Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი

კვლევების თანახმად, ჰიბრიდული სამუშაო გარემო შეიძლება უფრო პროდუქტიული გახდეს

by თინათინ ინაური
ივლისი 13, 2021
in COVID-19, მსოფლიო, ქართულად
0
კვლევების თანახმად, ჰიბრიდული სამუშაო გარემო შეიძლება უფრო პროდუქტიული გახდეს
0
SHARES
0
VIEWS

პანდემიის დასრულების შემდგომ, აქამდე არსებული სამუშაო გარემო შესაძლოა სრულად შეიცვალოს. ახალი კვლევები გვიჩვენებს, თუ რამდენად პროდუქტიული შეიძლება იყოს დასაქმებულთათვის ჰიბრიდული ტიპის რეჟიმზე გადასვლა.

მას შემდგომ, რაც კოვიდპანდემია დასრულდება, ამერიკის შეერთებული შტატების სამუშაო ძალის 20% შესაძლოა დისტანციურად მომუშავე პერსონალმა დაიკავოს. აღსანიშნავია, რომ პანდემიამდე ეს მაჩვენებელი 5%-ს შეადგენდა. კვლევების თანახმად, პრეპანდემიური დონეების შესაბამისად, გაიზრდება პროდუქტიულობა და შემცირდება ქალაქის ცენტრებში გადაადგილებისთვის გაწეული  ხარჯიც და დროც.

კვლევის შედეგები ეყრდნობა მსხვილი დამსაქმებლების ინტერვიუებსა და 2020 წლის მაისიდან 2021 წლის მარტამდე ჩატარებული ყოველთვიური კვლევების მონაცემებს. გამოკითხულთა შორის იყო 20-64 წლის ასაკის მომუშავე პერსონალი, რომელთა შემოსავალი, 2019 წლის მონაცემებით, ყველაზე მცირე, 20,000 აშშ დოლარს უდრიდა. რესპონდენტების თქმით, სახლიდან მუშაობის გამოცდილება იმაზე ბევრად კარგი და პროდუქტიული აღმოჩნდა, ვიდრე ისინი ელოდნენ.

აღსანიშნავია, რომ დასაქმებულების მიერ საშუალოდ 15 საათისა და 560 აშშ დოლარის ინვესტიცია იყო საკმარისი იმისთვის, რომ სახლში სამუშაო გარემო განვითარებულიყო, ეს კი ყოველწლიური მთლიანი შიდა პროდუქტის 0,7%-ს შეადგენს. ამას ემატება დამსაქმებლების მიერ გაღებული ინვესტიციები ე.წ. გამოთვლითი ღრუბლისა (cloud computing) და სხვა სახის ტექნოლოგიებისთვის, რაც დისტანციურად სამუშაო გარემოს შექმნისთვის იყო განკუთვნილი. ტექნოლოგიური ინოვაციების პატენტების ოდენობა, რომლებიც სახლიდან მუშაობისთვის შესაფერისი გარემოს შექმნისთვის იყო გათვალისწინებული,  2020 წლის იანვრიდან სექტემბრამდე გაორმაგდა.

რაც შეეხება ინოვაციურ მარეგულირებელ პოლიტიკას, როგორიცაა თუნდაც ჯანდაცვის პერსონალის დისტანციურად მუშაობა, ის რადიკალურად შეცვლის პოსტკოვიდურ სამუშაო გარემოს. ინოვაციური მარეგულირებელი პოლიტიკა კი, როგორიცაა თუნდაც ჯანდაცვის სექტორში დასაქმებული პირების დისტანციური მუშაობა, სრულად შეცვლის პანდემიის შემდგომ სამუშაო გარემოს სტრუქტურას.

მნიშვნელოვანია, რომ რესპონდენტთა თქმით, პოსტპანდემიურ პერიოდში მსგავსი ტიპის ჰიბრიდული სამუშაო მოდელი დადებითად იმოქმედებს ეკონომიკურ ზრდაზე და, მათივე გამოთვლებით, ეკონომიკურმა ზრდამ 4.6% უნდა შეადგინოს, რაც დიდწილად სამუშაო ძალის ყოველდღიური გადაადგილებისას დახარჯული დროის შემცირებაზე მოდის. უახლოეს კვლევებზე დაყრდნობით, რესპონდენტთა დაახლოებით 30% აპირებს, რომ პრეპანდემიურ აქტივობებს დაუბრუნდეს. მათ აშინებთ ისეთი ფაქტორები, როგორიცაა ხალხმრავალი სატრანსპორტო საშუალებები და ლიფტები, სასადილოები.

თუმცა მანამ, სანამ სამუშაო პერსონალი აბსოლუტურად ყველა დემოგრაფიული ჯგუფიდან გამოთქვამს მოლოდინს, რომ პოსტპანდემიურ პერიოდშიც გააგრძელებენ სახლიდან მუშაობას, უნდა აღინიშნოს, რომ მსგავსი ტიპის მოლოდინი უმეტეს  შემთხვევაში ისეთ კატეგორიებში მართლდება, რომელთაც განათლების მაღალი დონე ან შედარებით მაღალი შემოსავალი გამოარჩევთ. დისტანციურად მომუშავე ადამიანების მხოლოდ 10% არის  უდიპლომო, 50%-ს კი უმაღლესი განათლება აქვს. ხოლო იმ ადამიანების რიცხვი, რომელთა შემოსავალიც ყოველწლიურად 150.000 აშშ დოლარს აღემატება და ამასთან ერთად ჰიბრიდულ სამუშაო რეჟიმზეა, ორჯერ მეტია, ვიდრე 20-50 ათას აშშ დოლარამდე გამომმუშავებელთა შემთხვევაში.

მნიშვნელოვანია, რომ, კვლევის მიხედვით, მთლიანი სამუშაო დღის 20% სახლიდან განხორციელდება. შესაბამისად, საკმაოდ მაღალი ალბათობა არსებობს იმისა, რომ დასაქმებულთა ნახევარმა დისტანციურ სამუშაო რეჟიმზე გადასვლა შეძლოს. თუმცა დასაქმებულები აღნიშნავენ, რომ მათთვის უმჯობესია, თუ პერსონალი სამუშაო კვირიდან მინიმუმ სამ დღეს ოფისში გაატარებს, რაც მათი პროდუქტიულობის, მოტივაციისა და კოლაბორაციის ხარისხს არ დასწევს და სამუშაო კულტურასაც შეუნარჩუნებს.

Previous Post

კრიპტოვალუტის გამოყენებით ინკოგნიტო მყიდველმა 101-კარატიანი ბრილიანტი 12.3 მილიონ დოლარად შეიძინა

Next Post

ქართული სტარტაპი საერთაშორისო ბაზარზე – influence.ge მოლდოვასა და რუმინეთში იწყებს საქმიანობას

თინათინ ინაური

Next Post
ქართული სტარტაპი საერთაშორისო ბაზარზე – influence.ge მოლდოვასა და რუმინეთში იწყებს საქმიანობას

ქართული სტარტაპი საერთაშორისო ბაზარზე – influence.ge მოლდოვასა და რუმინეთში იწყებს საქმიანობას

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
ივნისში საქართველოში მშენებლობის ღირებულების ინდექსი შემცირდა

ივლისში მშენებლობა წლიურ ჭრილში 5.6%-ით გაძვირდა – საქსტატი

ივლისი 14, 2026
ტრამპმა იაპონურ ავტომობილებზე ტარიფების შემცირების შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

ტრამპმა იაპონურ ავტომობილებზე ტარიფების შემცირების შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

ივლისი 14, 2026
პუტინის თქმით, უკრაინაში დასავლური ჯარი მისთვის კანონიერი სამიზნე იქნება

პუტინის თქმით, უკრაინაში დასავლური ჯარი მისთვის კანონიერი სამიზნე იქნება

სექტემბერი 5, 2025
პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

აპრილი 8, 2025
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0

Chicken Road : Jeu de crash rapide pour des gains immédiats

აგვისტო 6, 2026

Vegasino: Schnelle Gewinne und sofortige Befriedigung unterwegs

აგვისტო 6, 2026

NV Casino: Rychlé‑fire Slots a okamžitá výhra pro hráče s vysokou energií

აგვისტო 6, 2026

MegaRich Casino: Quick Wins and High‑Intensity Slot Action

აგვისტო 5, 2026

Recent News

Chicken Road : Jeu de crash rapide pour des gains immédiats

აგვისტო 6, 2026

Vegasino: Schnelle Gewinne und sofortige Befriedigung unterwegs

აგვისტო 6, 2026

NV Casino: Rychlé‑fire Slots a okamžitá výhra pro hráče s vysokou energií

აგვისტო 6, 2026

MegaRich Casino: Quick Wins and High‑Intensity Slot Action

აგვისტო 5, 2026
NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result