Subscribe
  • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
  • Forbes Life
  • მოსაზრება
  • რუბრიკები
  • პროექტები
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • გამოცემები
  • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
  • Forbes Life
  • მოსაზრება
  • რუბრიკები
  • პროექტები
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • გამოცემები
Home ყველა სიახლე COVID-19

დიდი ბრიტანეთი კოვიდ-19-ის კვლევებისთვის 19.6 მილიონ ფუნტს გამოყოფს

by Davit Tsiramua
July 20, 2021
in COVID-19, მეცნიერება, მსოფლიო, ყველა სიახლე
0
დიდი ბრიტანეთი კოვიდ-19-ის კვლევებისთვის 19.6 მილიონ ფუნტს გამოყოფს
0
SHARES
0
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

ბრიტანელი სპეციალისტები კოვიდ-19-ის გამომწვევი მიზეზების, დიაგნოსტიკისა და მკურნალობისთვის ახალი კვლევებს  იწყებენ. სპეციალისტების განცხადებით, კვლევების მთავარი მიზანი კოვიდ-19-ით ინფიცირების შემდგომ, პაციენტების 10-20%-ში ქრონიკული სიმპტომების შენარჩუნების მიზეზის დადგენაა.

ჯანდაცვის კვლევის ეროვნული ინსტიტუტის მიერ 19.6 მილიონი ფუნტის ღირებულების 15 ახალი პროექტი განხორციელდება. სპეციალისტები შეისწავლიან სხვადასხვა ორგანოზე, მათ შორის ტვინზე, ფილტვებსა და კუნთებზე, კოვიდ-19-ით გამოწვეული სიმპტომების გრძელვადიან გავლენას.

სპეციალისტები აღნიშნულ კვლევებს განსაკუთრებული ინტერესით ეკიდებიან, რადგან სამომავლოდ პანდემიისაგან თავი უფრო მარტივად დავიცვათ. მნიშვნელოვანია, რომ კორონავირუსის ახალი სახეობების წარმოქმნასთან ერთად, სახელმწიფოების მიერ შეზღუდვები მსუბუქდება, რამაც შესაძლოა ინფექციის გავრცელების მატება გამოიწვიოს.

პროგრამის ყველაზე დიდი პროექტი დაახლოებით 4,500 ადამიანს და 6,8 მილიონი ფუნტის ინვესტიციას მოიცავს. აღნიშნულ პროექტს სათავეში ლონდონის უნივერსიტეტი უდგას. მეცნიერები სხვადასხვა ფარმაცევტული პროდუქტის კოვიდინფექციების სამკურნალოდ გამოყენებას იკვლევენ. პროექტი როგორც კოვიდის უშუალო სიმპტომების, ასევე ამ მიზეზით წარმოქმნილი ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების სამთვიან მკურნალობას გულისხმობს.  ამას გარდა, კვლევის მიზანია, სამსახურში დაბრუნების შემდგომ, მოსახლეობაზე კოვიდ-19-ის სიმპტომების გავლენა შეისწავლოს.

აღსანიშნავია, რომ ბრიტანეთში დაახლოებით 2 მილიონ ადამიანს ვირუსის სიმპტომები. კოვიდ-19-ით ინფიცირებიდან 12 კვირის შემდგომაც აღენიშნება. კვლევის ხელმძღვანელის თქმით, მსგავსი შემთხვევები გავლენას ახდენს როგორც პაციენტზე, ასევე ეკონომიკასა და ჯანდაცვის სექტორზე. მხოლოდ ბრიტანეთში, კოვიდპანდემიასთან საბრძოლველად დამატებით 80 ახალი კლინიკა დაარსდა, თუმცა შედეგებმა ცხადყო, რომ უფრო მეტის გაკეთებაა საჭირო პანდემიასთან ეფექტიანი გამკლავებისთვის.

ლონდონის უნივერსიტეტი ხელმძღვანელობს კიდევ ერთ პროექტს, რომელიც პროგრამის ფარგლებში კოვიდ-19-ის ტვინზე გავლენას იკვლევს. მთავარი სპეციალისტის, დენის ჩენის, განცხადებით, ტვინზე კოვიდის გავლენა პირდაპირ მოქმედებს სამსახურში დაბრუნების შემდგომ ადამიანების ცხოვრებაზე და მათ შრომისუნარიანობას მნიშვნელოვანწილად აქვეითებს.

ხოლო რაც შეეხება ოქსფორდის უნივერსიტეტს, მის მიერ წარმართული კვლევა კოვიდ-19-ის ფილტვებზე გავლენას სწავლობს. უნივერსიტეტის მიერ შემუშავებული მეთოდის შედეგად დადგინდა, რომ კოვიდგადატანილი პაციენტების ნაწილს სუნთქვის უკმარისობა აწუხებს. აღსანიშნავია, რომ აქამდე არც ერთ ჩატარებულ კვლევას მსგავსი შედეგი არ მოუცია.

გარდა ზემოთ აღნიშნული პროექტებისა, ინვესტიციის ფარგლებში დამატებით ორი კვლევაც ჩატარდება. აქედან ერთი  კოვიდგადატანილ პაციენტებში თვითგამომუშავებულ ანტისხეულებს აღმოაჩენს და გამოიკვლევს. ხოლო მეორე კვლევის მიზანი კოვიდის წინააღმდეგ ყველაზე გრძელვადიანი  და ეფექტიანი  ვაქცინის შექმნაა.

Previous Post

Google Chrome-ის 2 მილიარდი მომხმარებელი შესაძლოა კიბერსაფრთხის წინაშე აღმოჩნდეს

Next Post

ჩინურმა კომპანია Tencent-მა ბრიტანული ვიდეოთამაშების მწარმოებელი კომპანია შეიძინა

Davit Tsiramua

Web Director, Forbes Georgia

Next Post
ჩინურმა კომპანია Tencent-მა ბრიტანული ვიდეოთამაშების მწარმოებელი კომპანია შეიძინა

ჩინურმა კომპანია Tencent-მა ბრიტანული ვიდეოთამაშების მწარმოებელი კომპანია შეიძინა

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

March 17, 2026
საქართველოს 150 ყველაზე შემოსავლიანი კომპანია

საქართველოს 150 ყველაზე შემოსავლიანი კომპანია

April 12, 2024

Game of Thrones spending just as long making fewer episodes

November 1, 2025

With 150 million daily active users, Instagram Stories is launching ads

November 2, 2025
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

March 17, 2026
Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
თებერვალში ფულადი გზავნილები 26.9%-ით შემცირდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 13.4%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

November 17, 2025

Recent News

NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

HEADER TEXT

  • Button
  • Button
  • Button
  • Button

HEADER TEXT

  • Button
  • Button
  • Button
  • Button

HEADER TEXT

  • Button
  • Button
  • Button
  • Button

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result