Subscribe
  • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
  • Forbes Life
  • მოსაზრება
  • რუბრიკები
  • პროექტები
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • გამოცემები
  • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
  • Forbes Life
  • მოსაზრება
  • რუბრიკები
  • პროექტები
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • გამოცემები
Home ყველა სიახლე პოლიტიკა

თურქეთის პროკურატურა ერდოღანის მთავარი ოპონენტის დაპატიმრებას ითხოვს

by Davit Tsiramua
April 6, 2022
in პოლიტიკა, რეგიონი, ქართულად
0
თურქეთის პროკურატურა ერდოღანის მთავარი ოპონენტის დაპატიმრებას ითხოვს
0
SHARES
0
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

თურქი პროკურორები ქვეყნის უდიდესი ქალაქის, სტამბოლის მერისთვის პატიმრობის შეფარდებას მოითხოვენ. ექრემ იმამოღლუს ბრალად თურქი მაღალჩინოსნების შეურაცხყოფა ედება. ის 2023 წლისთვის დაგეგმილ საპრეზიდენტო არჩევნებში მოქმედი პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის მთავარ კონკურენტადაა მიჩნეული.

აღნიშნული ინფორმაცია თურქულმა სახელმწიფო მედია Anadolu-მ გასულ კვირას გაავრცელა. მათი ცნობით, პროკურორებმა უკვე მიმართეს სასამართლოს და იმამოღლუსთვის ოთხწლიანი პატიმრობის  მისჯა მოითხოვეს უმაღლესი საარჩევნო კომისიის წევრების შეურაცხყოფის ბრალდებით.

ბრალდების მხარე მიუთითებს იმამოღლუს მიერ 2019 წლის მარტში გაკეთებულ განცხადებაზე, რომელშიც მან უმაღლესი საარჩევნო კომისიის წევრების გადაწყვეტილებას, გაეუქმებინათ მუნიციპალური არჩევნების შედეგები, ბრიყვული ნაბიჯი უწოდა.

ცნობისთვის, 2019 წლის მარტში იმამოღლუმ სტამბოლის მერის არჩევნებში ისტორიული გამარჯვება მოიპოვა. შედეგებით უკმაყოფილო მმართველმა პარტია „AK“-მ კი არჩევნების ხელახლა ჩატარება მოითხოვა და ამასთან, აპელირებდა, რომ წინა არჩევნებში იმამოღლუმ თაღლითობის დამსახურებით გაიმარჯვა. უმაღლესმა საარჩევნო კომისიამ ერდოღანის პარტიის მოთხოვნა დააკმაყოფილა – სწორედ ამ ნაბიჯს აფასებდა იმამოღლუ ბრიყვულად და ამასთან, თვლიდა, რომ ეს გადაწყვეტილება აზიანებდა თურქეთის რესპუბლიკის იმიჯს საერთაშორისო არენაზე.

მიუხედავად ხელახალი არჩევნების ჩატარებისა, მასში დამაჯერებელი გამარჯვება კვლავ ექრემ იმამოღლუმ მოიპოვა. სწორედ ის მიიჩნევა ერდოღანის მთავარ კონკურენტად მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში. ამასთან, ქვეყანაში ჩატარებული უკანასკნელი კვლევებით, იმამოღლუ თურქეთში უფრო რეიტინგულია, ვიდრე ერდოღანი.

Anadolu-ს ცნობით, სასამართლომ სარჩელი წარმოებაში უკვე მიიღო და სტამბოლში სასამართლო მოსმენებიც მალე დაიწყება.

Previous Post

Apple-მა შესაძლოა გადახდებისათვის კრიპტოვალუტის ფუნქციონალი დანერგოს

Next Post

Anouki-მ საბავშვო ხაზი Nicolas-ი შექმნა

Davit Tsiramua

Web Director, Forbes Georgia

Next Post
Anouki-მ საბავშვო ხაზი Nicolas-ი შექმნა

Anouki-მ საბავშვო ხაზი Nicolas-ი შექმნა

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

March 17, 2026
საქართველოს 150 ყველაზე შემოსავლიანი კომპანია

საქართველოს 150 ყველაზე შემოსავლიანი კომპანია

April 12, 2024

Game of Thrones spending just as long making fewer episodes

November 1, 2025

With 150 million daily active users, Instagram Stories is launching ads

November 2, 2025
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

March 17, 2026
Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
თებერვალში ფულადი გზავნილები 26.9%-ით შემცირდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 13.4%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

November 17, 2025

Recent News

NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

HEADER TEXT

  • Button
  • Button
  • Button
  • Button

HEADER TEXT

  • Button
  • Button
  • Button
  • Button

HEADER TEXT

  • Button
  • Button
  • Button
  • Button

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result