Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი

უნდა გახდეს თუ არა ვაქცინაცია სავალდებულო? – ფაქტები და მოსაზრებები

by თინათინ ინაური
July 15, 2021
in COVID-19, ქართულად
0
უნდა გახდეს თუ არა ვაქცინაცია სავალდებულო? – ფაქტები და მოსაზრებები
0
SHARES
0
VIEWS

იმისათვის, რომ საქართველოში საზოგადოებრივი იმუნიტეტი გამომუშავდეს, კორონავირუსის წინააღმდეგ მიმდინარე წლის ბოლოს ზრდასრული  მოსახლეობის 60% უნდა იყოს აცრილი. ამის შესახებ განცხადებები მთავრობისა და ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებისგან უკვე თვეებია, გვესმის. 2021 წლის ნახევარზე მეტი უკვე მიილია, ვაქცინაცია საქართველოში 15 მარტს დაიწყო, თუმცა ამ დროისთვის მხოლოდ 324 802 ადამიანია აცრილი, მათგან ორჯერადად ანუ სრულად აცრილია 123 848 ადამიანი.

მოსახლეობაში ვაქცინაციის სურვილი კვლავ არასაკმარისია, რის მიზეზადაც ჯანდაცვის სპეციალისტები არაეფექტიან და არასათანადო კამპანიასაც ასახელებენ, რაც, წესით და რიგით, სახელმწიფოს უნდა ეწარმოებინა. შესაბამისად, უკვე აქტიურად ისმის მოსაზრებები იმის შესახებ, რომ ვაქცინაცია რაღაც დონეზე მაინც გახდეს სავალდებულო.

ჯანდაცვის სპეციალისტის, ვატო სურგულაძის განმარტებით, შესაძლოა მთავრობას გარკვეული შეზღუდვების დაწესება მოუწიოს აუცრელი ადამიანებისთვის, რომ მათ ვაქცინაციაზე რეგისტრაციისკენ უბიძგოს.

“როცა აუცრელი ადამიანებისთვის შეზღუდვების დაწესებაზე საუბრობენ, ამის მომხრე არ ვარ, რომ, მაგალითად, აცრილები შევუშვათ სტადიონზე, ბარში ან რესტორანში, ხოლო აუცრელები – არა. მაგრამ არ გამოვრიცხავ, რომ დავდგეთ იმის წინაშე, რომ მოგვიწიოს თქმა, არ ხარ აცრილი? რაღაცას ვერ გააკეთებ“, – აღნიშნა ვატო სურგულაძემ.

ვაქცინაციის სავალდებულოობის მნიშვნელობაზე საერთაშორისო ფონდ “კურაციოს” პრეზიდენტმა გიორგი გოცაძემ კი რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ დასაქმებულებს ან კვირაში ერთხელ ტესტირების ჩატარების ვალდებულება უნდა ჰქონდეთ, ან უნდა აიცრან.

შესაძლოა, ყველა მოქალაქისთვის  არა, მაგრამ კიდევ ერთი ჯანდაცვის სპეციალისტი ანი ქავთარაძე მიიჩნევს, რომ ექიმების ვაქცინაცია სავალდებულო უნდა გახდეს. როგორც მან bm.ge-ს უთხრა, სამწუხაროა, მაგრამ მედიკოსებში აქტივობა ძალიან დაბალია.

„ვფიქრობ, რისკ-ფაქტორებიდან გამომდინარე, პირველ რიგში მედპერსონალისთვის უნდა გახდეს ვაქცინაცია სავალდებულო… უნდა აჩვენონ მედიკოსებმა მაგალითი მოქალაქეებს და შემდეგ უნდა დადგეს სხვა საკითხები“, – ამბობს ქავთარაძე, თუმცა დასძენს, რომ ჯერ მათ უნდა მივაწოდოთ ინფორმაცია, ხოლო შემდეგ უნდა ჩავრთოთ „იძულებითი“ მეთოდები იმისთვის, რომ ადამიანები მივიდნენ ვაქცინაციამდე.

„ქვეყნებმა, რომლებმაც ვაქცინაცია სავალდებულო გახადეს, ჩაატარეს ძალიან დიდი საინფორმაციო კამპანია და ჩვენ გვინდა, რომ ადამიანები ადგნენ და თავიანთი ინიციატივით აიცრან? იმ ადამიანების დარწმუნება, ვინც ახლა იცრება, იმის დამსახურებაა, რომ დამოუკიდებლად ვცადეთ, ეს კამპანია სახელმწიფოს ნაცვლად გვეტვირთა“, – აღნიშნავს ანი ქავთარაძე.

ხოლო როგორც იურისტი რაულ აგიკიანი ამბობს, როგორც ვაქცინირების, ისე ნებისმიერი სხვა სამედიცინო მანიპულაციის შემთხვევაში აუცილებელია პაციენტის შესაბამისად, აგიკიანის განმარტებით, თუ ქვეყანაში რაიმე სახით ვაქცინებთან მიმართებით ვალდებულების მექანიზმის ამოქმედების გადაწყვეტილება იქნება მიღებული, ერთადერთი გზა, იურისტის შეფასებით, კონკრეტული ბენეფიტების შეთავაზებაა, რაც ადამიანებს ვაქცინების გაკეთების მოტივაციას მისცემს.

“საქართველოს ჯანდაცვის შესახებ კანონი და პაციენტის უფლებების შესახებ კანონი მოითხოვს ინფორმირებული ადამიანის თანხმობას ანუ ქმედობაუნარიანმა ადამიანმა უნდა განაცხადოს ნებისმიერ სამედიცინო მანიპულაციაზე თანხმობა. სხვა შემთხვევაში მას ვაქცინას ვერ გაუკეთებენ. იმ შემთხვევაში, თუ რაიმე იძულების მექანიზმი იქნება შემოტანილი, გვაქვს ორი ვარიანტი. პირველი – რაიმე სახის დემოტივატორები გავუჩინოთ მოქალაქეებს, რომ ისინი უფრო მიეტანონ ვაქცინას საკუთარი ნებით და მეორე ვარიანტი არის ის, რომ დავუწესოთ საგადასახადო შეღავათები ან, მაგალითად, საზღვრის კვეთის კუთხით რაიმე სახის შეღავათი”,-აცხადებს იურისტი რაულ აგიკიანი.

სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ აცრა არის ნებაყოფლობითი და არ განიხილება მისი ვალდებულებად  ქცევა. თუმცა, მეორე მხრივ, დამსაქმებლებს მოუწოდებენ, რამენაირად გაზარდონ აცრილი თანამშრომლების რიცხვი.

„ყველა დაწესებულების ხელმძღვანელმა უნდა გაითავისოს, მიკროგეგმა შეიმუშაოს და დასაქმებულების აცრას შეუწყოს ხელი. ეს ჩვენი სამოქალაქო პასუხისმგებლობაა“, – განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ რამდენიმე დღის წინ.

ამის ფონზე საინტერესოა მსოფლიოს სხვა ქვეყნების მონაცემებიც. არიან ქვეყნები, რომლებმაც კოვიდვაქცინაცია უკვე გახადეს სავალდებულო ცალკეული ჯგუფებისთვის და ცალკეული მიდგომებით. ანალიტიკური პლატფორმა Statista წერს, რომ ჯამში ვაქცინაცია 13 ქვეყანაშია სავალდებულო, მათ შორის საფრანგეთში, რომელიც ჩამონათვალს 12 ივლისს დაემატა ქვეყნის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის გადაწყვეტილებით. მაკრონის ინიციატივით ვაქცინაცია სავალდებულო ჯანდაცვის მუშაკებისთვის გახდა.

Statista-ს ინფორმაციით, ვაქცინაცია სავალდებულოა ზოგიერთი კატეგორიის მომსახურე პერსონალისთვის დიდ ბრიტანეთში, იტალიაში, საბერძნეთში, ასევე ტაჯიკეთში, თურქმენეთსა და ვატიკანში. ანალიტიკური პლატფორმა ასევე წერს, რომ ვაქცინაცია ძირითადად სავალდებულოა ჯანდაცვის სექტორის წარმომადგენლებისთვის, ასევე იმ პირებისთვის, ვისაც პროფესიის გამო ბევრ ხალხთან უწევს ურთიერთობა.

აღსანიშნავია, რომ ვაქცინაცია ასევე სავალდებულოა აშშ-ში ზოგიერთი პროფესიის ადამიანისთვის, ხოლო ახლახან სან-ფრანცისკოში გამოცხადდა, რომ ყველა დასაქმებული ადამიანი ანუ 35,000-მდე საჯარო სექტორში დასაქმებული აუცილებლად უნდა აიცრას კორონავირუსზე.

ვაქცინაცია სავალდებულო გახდა რუსეთშიც, განსაკუთრებით კი ისეთ დიდ ქალაქებში, როგორიც მოსკოვი და სანქტ-პეტერბურგია.

Previous Post

სამსახურის მაძიებლების მიერ დაშვებული სამი ყველაზე ხშირი შეცდომა

Next Post

საქართველოს ბანკმა  Euromoney-სგან  საქართველოში 2021 წლის საუკეთესო ბანკის კატეგორიაში სრულყოფილების ჯილდო მიიღო

თინათინ ინაური

Next Post
საქართველოს ბანკმა  Euromoney-სგან  საქართველოში 2021 წლის საუკეთესო ბანკის კატეგორიაში სრულყოფილების ჯილდო მიიღო

საქართველოს ბანკმა  Euromoney-სგან  საქართველოში 2021 წლის საუკეთესო ბანკის კატეგორიაში სრულყოფილების ჯილდო მიიღო

Stay Connected test

  • 24k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
Global Finance-მა თიბისი საქართველოში ვალუტის გაცვლითი სერვისების საუკეთესო მიმწოდებლად დაასახელა

Global Finance-მა თიბისი საქართველოში ვალუტის გაცვლითი სერვისების საუკეთესო მიმწოდებლად დაასახელა

April 29, 2026
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0

Candy Spinz: Schnelles Drehen, Große Nervenkitzel – Das ultimative Kurz‑Session‑Slot‑Erlebnis

June 15, 2026

MadNix Casino: Quick Play, Big Wins – A Short‑Session Experience

June 15, 2026

Последние изменения в работе ссылки на Кракен: что важно знать

June 14, 2026

Gransino Casino : Rapid‑Fire Slots & Lightning Roulette pour des Gains Rapides

June 14, 2026

Recent News

Candy Spinz: Schnelles Drehen, Große Nervenkitzel – Das ultimative Kurz‑Session‑Slot‑Erlebnis

June 15, 2026

MadNix Casino: Quick Play, Big Wins – A Short‑Session Experience

June 15, 2026

Последние изменения в работе ссылки на Кракен: что важно знать

June 14, 2026

Gransino Casino : Rapid‑Fire Slots & Lightning Roulette pour des Gains Rapides

June 14, 2026
NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result