Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი

იღდირ-ნახჭევანის გაზსადენის მშენებლობა იწყება

by Davit Tsiramua
July 14, 2021
in ეკონომიკა, რეგიონი, ყველა სიახლე
0
იღდირ-ნახჭევანის გაზსადენის მშენებლობა იწყება
0
SHARES
0
VIEWS

აღმოსავლეთ თურქეთსა და აზერბაიჯანის ექსკლავ ნახჭევანს შორის იღდირ–ნახჭევანის (Igdir-Nakhchivan) გაზსადენის მშენებლობისათვის მოსამზადებელი სამუშაოები დასრულდა. ამის შესახებ თურქეთის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა, ფათიჰ დომნეზმა განაცხადა.

„აზერბაიჯანის მხრიდან გარკვეული ტექნიკური ხასიათის დეტალების დაზუსტებას ველოდებით, რის შემდეგაც უშუალოდ მილსადენის მშენებლობას დავიწყებთ. ჩვენ უკვე დავასრულეთ მოსამზადებელი სამუშაოები მილსადენის მარშრუტისა და დიზაინის მიმართულებით“,- განაცხადა მინისტრმა.

აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მიმდინარე საომარი მოქმედებების შემდეგ, იღდირ–ნახჭევანის  ბუნებრივი აირის მილსადენის მშენებლობა ერთ–ერთი მთავარი პროექტია, რომლის განხორციელებაც უახლოეს მომავალში იგეგმება. პროექტი აზერბაიჯანის, რუსეთისა და სომხეთის ლიდერების მიერ 10 ნოემბერს სამმხრივი სამშვიდობო შეთანხმების მიღწევის შემდეგ დაიწყო, რომლის მიხედვითაც, რეგიონში ყველა ეკონომიკური და სატრანსპორტო კომუნიკაცია განიბლოკება. დოკუმენტი ასევე ახალი სატრანსპორტო კომუნიკაციების აქტიურ მშენებლობას უზრუნველყოფს, რაც ნახჭევანის ავტონომიურ რესპუბლიკას აზერბაიჯანის დასავლეთ რეგიონებთან დააკავშირებს.

მილსადენი თურქეთის აღმოსავლეთ იღდირის რეგიონიდან ნახჭევანისაკენ აზერბაიჯანის ახლად განთავისუფლებული ტერიტორიების გავლით მიემართება, რაც, თავის მხრივ, ექსკლავის ენერგეტიკულ უსაფრთხოებას უზრუნველყოფს.

15 დეკემბერს ანკარაში აზერბაიჯანის ენერგეტიკის მინისტრმა ფარვიზ  შაჰბაზოვმა (Parviz Shahbazov) და მისმა თურქმა კოლეგამ ფათიჰ დონმეზმა (Fatih Donmez) ურთიერთშეთანხმების მემორანდუმს მოაწერეს ხელი. სწორედ ეს მემორანდუმი ითვალისწინებს იღდირ–ნახჭევანისბუნებრივი აირის მილსადენის მშენებლობას.

მილსადენის მთლიანი სიგრძე 160 კმ იქნება, გამტარუნარიანობა კი წელიწადში 500 მილიონ კუბურ მეტრს მიაღწევს, რაც შესაძლებელს გახდის ნახჭევანისთვის ყოველდღიურად 1,5 მილიონი კუბური მეტრი გაზის მიწოდებას. ამასთან, მილსადენის თურქული მონაკვეთი 85 კმ სიგრძის იქნება.

აღსანიშნავია, რომ  პროექტს  თურქული კომპანია BOTAS–ი და აზერბაიჯანული SOCAR–ი განახორციელებენ.

Previous Post

რა შედეგები აქვს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს?

Next Post

Coca-Cola ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სასმლის რეცეპტს ცვლის

Davit Tsiramua

Web Director, Forbes Georgia

Next Post
Coca-Cola ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სასმლის რეცეპტს ცვლის

Coca-Cola ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სასმლის რეცეპტს ცვლის

Stay Connected test

  • 24k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
Global Finance-მა თიბისი საქართველოში ვალუტის გაცვლითი სერვისების საუკეთესო მიმწოდებლად დაასახელა

Global Finance-მა თიბისი საქართველოში ვალუტის გაცვლითი სერვისების საუკეთესო მიმწოდებლად დაასახელა

April 29, 2026
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0

Casinia: Slot Quick‑Hit e Vincite Rapide per Sessioni Brevi

June 11, 2026

Bet On Red: Błyskawiczna akcja w kasynie dla nowoczesnego gracza

June 11, 2026

Chicken Road : Jeu de crash rapide pour des gains immédiats

June 11, 2026

Gransino Casino – Snel‑Pace Slots en Live Actie voor Snelle Winsten

June 10, 2026

Recent News

NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result