Subscribe
  • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
  • Forbes Life
  • მოსაზრება
  • რუბრიკები
  • პროექტები
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • გამოცემები
  • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
  • Forbes Life
  • მოსაზრება
  • რუბრიკები
  • პროექტები
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • გამოცემები
Home პროფილი ანტრეპრენიორები

რიანა მილიარდერი გახდა

by Davit Tsiramua
August 4, 2021
in ანტრეპრენიორები, ბიზნესი, მილიარდერები, ყველა სიახლე
0
რიანა მილიარდერი გახდა
0
SHARES
0
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

ბარბადოსელი მომღერალი რობინ ფენტი, მსოფლიოსთვის ცნობილი, როგორც რიანა, ოფიციალურად უკვე Forbes-ის მილიარდერთა სიაშია. აღსანიშნავია, რომ მომღერლის წარმატება არა მუსიკალურმა კარიერამ, არამედ 2017 წელს, მის მიერ დაარსებულმა კოსმეტიკის ბრენდმა (Fenty Beauty) განაპირობა.

Forbes-ის ოფიციალური მონაცემებით, რიანას ქონება 1.7 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს, რაც მას მსოფლიოში უმდიდრეს ქალ მომღერლად, ხოლო ოპრა უინფრის შემდეგ, მეორე ყველაზე მდიდარ მეწარმე ქალად აქცევს. რიანას ქონების უდიდესი წილი, 1.4 მილიარდი აშშ დოლარი, მის მიერ დაარსებული კოსმეტიკური კომპანია, Fenty Beauty-ის დამსახურებაა, $270 მილიონი თეთრეულის კომპანია Savage x Fenty-ის აქციებზე, დანარჩენი კი მომღერლისა და მსახიობის კარიერიდან მიღებულ შემოსავალზე მოდის.

კოსმეტიკის ბრენდი Fenty Beauty რიანამ 2017 წელს, ფრანგულ კომპანია LVMH-ს მფლობელ ბერნარდ არნოსთან ერთად დააარსა. ეს უკანასკნელი მსოფლიოს მეორე უმდიდრესი ადამიანია. კოსმეტიკური კომპანიის წარმატება მომღერლის პოპულარობასთან ერთად, მრავალფეროვანმა პროდუქციამ განაპირობა, რაც მომხმარებლისთვის ყველა ტიპისა და ტონალობის კანისთვის, 50-მდე ფერის ტონალური ფუძის შეთავაზებას გულისხმობს.

2018 წელს, ბრენდის დაარსებიდან 1 წელიწადში, კომპანიის შემოსავალმა 550 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა და სხვა ცნობილი სახეების ბრენდების, მათ შორის კენდალ ჯენერის „Kylie Cosmetics“-ის და კიმ კარდაშიანის „KKW Beauty”-ის მნიშვნელოვან კონკურენტად იქცა. ბოლო მონაცემებით, პანდემიის მიუხედავად, გაყიდვები იზრდება და კომპანიის ღირებულება 2.8 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს.

Fenty Beauty-ის გარდა, თებერვალში, რიანას მიერ წარმოებული თეთრეულის ხაზი Savage x Fenty-ს ღირებულება 1 მილიარდ აშშ დოლარად შეფასდა. მომღერალმა Savage x Fenty  2018 წელს წარადგინა, ინვესტიცია კი იმ დროისთვის მხოლოდ 115 მილიონ აშშ დოლარს შეადგენდა. რიანას აქციების წილი თეთრეულის ბრენდის 30%-ს მოიცავს. მიუხედავად სილამაზის ინდუსტრიაში მიღწეული წარმატებისა, არ გაამართლა რიანას მოდის ხაზმა, რომელიც მომღერლისა და ფრანგული LVMH-ის კიდევ ერთი ერთობლივი პროექტი იყო. საკუთარი მოდის ხაზი რიანამ პირველად 2019 წელს გამოუშვა, უკანასკნელი ჩვენება კი გასული წლის ბოლოს შედგა.

მილიარდერი ამჟამად სრულად სილამაზის ინდუსტრიაზეა კონცენტრირებული, რაც მომღერლის გულშემატკივრებში ერთგვარ უკმაყოფილებას იწვევს. ბარბადოსელმა პოპვარსკვლავმა ბოლო ალბომი 2016 წელს გამოუშვა. მიუხედავად ამისა, რიანა სოციალურ ქსელებშიც დიდი პოპულარობით სარგებლობს. მომღერალს ინსტაგრამზე 103 მილიონი, ხოლო ტვიტერზე 102.5 მილიონი გამომწერი ყავს.

Previous Post

„კონცეპტ 360“ – თიბისის ახალი შეთავაზება

Next Post

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით მოსწავლეები და სტუდენტები ინტერაქტიულ წიგნებს შექმნიან

Davit Tsiramua

Web Director, Forbes Georgia

Next Post
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით მოსწავლეები და სტუდენტები ინტერაქტიულ წიგნებს შექმნიან

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით მოსწავლეები და სტუდენტები ინტერაქტიულ წიგნებს შექმნიან

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

March 17, 2026
საქართველოს 150 ყველაზე შემოსავლიანი კომპანია

საქართველოს 150 ყველაზე შემოსავლიანი კომპანია

April 12, 2024

Game of Thrones spending just as long making fewer episodes

November 1, 2025

With 150 million daily active users, Instagram Stories is launching ads

November 2, 2025
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

March 17, 2026
Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
თებერვალში ფულადი გზავნილები 26.9%-ით შემცირდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 13.4%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

November 17, 2025

Recent News

NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

HEADER TEXT

  • Button
  • Button
  • Button
  • Button

HEADER TEXT

  • Button
  • Button
  • Button
  • Button

HEADER TEXT

  • Button
  • Button
  • Button
  • Button

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result