ძალიან დიდი კონკურენტული უპირატესობაა, რაც ჩვენს კომპანიას სხვებისგან გამოარჩევს.

რა ახალ პროექტებს უნდა ველოდოთ „თეთრი კვადრატისგან“?

ამჟამად აქტიურად ვმუშაობთ შარტავას პროექტზე, თუმცა პარალელურად თბილისის სხვადასხვა ადგილას რამდენიმე პროექტის შექმნაზეც ვმუშაობთ. ჯერ ვერ ვისაუბრებთ კონკრეტულ დეტალებზე, ვინაიდან მოლაპარაკებები მიმდინარეობს. როგორც კი დასრულდება ეს პროცესი, მაშინვე გავასაჯაროვებთ. ახლა დანამდვილებით რაც შემიძლია გითხრათ ისაა, რომ შერჩეული გვაქვს ძალიან კარგი ლოკაციები და ვაპირებთ მოვიცვათ ყველა სეგმენტი. როგორც უკვე აღვნიშნე, ჩვენ კონკრეტულ სეგმენტზე ორიენტირებული არ ვართ, მთლიანი ბაზრის მოცვა გვინდა. ჯერჯერობით მხოლოდ თბილისს მოვიაზრებთ, თუმცა, რეგიონებზეც ვფიქრობთ.

 

მთავარი ფოტო: ხათუნა ხუციშვილი

Previous Post

„კრედო ბანკში“ ახალი ეტაპი იწყება

Next Post

A New Stage Begins at „Credo Bank“

Davit Tsiramua

Web Director, Forbes Georgia

Next Post
„კრედო ბანკში“ ახალი ეტაპი იწყება

A New Stage Begins at „Credo Bank“

Stay Connected test

  • 24k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
Global Finance-მა თიბისი საქართველოში ვალუტის გაცვლითი სერვისების საუკეთესო მიმწოდებლად დაასახელა

Global Finance-მა თიბისი საქართველოში ვალუტის გაცვლითი სერვისების საუკეთესო მიმწოდებლად დაასახელა

April 29, 2026
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0

Casinia: Slot Quick‑Hit e Vincite Rapide per Sessioni Brevi

June 11, 2026

Bet On Red: Błyskawiczna akcja w kasynie dla nowoczesnego gracza

June 11, 2026

Chicken Road : Jeu de crash rapide pour des gains immédiats

June 11, 2026

Gransino Casino – Snel‑Pace Slots en Live Actie voor Snelle Winsten

June 10, 2026

Recent News

Casinia: Slot Quick‑Hit e Vincite Rapide per Sessioni Brevi

June 11, 2026

Bet On Red: Błyskawiczna akcja w kasynie dla nowoczesnego gracza

June 11, 2026

Chicken Road : Jeu de crash rapide pour des gains immédiats

June 11, 2026

Gransino Casino – Snel‑Pace Slots en Live Actie voor Snelle Winsten

June 10, 2026
NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result