Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი

საქართველოს ეროვნულ ბანკს Central Banking-ის ორი ჯილდო გადაეცა

by Forbes.ge
May 18, 2023
in პარტნიორის კონტენტი, საქართველო, ფინანსები, ქართულად, ყველა სიახლე
0
საქართველოს ეროვნულ ბანკს Central Banking-ის ორი ჯილდო გადაეცა
0
SHARES
0
VIEWS

დღეს, საქართველოს ეროვნულ ბანკს ავტორიტეტული საერთაშორისო გამოცემა Central Banking-ის საზაფხულო შეხვედრების ფარგლებში ორი ჯილდო გადაეცა – წლის საუკეთესო რისკმენეჯერისა და ყველაზე გამჭვირვალე ცენტრალური ბანკის ნომინაციებში.

გამჭვირვალობის ნომინაცია სამ მნიშვნელოვან კომპონენტს მოიცავდა – განათლება, გამჭვირვალობა დაინტერესებულ მხარეებთან ურთიერთობისას და კომუნიკაცია მრავალფეროვანი საკომუნიკაციო პლატფორმების მეშვეობით. გამჭვირვალობა ეროვნული ბანკის ერთ-ერთი პრიორიტეტია, რომელიც პანდემიის პერიოდშიც შენარჩუნდა. ფასების სტაბილურობის უზრუნველყოფასა და ქვეყანაში მდგრადი ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობასთან ერთად, საქართველოს ეროვნული ბანკის ერთი-ერთი უმთავრესი ამოცანა მაკროეკონომიკური პოლიტიკისა და საფინანსო სისტემის რეგულირების გამჭვირვალობის უზრუნველყოფაა. ბოლო წლების განმავლობაში, ბანკი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს  გამჭვირვალობის ზრდასა და საზოგადოებასთან კომუნიკაციის სხვადასხვა არხის განვითარებას. აღსანიშნავია, რომ ეროვნული ბანკის მიერ შექმნილი საგანმანათლებლო ვებგვერდი – Finedu.gov.ge, თავს უყრის  დაინტერესებული მხარეების მიერ შექმნილ სხვადასხვა საგანმანათლებლო რესურსს. მონეტარული და ფინანსური პოლიტიკის გადაწყვეტილებების ბაზრისთვის და ფართო საზოგადოებისთვის  ახსნას, ღიად და უწყვეტ კომუნიკაციას, ეროვნული ბანკი უპირველეს ამოცანად მიიჩნევს. სწორედ ეს არის ის, რასაც ეროვნული ბანკის რეგულარული, გამჭვირვალე ანგარიშგება და პროაქტიული კომუნიკაცია ემსახურება მიუხედავად რთული თუ მშვიდი პერიოდებისა.

რისკ მენეჯერის ჯილდო კი ყოველწლიურად, სავალუტო რეზერვების რისკების მართვის მიმართულებით, მსოფლიოში წამყვან ცენტრალურ ბანკებს გადაეცემა. რეზერვების მართვის მაღალკვალიფიციურმა და მოტივირებულმა გუნდმა, ბანკის მენეჯმენტის მხარდაჭერით, სებ-ის სავალუტო რეზერვების მართვის პროცესის მსოფლიო სტანდარტების შესაბამისად გარდაქმნა შეძლო, რითაც უზრუნველყო პატარა ზომის, განვითარებადი ქვეყნის ცენტრალური ბანკის მიერ სათანადო ადგილის დამკვიდრება რეზერვების მართვის სფეროში წამყვან მსოფლიო ცენტრალურ ბანკებს შორის. ამ მიღწევებში მნიშვნელოვანი წვლილი მსოფლიო ბანკის ხაზინის RAMP-ის პროგრამასთან პარტნიორობამ შეიტანა, რომლის ფარგლებშიც სებ-მა სავალუტო რეზერვების მართვის სფეროში მსოფლიოს წამყვანი მიდგომები და მეთოდების დანერგა, ზრუნავდა თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლებაზე და სტრატეგიული განვითარების ხედვა ჩამოაყალიბა. რეზერვების დაგროვება და ადეკვატური მოცულობით შენარჩუნება ცენტრალური ბანკების ერთ-ერთი მთავარი საზრუნავია, ვინაიდან სტრესული სიტუაციებით გამოწვეული კრიზისებისაგან ქვეყნის და მისი ფინანსური სისტემის დასაცავად დროდადრო მათი გამოყენების აუცილებელი საჭიროება დგება.

დღესვე, ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა Central Banking-ის საზაფხულო შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. სიტყვით გამოსვლისას კობა გვენეტაძემ ფინანსურ სტაბილურობაში გამჭვირვალობის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. მან ვრცლად ისაუბრა იმის შესახებ, თუ რა გავლენას ახდენს გამჭვირვალობის დონე ფინანსური სტაბილურობის პოლიტიკის ეფექტურობაზე, არის თუ არა საჭირო გამჭვირვალობის გაზრდა მას შემდეგ, რაც ცენტრალური ბანკების როლი და მანდატი გაფართოვდა და უფრო კომპლექსური გახდა, როგორ შეუძლია გამჭვირვალობას დაეხმაროს ცენტრალურ ბანკებს საზოგადოების ნდობის ამაღლებაში, რა გამოწვევები არსებობს კომუნიკაციის კუთხით და სხვა. Central Banking-ის შეხვედრაში მონაწილეობდნენ მსოფლიო ფინანსური საზოგადოებისა და ცენტრალური ბანკების ლიდერები. პრეზენტაცია კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა.

Central Banking-ის დაჯილდოება საერთაშორისო ფინანსურ საზოგადოებაში ფართოდაა აღიარებული და მასში მონაწილე ბანკების მაღალ რეპუტაციასა და წარმატებულ საქმიანობაზე მიუთითებს.

Previous Post

სამი პრინციპი | ინტერვიუ ლაშა ტაბიძესთან

Next Post

პომპეის საგანძური ვანის მუზეუმში გამოიფინება | „სიცოცხლე და სიკვდილი – დიდებული პომპეი“

Forbes.ge

Forbes Georgia: სარედაქციო გუნდი

Next Post
პომპეის საგანძური ვანის მუზეუმში გამოიფინება | „სიცოცხლე და სიკვდილი – დიდებული პომპეი“

პომპეის საგანძური ვანის მუზეუმში გამოიფინება | „სიცოცხლე და სიკვდილი - დიდებული პომპეი“

Stay Connected test

  • 24k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
Global Finance-მა თიბისი საქართველოში ვალუტის გაცვლითი სერვისების საუკეთესო მიმწოდებლად დაასახელა

Global Finance-მა თიბისი საქართველოში ვალუტის გაცვლითი სერვისების საუკეთესო მიმწოდებლად დაასახელა

April 29, 2026
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0

NV Casino – Quick‑Hit Slots and Rapid Play for the Modern Gamer

June 14, 2026

21Bit Online Casino: Schnell‑Feuer Gaming für den modernen Spieler

June 13, 2026

EUcasino: Schnelle Gewinne und Rapid Play für den modernen Gamer

June 13, 2026

Bet On Red Casino: Quick‑Hit Slots and Live Games for Speedy Wins

June 13, 2026

Recent News

NV Casino – Quick‑Hit Slots and Rapid Play for the Modern Gamer

June 14, 2026

21Bit Online Casino: Schnell‑Feuer Gaming für den modernen Spieler

June 13, 2026

EUcasino: Schnelle Gewinne und Rapid Play für den modernen Gamer

June 13, 2026

Bet On Red Casino: Quick‑Hit Slots and Live Games for Speedy Wins

June 13, 2026
NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result