Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
Home ყველა სიახლე პარტნიორის კონტენტი

„ფილიპ მორის საქართველო“ განცხადებას ავრცელებს

by Forbes.ge
May 18, 2023
in პარტნიორის კონტენტი
0
„ფილიპ მორის საქართველო“ განცხადებას ავრცელებს
0
SHARES
0
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

„ფილიპ მორის საქართველო“ განცხადებას ავრცელებს, რომელიც თამბაქოს ზიანის შემცირების შესახებ გამართულ ღონისძიებას ეხება. გთავაზობთ კომპანიის განცხადებას:

„წლების განმავლობაში სხვადასხვა ორგანიზაციები, რომლებიც კერძო დაფინანსებას იღებენ შემოწირულობის სახით, თამბაქოს რეგულირების პოლიტიკაზე მნიშვნელოვან ზეგავლენას ახდენენ. მიუხედავად ამისა, დღეს საქართველოში 800 000 ზრდასრული მწეველია. ეს რიცხვი კი უკვე რამდენიმე წელია ფაქტობრივად უცვლელი რჩება. უდავოა, რომ მწეველისთვის საუკეთესო არჩევანი მოწევის შეწყვეტაა, თუმცა რა არჩევანი აქვთ მათ, ვინც არ ანებებს თავს თამბაქოს მოხმარებას?

მიმდინარე წლის 24 ივნისს, სოციალური კვლევების ინსტიტუტმა (ISR), „ფილიპ მორის საქართველოსთან“ თანამშრომლობით, გამართა შეხვედრა თემაზე: „თამბაქოს ზიანის შემცირება – საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესაძლებლობა თუ გამოწვევა“.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გაიდლაინები თამბაქოს კონტროლის სფეროში საზოგადოებრივი ჯანდაცვის პოლიტიკის  თამბაქოს ინდუსტრიის კომერციული და სხვა პირადი ინტერესებისგან დაცვის შესახებ (ჩარჩო-​კონვენცია თამბაქოს კონტროლის შესახებ- 5.3 მუხლი ), ამბობს:

  • მხარეები, თამბაქოს ინდუსტრიასთან ურთიერთობის დროს, უნდა იყვნენ ანგარიშვალდებულნი და დაიცვან გამჭირვალობის პრინციპი (პრინციპი 2);
  • მხარეებმა უნდა მოსთხოვონ თამბაქოს ინდუსტრიას… რომ მან იმოქმედოს და საკუთარი საქმიანობა განახორციელოს გამჭირვალობისა და ანგარიშვალდებულების პრინციპის დაცვით (პრინციპი 3);
  • თამბაქოს ინდუსტრიასთან თანამშრომლობის აუცილებლობის შემთხვევაში, მხარეებმა უნდა უზრუნველყონ ურთიერთობის გამჭირვალობა.

შეძლებისდაგვარად, ასეთი სახის შეხვედრები უნდა ჩატარდეს საჯაროდ; მაგალითად, საჯარო მოსმენების, საჯარო ურთიერთობების შესახებ შეტყობინების გავრცელების, შეხვედრის შესახებ ჩანაწერების საზოგადოებისთვის გასაჯაროების გზით” (რეკომენდაციები 20.2.2)

ზემო აღნიშნული რეკომენდაციების გათვალისწინებით, სოციალური კვლევების ინსტიტუტმა მოიწვია საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი, რათა ცენტრის წარმომადგენლები დასწრებოდნენ შეხვედრას, გაეზიარებინათ საკუთარი ხედვები და მოსაზრებები.

ჩვენ იმედგაცრუებულნი ვართ, სხვადასხვა უწყებებისა და ორგანიზაციების მიერ განხორციელებული მანიპულაციებით; უწყებებისა, რომლებიც ცდილობენ ხელი შეუშალონ თამბაქოს ზიანის შემცირების შესახებ კონსტრუქციულ და სამეცნიერო მტკიცებულებებზე დაყრდნობილ დისკუსიებს, მაშინ როცა მნიშვნელოვან სარგებელს იღებენ ქვეყანაში თამბაქოს მოხმარების შეწყვეტის პოლიტიკის გატარებით,  ახდენენ მიდგომის – „შეწყვიტე მოწევა ან მოკვდი“ პოპულარიზაციას,  ემუქრებიან  განსხვავებული აზრის მქონე ოპონენტებს და შეცდომაში შეყავთ საქართველოს მოსახლეობა.

დადგა დრო, ფარდა ავხადოთ ზემო აღნიშნული ორგანიზაციების მანიპულაციებს და ვისაუბროთ საჯაროდ.  დროა, მწეველებს მივცეთ სანდო და სწორი ინფორმაცია.

მწეველებს უნდა დავეხმაროთ, შეწყვიტონ მოწევა.

თამბაქოს ალტერნატიული პროდუქტები, რომლებშიც არ მიმდინარეობს წვის პროცესი, მაგალითისთვის: გასახურებელი თამბაქო და ელექტრონული სიგარეტი, მოწევის უკეთეს ალტერნატივას წარმოადგენს, რადგან მათ შეუძლიათ ხელი შეუწყონ სიგარეტის მოწევის შეწყვეტას.

მსოფლიოს მასშტაბით სულ უფრო და უფრო მეტი რეპუტაციული ჯანდაცვის ინსტიტუტი იზიარებს თამბაქოს ზიანის შემცირების კონცეფციას და  იმ მწეველებს, რომლებიც არ ანებებენ თავს მოწევას, სთავაზობენ პოტენციურად ნაკლები ზიანის მქონე ალტერნატივებს,  რადგან ამ მიდგომას საზოგადოებრივი ჯანდაცვისთვის სასარგებლოდ მიიჩნევენ.

იხილეთ მათი განცხადებები:

NHS Inform (შოტლანდია):

„მართალია, ნიკოტინი დამოკიდებულების გამომწვევი ნივთიერებაა, თუმცა ის შედარებით უსაფრთხოა. ჯანმრთელობის რისკებს თამბაქოს კვამლში არსებული მხუთავი აირი, კუპრი და სხვა ტოქსიკური ნივთიერებები იწვევს“.

https://www.nhsinform.scot/healthy-living/stopping-smoking/reasons-to-stop/tobacco

„თუ თქვენ გამოიყენებთ ელექტრონულ სიგარეტს, როგორც მოწევის სრულად ჩანაცვლების საშუალებას, მაშინ უდაოდ  დადებით ზეგავლენას მოახდენთ თქვენს ჯანმრთელობაზე“.

https://www.nhsinform.scot/healthy-living/stopping-smoking/how-to-stop/e-cigarettes  

National Health Service (დიდი ბრიტანეთი):

„ელექტრონული სიგარეტი არ წვავს თამბაქოს, შესაბამისად, არ გამოყოფს კუპრს ან მხუთავ აირს – ორ ყველაზე მავნე ნივთიერებას, რომელიც თამბაქოს კვამლში არსებობს.

ელექტრონული მოწყობილობების მეშვეობით დიდ ბრიტანეთში ათასობით ადამიანმა შეწყვიტა მოწევა. არსებობს მზარდი მტკიცებულება იმისა, რომ მოწყობილობა ეფექტური აღმოჩნდეს…

მართალია, სიგარეტში არსებული ნიკოტინი დამოკიდებულების გამომწვევი ნივთიერებაა, მაგრამ ის ნაკლები ზიანის მომტანია.  

მოწევის შედეგად გამოწვეული ზიანის მნიშვნელოვანი ნაწილი დაკავშირებულია თამბაქოს კვამლში არსებულ ათასობით მავნე ქიმიური ნივთიერების გამოყოფასთან, რომელთაგან დიდი ნაწილი ტოქსიკურია“.

https://www.nhs.uk/live-well/quit-smoking/using-e-cigarettes-to-stop-smoking/

კანადის ჯანდაცვის სამინისტრო:

„ტრადიციული სიგარეტის სრულად ელექტრონული მოწყობილობით ჩანაცვლება შეამცირებს ორგანიზმზე მავნე ნივთიერებების ზემოქმედებას.

თამბაქოს უკვამლო მოწყობილობების მოხმარება ტრადიციულ მოწევასთან შედარებით ნაკლებად საზიანოა. ბევრი ტოქსიკური და კიბოს გამომწვევი ქიმიური ნივთიერება, რომელიც თამბაქოსა და თამბაქოს კვამლში არსებობს, თამბაქოს წვის დროს წარმოიქმნება.

თამბაქოს უკვამლო მოწყობილობები და ელ. სიგარეტები ნიკოტინის მიწოდებას შედარებით ნაკლები ზიანის მქონე გზით უზრუნველყოფ. ამ პროდუქტებმა შეიძლება შეამციროს ჯანმრთელობის რისკები იმ მწეველთათვის, რომლებიც ვერ ან არ ანებებენ თავს ნიკოტინის მოხმარებას“.

https://www.canada.ca/en/health-canada/services/smoking-tobacco/vaping/smokers.html

 აშშ-ს საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაცია:

2020 წლის 7 ივლისს, აშშ-ს საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაციამ (FDA) მიიღო გადაწყვეტილება, გაეცა“ფილიპ მორის ინთერნეიშენალის” მიერ შექმნილი გასახურებელი თამბაქოს სისტემისთვის “მოდიფიცირებული რისკის მქონე თამბაქოს პროდუქტის” (MRTP) ავტორიზაცია. ამ გადაწყვეტილებით, სააგენტომ დაადგინა, რომ მოდიფიცირებული რისკის მქონე პროდუქტის მარკეტინგის განკარგულების გაცემა “მიზანშეწონილი იქნებოდა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ხელშეწყობისთვის და, სავარაუდოდ, სარგებელს მოუტანდა  მოსახლეობის ჯანმრთელობას”.

გადაწყვეტილების მიღება მოხდა “ფილიპ მორის ინთერნეიშენალის” მიერ 2016 წელს FDA-სთვის წარდგენილი მთელი რიგი სამეცნიერო მტკიცებულებების განხილვის შედეგად. FDA-მ გასცა თამბაქოს გასახურებელი სისტემის მარკეტინგის ავტორიზაცია შემდეგ ინფორმაციასთან ერთად:

„დღეს არსებული მტკიცებულების თანახმად:

[ბრენდის სახელი გამოტოვებულია] სისტემა ახურებს თამბაქოს, მაგრამ არ წვავს მას. ეს საგრძნობლად ამცირებს მავნე ან პოტენციურად მავნე ქიმიური ნივთიერებების წარმოქმნას. სამეცნიერო კვლევამ აჩვენა, რომ ტრადიციული სიგარეტის მოხმარებიდან სრულად [ბრენდის სახელი გამოტოვებულია] სისტემის მოხმარებაზე გადასვლა ამცირებს ორგანიზმზე  მავნე ან პოტენციურად მავნე ქიმიური ნივთიერებების ზემოქმედებას“.

https://www.fda.gov/news-events/press-announcements/fda-authorizes-marketing-iqos-tobacco-heating-system-reduced-exposure-information

სამწუხაროა, რომ ანტი თამბაქოს  ორგანიზაციები და მათი აქტივისტები უგულებელყოფენ ზემოთ მოცემულ სამეცნიერო მონაცემებს და თამბაქოს ზიანის შემცირების შესახებ დისკუსიის პროცესში ირჩევენ ნეგატიურ ინფორმაციასა და მიმართავენ მანიპულაციებს.

მაგალითად, ისინი ამტკიცებენ რომ „გასახურებელი თამბაქოს აეროზოლში ტოქსიკური ნივთიერებების უფრო მაღალი დონეა“. რეალურად კი, კანადაში არსებულ ISO სტანდარტის მქონე ლაბორატორიაში ჩატარებული ქიმიური ანალიზი სრულიად საპირისპირო მტკიცებულებებს აჩვენებს.

უფრო კონკრეტულად, სიგარეტის კვამლთან შედარებით:

აღნიშნული ნაერთების რაოდენობა გასახურებელი თამბაქოს მოწყობილობების აეროზოლში შემცირებულია:

  • ნიტროსამინი – 94-97%-ით;
  • აცეტალდეჰიდი – 87%-ით;
  • აკროლეინი – 94%-ით;
  • ფორმალდეჰიდი – 91%-ით.

ამ კვლევების სანდოობას ამტკიცებს სხვადასხვა დამოუკიდებელი კვლევა, რომლებიც ჩატარდა ისეთ ლაბორატორიებში, როგორებიც არის: US FDA Southeast Tobacco Laboratory, Japan National Institute of Public Health, German Federal Institute for Risk Assessment, და სხვა რეპუტაციულ ლაბორატორიაში.

მსგავსად ამისა, მკითხველი ხშირად შეცდომაში შედის, როდესაც ესმის მოსაზრება: „უცნობი წარმოშობის მომწამვლელი ქიმიური ნივთიერებებს შესახებ, რომლებიც ჩვეულებრივ არ გვხვდება თამბაქოს კვამლში“. რეალურად კი, საჯაროდ ხელმისაწვდომი კვლევის თანახმად:

  • არსებობს მხოლოდ 3 ნივთიერება, რომლებიც უნიკალურია მხოლოდ გასახურებელი თამბაქოს აეროზოლისთვის და არ გვხვდება სიგარეტის კვამლში;

ამ სამი ნივთიერებიდან არცერთი არ არის ტოქსიკოლოგიურად საყურადღებო.

აშშ-ს საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაციის განცხადებით, “მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი ქიმიური ნივთიერება, რომელიც  პოტენციურ პრობლემასთან ასოცირდება, (ეს ნივთიერებები არ არის FDA– ს მავნე და პოტენციურად მავნე კომპონენტების სიაში) შეიძლება უფრო მაღალი იყოს [ბრენდის სახელი გამოტოვებულია] მომხმარებლებში, მაგრამ ამ ნივთიერებების რაოდენობის ზრდა არ ახდენს ზეგავლენას დასკვნაზე, რომლის თანახმადაც, მავნე და პოტენციურად მავნე ნივთიერებების რაოდენობის მნიშვნელოვანი შემცირებადა ტოქსიკოლოგიური კვლევების შედეგები დიდი ალბათობით გამოიხატება თამბაქოსთან დაკავშირებული სიკვდილიანობისა და ავადობის რისკის შემცირებაშიhttps://www.fda.gov/media/139796/download (გვერდი12).

მწეველთა კონსტიტუციური უფლებაა, ჰქონდეთ ინფორმაცია თამბაქოს ალტერნატივების შესახებ.

ჩვენი მოვალეობაა, მოვახდინოთ მწეველებისა და მარეგულირებელი ორგანოების ინფორმირება  თამბაქოს ალტერნატიული პროდუქტების შესახებ.

ჩვენი ამბიციაა, დავეხმაროთ 800 000 ზრდასრულ მწეველს საქართველოში, რაც შეიძლება მალე გათავისუფლდნენ თამბაქოს კვამლისგან.“

Previous Post

გერმანია დიდი ცვლილებების მოლოდინში: შეცვლის თუ არა ანალინა ბერბოკი ანგელა მერკელს?

Next Post

აზერბაიჯანმა მსოფლიო ბანკისგან სესხის აღებაზე უარი თქვა – მედია

Forbes.ge

Forbes Georgia: სარედაქციო გუნდი

Next Post
აზერბაიჯანმა მსოფლიო ბანკისგან სესხის აღებაზე უარი თქვა – მედია

აზერბაიჯანმა მსოფლიო ბანკისგან სესხის აღებაზე უარი თქვა - მედია

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

March 17, 2026
საქართველოს 150 ყველაზე შემოსავლიანი კომპანია

საქართველოს 150 ყველაზე შემოსავლიანი კომპანია

April 12, 2024

Game of Thrones spending just as long making fewer episodes

November 1, 2025

With 150 million daily active users, Instagram Stories is launching ads

November 2, 2025
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

March 17, 2026
Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
თებერვალში ფულადი გზავნილები 26.9%-ით შემცირდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 13.4%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

November 17, 2025

Recent News

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

March 17, 2026
Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
თებერვალში ფულადი გზავნილები 26.9%-ით შემცირდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 13.4%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

November 17, 2025
NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

HEADER TEXT

  • Button
  • Button
  • Button
  • Button

HEADER TEXT

  • Button
  • Button
  • Button
  • Button

HEADER TEXT

  • Button
  • Button
  • Button
  • Button

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result