Subscribe
  • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
  • Forbes Life
  • მოსაზრება
  • რუბრიკები
  • პროექტები
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • გამოცემები
  • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
  • Forbes Life
  • მოსაზრება
  • რუბრიკები
  • პროექტები
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • გამოცემები
Home ყველა სიახლე მსოფლიო

სამსახურის მაძიებლების მიერ დაშვებული სამი ყველაზე ხშირი შეცდომა

by თინათინ ინაური
July 15, 2021
in მსოფლიო, რჩევები, საქართველო, ქართულად
0
სამსახურის მაძიებლების მიერ დაშვებული სამი ყველაზე ხშირი შეცდომა
0
SHARES
0
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

ახალი სამსახურის ძიებისა და მით უმეტეს გასაუბრების პროცესი თითოეული ადამიანისთვის დიდ სტრესთან ასოცირდება. მიუხედავად იმისა, რომ გასაუბრება სწორედ კანდიდატის მიერ მართული პროცესია, ისინი თავს უმეტესწილად მაინც დაქვემდებარებულ პირად მიიჩნევენ.

სწორედ ამიტომ, ტრადიციულად, გასაუბრების დროს დომინანტურ პოზიციას დამსაქმებელი იკავებს, რასაც მისი პოზიციის სპეციფიკა და ე.წ. გამოკითხვის ტაქტიკა განაპირობებს. დამსაქმებლებმა იციან, რომ ვაკანსიების სიმცირიდან გამომდინარე ისინი ფლობენ ძალაუფლებას სამუშაო პერსონალის შერჩევის სრულ პროცესზე.

მიუხედავად ამისა, პანდემიის პერიოდში სიტუაცია რადიკალურად შეიცვალა. უმუშევრობის დონემ ძალიან მაღალ ნიშნულს მიაღწია, რამაც, თავის მხრივ, ბოლო 20 წლის განმავლობაში ყველაზე კონკურენტული გარემო შექმნა ბაზარზე. კომპანიების ინტერესებში კი პანდემიის დასრულების შემდგომ კომპეტენტური თანამშრომლების მოძიება შედის, რაც ძალიან ზრდის კონკურენციას სხვადასხვა კომპანიას შორის, სამსახურის მაძიებლებს კი უფრო მეტ ძალაუფლებას ანიჭებს.

ფაქტია, რომ ამჯერად უკვე კანდიდატები ახდენენ კომპანიების კლასიფიცირებას მორგებული სამუშაო განრიგის, დისტანციურად მუშაობის, კომპანიის კულტურის, პროფესიული ზრდისა და ბენეფიტების მიხედვით. თუმცა ეს არ გამორიცხავს სამსახურის მაძიებლების მხრიდან სასურველი კომპანიის შერჩევის პროცესში ბევრი შეცდომის დაშვებას, რაც საბოლოოდ მათ კარიერასა თუ მენტალურ ჯანმრთელობაზე უარყოფითად მოქმედებს.

ტოქსიკური სამუშაო გარემოსა და კომპანიის ამოცნობა მაინც საკმაოდ რთულია. თუმცა  მთავარ პრობლემას წარმოადგენს ის, რომ სამსახურის მაძიებელთა დიდი ნაწილი გასაუბრების პროცესშივე წარმოჩენილ ე.წ. “წითელ დროშებს” ყურადღებას არ აქცევს და უფრო მეტიც, თვლის, რომ დასაქმების შემდგომ სამუშაო გარემო ისეთი ტოქსიკური აღარ იქნება, როგორიც ინტერვიუს პროცესში, შესაბამისად, სტრესულ გარემოში მოეჩვენათ.

აღსანიშნავია, რომ Corporate Responsibility Magazine-ის გამოკითხვამ აჩვენა, რომ სამსახურის მაძიებლების 69% თუ პოზიციის დაკავებამდე შეიტყობდა კომპანიის ცუდი რეპუტაციის შესახებ, იმ შემთხვევაშიც კი, თუ სხვა სამუშაო არ ექნებოდათ, უარს იტყოდნენ შემოთავაზებაზე.

უფრო მეტად რომ გაუადვილდეს სამსახურის მაძიებელს პოტენციური ტოქსიკური კომპანიის ამოცნობა, მის რამდენიმე ძირითად ნიშანს წარმოგიდგენთ:

  1. თვითონ ინტერვიუერის სხეულის ენა მოწმობს იმას, რომ ის თქვენ ყურადღებას არ გაქცევთ და დაინტერესებული არაა;
  2. ისინი ძირითადად თავს არიდებენ კითვებზე პასუხის გაცემას და ერთი და იმავე საკითხის გარშემო ტრიალებენ;
  3. კომპანიის კულტურის აღწერისას თქვენ მოხიბვლას ცდილობენ, თუმცა ამჩნევთ, რომ მის უპირატესობებს გადაჭარბებულად აფასებენ;
  4. გასაუბრების პროცესში საკუთარ თავს ან ერთმანეთს ეწინააღმდეგებიან;
  5. მათი თანამშრომლების მინუსებზე გესაუბრებიან;
  6. არ გააჩნიათ კარიერულად წარმატებული წარსული ან სამომავლო გეგმები;
  7. კონკრეტულად ვერ გიხსნიან, თუ რა შევა თქვენს მოვალეობაში დასაქმების შემდგომ;
  8. ინტერვიუს პროცესი არაორგანიზებული და ქაოსურია – მარტივად აღსაქმელია, რომ ინტერვიუერები შეთანხმებულად არ მოქმედებენ;
  9. არა აქვთ ტრენინგკურსები, რაც თქვენი კარიერული წინსვლისთვის უმნიშვნელოვანესია;
  10. აგვიანებენ გასაუბრებაზე გამოცხადებას, ან ბოლო წამს ცვლიან თარიღს.

სამსახურის მაძიებლების მიერ კიდევ ერთი ხშირად დაშვებული შეცდომაა კომპანიაზე არასრული ინფორმაციის მიღება. იმისათვის, რომ სრულად გაიგოთ იმ კომპანიის ბენეფიტების, უპირატესობების და, რა თქმა უნდა, ნაკლის შესახებ, რომელშიც დასაქმებას გეგმავთ, რამდენიმე მარტივი გზა არსებობს:

  • ესტუმროთ კომპანიის LInkedIn გვერდს და მიიღოთ ინფორმაცია უკვე დასაქმებულ პირთა შესახებ.
  • ინფორმაცია მოიძიოთ მისი როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი შეფასების შესახებ ისეთ გვერდებზე, როგორიცაა: Glassdoor-ი, Indeed-ი, InHerSight-ი, Kununu და სხვა.
  • კომპანიაში მაღალ პოზიციაზე მყოფი პირების შესახებ მოიძიოთ სრული ინფორმაცია LinkedIn-ზე.
  • შეისწავლოთ კომპანის მთავარი ღირებულებები, მისია და ხედვა და დააზუსტოთ, ისინი თქვენსას ხომ არ ეწინააღმდეგება.
  • სოციალური მედიის შემოწმებით მიიღოთ ინფორმაცია იმაზე, თუ რა სახით ამყარებენ სხვებთან ურთიერთობას და ვინ არიან მათი ძირითადი გამომხმაურებლები სოციალურ ქსელში ატვირთულ პოსტებზე.

იმ შემთვევაში კი, თუ საქმე ახლად შექმნილ კომპანიასთან, ე.წ. startup-თან გაქვს, ნახოთ ინფორმაცია დამაარსებელსა და მის მფლობელობაში არსებული სხვა ორგანიზაციების შესახებ.

სამსახურის მაძიებლების კიდევ ერთი საკმაოდ გავცელებული შეცდომა გასაუბრების პროცესის არასწორად აღქმაა. ბევრი ვერ იაზრებს, რომ გასაუბრება ორმხრივი პროცესია და დამსაქმებლის მსგავსად მათაც შეუძლიათ მათთვის მნიშვნელოვანი კითხვების დასმა. იმისთვის, რომ უფრო მეტად დარწმუნდეთ თქვენს გადაწყვეტილებაში, უფრო მეტ ინფორმაციას უნდა ფლობდეთ, რაშიც პოტენციური დამსაქმებლისგან შემდეგ კითხვებზე პასუხის მიღება დაგეხმარებათ:

  1. გამოიკითხოთ ინფორმაცია იმ პირის შესახებ, რომელიც თქვენამდე იკავებდა ამ პოზიციას და დააზუსტოთ, თუ რა პერიოდის განმავლობაში იყო ის ამ თანამდებობაზე;
  2. აღნიშნოთ, რომ სოციალურ მედიაში შეფასებების ნახვისას, რამდენიმე კომენტარს წააწყდით ტოქსიკური გარემოს არსებობაზე და ჰკითხოთ, თუ როგორ აპირებენ ამის გამოსწორებას;
  3. დააზუსტოთ feedack-ის მიღების წესები და თუ ითვალისწინებენ მათ თავიანთი სამუშაო გარემოს გაუმჯობესებისთვის.

დაუფიქრებელი და სწრაფი გადაწყვეტილებისგან თავის შეკავება ახალი სამსახურის დაწყების პროცესში ყველაზე მნიშვნელოვანია. შესაბამისად, გასაუბრების შემდგომ მიღებული ინფორმაციის გაანალიზებისთვის მცირე დრო გამოიყენეთ, რადგან თქვენმა მომავალმა ნაბიჯმა შესაძლოა თქვენი კარიერა მნიშვნელოვნად განსაზღვროს.

Previous Post

იყენებენ თუ არა ტანსაცმლის პოპულარული ბრენდები დასაქმებულების იძულებით შრომას?

Next Post

უნდა გახდეს თუ არა ვაქცინაცია სავალდებულო? – ფაქტები და მოსაზრებები

თინათინ ინაური

Next Post
უნდა გახდეს თუ არა ვაქცინაცია სავალდებულო? – ფაქტები და მოსაზრებები

უნდა გახდეს თუ არა ვაქცინაცია სავალდებულო? - ფაქტები და მოსაზრებები

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

March 17, 2026
საქართველოს 150 ყველაზე შემოსავლიანი კომპანია

საქართველოს 150 ყველაზე შემოსავლიანი კომპანია

April 12, 2024

Game of Thrones spending just as long making fewer episodes

November 1, 2025

With 150 million daily active users, Instagram Stories is launching ads

November 2, 2025
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

March 17, 2026
Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
თებერვალში ფულადი გზავნილები 26.9%-ით შემცირდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 13.4%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

November 17, 2025

Recent News

NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

HEADER TEXT

  • Button
  • Button
  • Button
  • Button

HEADER TEXT

  • Button
  • Button
  • Button
  • Button

HEADER TEXT

  • Button
  • Button
  • Button
  • Button

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result