Subscribe
  • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
  • Forbes Life
  • მოსაზრება
  • რუბრიკები
  • პროექტები
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • გამოცემები
  • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
  • Forbes Life
  • მოსაზრება
  • რუბრიკები
  • პროექტები
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • გამოცემები
Home ბიზნესი ინდუსტრია

სოკარი გაზპრომთან თანამშრომლობის გაღრმავებას განიხილავს

by Davit Tsiramua
April 6, 2022
in ინდუსტრია, პოლიტიკა, რეგიონი, ქართულად, ყველა სიახლე
0
სოკარი გაზპრომთან თანამშრომლობის გაღრმავებას განიხილავს
0
SHARES
0
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

აზერბაიჯანის ნავთობის სახელმწიფო კომპანია „სოკარი“ განიხილავს თანამშრომლობის ახალ შესაძლებლობებს რუსეთის ნავთობისა და გაზის კომპანია „გაზპრომთან“. რუსული მედიის ცნობით, ორმხრივი შეხვედრები უკვე გაიმართა „სოკარის“ პრეზიდენტის, როვნაგ აბდულაევისა და „გაზპრომის“ თავმჯდომარის, ალექსეი მილერის მეთაურობით. მოლაპარაკებები სანქტ-პეტერბურგის 24-ე საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმის მსვლელობისას გაიმართა.

მედიის ცნობით, მხარეებმა განიხილეს თანამშრომლობის შესაძლებლობა ბუნებრივი გაზის სექტორში. მოლაპარაკების დეტალები უცნობია, თუმცა, რუსული და აზერბაიჯანული მედიები აზერბაიჯანისთვის რუსული გაზის მიწოდების განახლებაზე საუბრობენ. ცნობისთვის, აზერბაიჯანმა რუსეთიდან ბუნებრივი აირის იმპორტი 2007 წელს მას შემდეგ შეწყვიტა, რაც შაჰ დენიზის საბადოს ჭაბურღილები შევიდა ექსპლუატაციაში.

2010-15 წლებში „გაზპრომი“ თავად ყიდულობდა „სოკარისგან“ ბუნებრივ აირს, 2016 წლის ნოემბერში კი კომპანიები შეთანხმდნენ, რომ აზერბაიჯანული „სოკარი“ „გაზპრომისგან“ 1.5 მლრდ კუბურ მეტრ გაზს შეიძენდა, დარეზერვების მიზნით. ჯერჯერობით უცნობია, ხომ არ გეგმავს რუსეთი გაზის მიწოდებას სომხეთისთვის, აზერბაიჯანის გავლით. შეგახსენებთ, რომ 2012 წლის მარტ-აპრილის თვეებში რუსეთმა აზერბაიჯანის გავლით შემოიტანა ბუნებრივი აირი საქართველოში, სომხეთში ტრანზიტის მიზნით – ამ პერიოდში ჩრდილოეთ-სამხრეთ კავკასიის მილსადენზე (NSCP) გეგმური სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობდა.

ცნობისთვის, 2020 წელს ბუნებრივ აირზე საქართველოს მოთხოვნის 99.8% დაკმაყოფილდა იმპორტით, ხოლო დარჩენილი 0.2% – ადგილობრივი მოპოვებით. გაზის მიწოდების უმთავრეს წყაროდ კი კვლავ აზერბაიჯანის რესპუბლიკა რჩება – საქართველოში იმპორტირებული ბუნებრივი გაზის 91% სწორედ მეზობელ სახელმწიფოზე მოდის.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ დამტკიცებული 2021 წლის ბუნებრივი გაზის ბალანსის მიხედვით, წელს საქართველო აზერბაიჯანიდან ჯამში 2.518 მლრდ მ³ გაზს მიიღებს. აქედან  შაჰ-დენიზის წილი 1.014 მილიარდია, „სოკარიდან“ მისაღები გაზის მოცულობა კი 1.504  მლრდ მ³-ს შეადგენს.

Previous Post

ეკონომიკური კალენდარი: რას უნდა ველოდოთ მიმდინარე კვირას?

Next Post

„ლუტეცია“ საერთაშორისო ბრენდებთან მოლაპარაკებებს აგრძელებს – ლიკა დოლიძე

Davit Tsiramua

Web Director, Forbes Georgia

Next Post
„ლუტეცია“ საერთაშორისო ბრენდებთან მოლაპარაკებებს აგრძელებს – ლიკა დოლიძე

„ლუტეცია“ საერთაშორისო ბრენდებთან მოლაპარაკებებს აგრძელებს - ლიკა დოლიძე

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

March 17, 2026
საქართველოს 150 ყველაზე შემოსავლიანი კომპანია

საქართველოს 150 ყველაზე შემოსავლიანი კომპანია

April 12, 2024

Game of Thrones spending just as long making fewer episodes

November 1, 2025

With 150 million daily active users, Instagram Stories is launching ads

November 2, 2025
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

March 17, 2026
Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
თებერვალში ფულადი გზავნილები 26.9%-ით შემცირდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 13.4%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

November 17, 2025

Recent News

NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

HEADER TEXT

  • Button
  • Button
  • Button
  • Button

HEADER TEXT

  • Button
  • Button
  • Button
  • Button

HEADER TEXT

  • Button
  • Button
  • Button
  • Button

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result