Subscribe
  • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
  • Forbes Life
  • მოსაზრება
  • რუბრიკები
  • პროექტები
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • გამოცემები
  • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
  • Forbes Life
  • მოსაზრება
  • რუბრიკები
  • პროექტები
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • გამოცემები
Home ყველა სიახლე ბიზნესი

აშშ–ის ეკონომიკური ბუმის ფონზე JPMorgan–ის მოგება 155%–ით გაიზარდა

by თინათინ ინაური
July 14, 2021
in ბიზნესი, მსოფლიო, ფინანსები, ქართულად
0
აშშ–ის ეკონომიკური ბუმის ფონზე JPMorgan–ის მოგება 155%–ით გაიზარდა
0
SHARES
0
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

აშშ–ის ეკონომიკა თანდათან თავს აღწევს პანდემიით გამოწვეულ მძიმე შედეგებს, ამის ფონზე JPMorgan Chase-ი სიმდიდრეს იხვეჭს.

13 ივლისს ამერიკის უდიდესმა ბანკმა განაცხადა, რომ მიმდინარე წლის მეორე კვარტალში $11.9 მილიარდის მოგება ნახა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 155%–ით აღემატება.

JPMorgan–ის ზრდა, გარკვეული თვალსაზრისით, მათი მხრიდან $3 მილიარდი სარეზერვო ფონდის გამოყენებამ განაპირობა. ეს ნაბიჯი კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ ამერიკის უდიდესი ბანკი ეკონომიკის აღდგენის ტემპების მიმართ დადებითი მოლოდინით არის განმსჭვალული.

JPMorgan–ის აღმასრულებელი დირექტორის  ჯეიმი დაიმონის  განცხადებით, სამომხმარებლო და კორპორაციული ბალანსები, ეკონომიკური პერსპექტივები გაუმჯობესების კვალდაკვალ,  განსაკუთრებით გაძლიერდა.   ამასთან, მან ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ მკვეთრად შემცირდა პრობლემური სესხების მოცულობა, რაც ისევ და ისევ ეკონომიკის გაჯანსაღების მანიშნებელია.

JPMorgan– ის ფინანსურმა ოფიცერმა  ჯერემი ბარნუმმა  განაცხადა:_,,ჩვენ გვამხნევებს პანდემიის დასამარცხებლად გადადგმული ნაბიჯები და მიმდინარე ეკონომიკური რეაბილიტაციის ტემპები, განსაკუთრებით – შეერთებულ შტატებში“.  მან ასევე ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ კვლავაც რჩება გარკვეული კითხვები და ეჭვები, რაც, თავის მხრივ, ვირუსის მუტაციით არის განპირობებული. კიდევ ერთი საყურადღებო ფაქტორი ინფლაციის ზრდაა.

ინფლაცია ნაწილობრივ სამომხმარებლო მოთხოვნის ზრდითაც არის გამოწვეული, მომხმარებლები პანდემიის შემდეგ ,,აგრესიულად“ ხარჯავენ. JPMorgan–ის განცხადებით, სადებეტო და საკრედიტო ბარათების ხარჯი მიმდინარე წლის მეორე კვარტალში წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 45%–ით გაიზარდა, ხოლო ხარჯების მოცულობამ 2019 წლის დონეს 22%–ით გადააჭარბა. ზრდა შეიმჩნევა ყველა სექტორში, მათ შორის მოგზაურობისა და გართობის სექტორში, სადაც ხარჯვითი ნაწილი 2019 წლის დონეს 13%–ით აღემატება.

ამასთან საინტერესოა, რომ წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 25%–ით გაიზარდა სამომხმარებლო ანაბრების მოცულობა, ხოლო საინვესტიციო აქტივებმა 36%–ით გადააჭარბა წინა წლის მონაცემებს.

აღსანიშნავია, რომ გლობალური საინვესტიციო საბანკო შემოსავლები 37%–ითაა გაზრდილი და $1.2 მილიარდს აღწევს. კაპიტალის ბაზრები კი ახლა იწყებს გამოცოცხლებას.

Previous Post

Berkshire Hathaway ანტიმონოპოლიური კანონის გამო მილსადენის შეძენას აღარ აპირებს

Next Post

„გალტ ენდ თაგარტმა“ „საქართველოს სალიზინგო კომპანიის“ 12 მილიონი აშშ დოლარის და 3 მილიონი ევროს 2 წლიანი ობლიგაციები წარმატებით განათავსა

თინათინ ინაური

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

March 17, 2026
საქართველოს 150 ყველაზე შემოსავლიანი კომპანია

საქართველოს 150 ყველაზე შემოსავლიანი კომპანია

April 12, 2024

Game of Thrones spending just as long making fewer episodes

November 1, 2025

With 150 million daily active users, Instagram Stories is launching ads

November 2, 2025
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

March 17, 2026
Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
თებერვალში ფულადი გზავნილები 26.9%-ით შემცირდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 13.4%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

November 17, 2025

Recent News

NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

HEADER TEXT

  • Button
  • Button
  • Button
  • Button

HEADER TEXT

  • Button
  • Button
  • Button
  • Button

HEADER TEXT

  • Button
  • Button
  • Button
  • Button

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result