Subscribe
  • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
  • Forbes Life
  • მოსაზრება
  • რუბრიკები
  • პროექტები
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • გამოცემები
  • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
  • Forbes Life
  • მოსაზრება
  • რუბრიკები
  • პროექტები
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • გამოცემები
Home ყველა სიახლე ტექნოლოგიები ინტერნეტი

VEON-ი საქართველოში 5G-ის დანერგვაზე მუშაობს

by თინათინ ინაური
June 21, 2021
in ინტერნეტი, საქართველო, ტექნოლოგიები, ქართულად
0
VEON-ი საქართველოში 5G-ის დანერგვაზე მუშაობს
0
SHARES
0
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

VEON-ი ანუ “ბილაინი” საქართველოში მობილური ინტერნეტის სიმძლავრის გაზრდაზე მუშაობს – ამისთვის კომპანიამ NOKIA-სთან გასულ კვირაში $10-მილიონიან კონტრაქტს მოაწერა ხელი. ქსელის მოდერნიზების შედეგად, გაიზრდება “ბილაინის” 4G-ის მობილური ინტერნეტის სიმძლავრე და შეიქმნება 5G ინტერნეტის მოსამზადებელი ინფრასტრუქტურა. NOKIA-სთან ხელშეკრულების გაფორმებას კომპანიის გლობალური CEO კაან თერზიოღლუ დაესწრო, რომელიც კომპანიის გეგმების შესახებ BMG-ს ესაუბრა. თერზიოღლუს განცხადებით, მხარეებს შორის გაფორმებული შეთანხმებით, კომპანია 4G ინტერნეტის სიმძლავრეს გააორმაგებს.

“ვიონი იღებს ვალდებულებას, მოაწყოს ქვეყანაში ინფრასტრუქტურა, რომელიც მოამზადებს საქართველოს 5G-ზე გადასასვლელად. თუმცა, უპირველეს ყოვლისა, ეს ტექნოლოგია არის გარანტი, რომ 4G-ზე ხელმისაწვდომობა ექნება ქვეყნაში მცხოვრებ ნებისმიერ ადამიანს. რეალურად ვაორმაგებთ ინტერნეტის სიმძლავრეს, რათა მივწვდეთ საქართველოში 3 მილიონ პოტენციურ აბონენტს. ეს ალბათ კარგად აჩვენებს, როგორი ამბიციები გვაქვს საქართველოსთან დაკავშირებით.

ახალი ტექნოლოგიის დანერგვას „ნოკიასთან“ ერთად დავიწყებთ და ვიმედოვნებ, რომ მომდევნო 6 თვის განმავლობაში უკვე შევძლებთ კონკრეტული შედეგების დანახვას”, – განმარტავს კომპანიის გენერალური დირექტორი კაან თერზიოღლუ.

კაან თერზიოღლუს თქმით, საქართველოში მობილური ინტერნეტის დაფარვის განვითარება და ამ ტექნოლოგიაზე უფრო მეტი მოქალაქისთვის წვდომის მიცემა ქვეყნის კონკურენტუნარიანობის ამაღლებას დაეხმარება.

“დიდი ამბიციები გვაქვს, 26%-იანი საბაზრო წილი კარგი დასაწყისია, თუმცა აქ მთავარი აბონენტების რაოდენობა არ არის, არამედ მნიშვნელოვანია, რას ვაკეთებთ საქართველოს ეკონომიკისთვის. დღეს სმარტფონი აღარ არის ფუფუნების საგანი, ეს აუცილებელი ნივთია ადამიანებისთვის, რათა შეძლონ მუშაობა, ბავშვებმა მიიღონ განათლება, განვითარდეს ისეთი სექტორები, როგორიცაა, მაგალითად,  სოფლის მეურნეობა. ვიმედოვნებ, ჩვენი კომპანია გააგრძელებს სახელმწიფოსთან ერთად მუშაობას, რათა ინტერნეტი უფრო მეტი ადამიანისთვის იყოს ხელმისაწვდომი, რაც, საბოლოოდ, უზრუნველყოფს საქართველოს მეტ კონკურენტუნარიანობას”, – აცხადებს VEON-ის გენერალური დირექტორი. ამასთან, კაან თერზიოღლუს თქმით, იმ ცხრა ქვეყანას შორის, სადაც კომპანია არის წარმოდგენილი, 2020 წელს ყველაზე დიდი ვარდნა საქართველოში დაფიქსირდა, რაც საერთაშორისო ვიზიტორთა ნაკადის კლებით იყო გამოწვეული.

Previous Post

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით Global Impact FinTech (GIFT) სამიტი გაიმართება

Next Post

საშუალოზე მაღალი ჯო

თინათინ ინაური

Next Post
საშუალოზე მაღალი ჯო

საშუალოზე მაღალი ჯო

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

March 17, 2026
საქართველოს 150 ყველაზე შემოსავლიანი კომპანია

საქართველოს 150 ყველაზე შემოსავლიანი კომპანია

April 12, 2024

Game of Thrones spending just as long making fewer episodes

November 1, 2025

With 150 million daily active users, Instagram Stories is launching ads

November 2, 2025
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

March 17, 2026
Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
თებერვალში ფულადი გზავნილები 26.9%-ით შემცირდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 13.4%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

November 17, 2025

Recent News

NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

HEADER TEXT

  • Button
  • Button
  • Button
  • Button

HEADER TEXT

  • Button
  • Button
  • Button
  • Button

HEADER TEXT

  • Button
  • Button
  • Button
  • Button

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result