Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
Home ყველა სიახლე ტექნოლოგიები

Acer-ის ახალი სიტყვა

by თინათინ ინაური
May 28, 2021
in ტექნოლოგიები, ქართულად
0
Acer-ის ახალი სიტყვა
0
SHARES
0
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

როგორი წარმოგიდგენიათ მომავალი მსოფლიო? 2030, 2035 ან 2050 წელი? მომავალზე საუბრისა და ფიქრისას, პირველი სიტყვა, რაც გონებაში ჩნდება, ტექნოლოგიებია. ალბათ ყველანი ვთანხმდებით, რომ მომავალი მსოფლიო აუცილებლად ტექნოლოგიების კიდევ უფრო მეტად განვითარებასთანაა მჭიდრო კავშირში.

თუმცა, მეორე მხრივ, ალბათ ერთხელ მაინც დაგვისვამს კითხვა – კიდევ როგორღა უნდა განვითარდეს ტექნოლოგიები? ეს არ არის მარტივი. ამ დრომდე არსებული ტექნოლოგიური მიღწევების ფონზე უკვე რთულად წარმოსადგენია, რა ახალი ფუნქციები შეიძლება შეიძინოს, მაგალითად, სმარტფონმა, კომპიუტერმა, სხვადასხვა გაჯეტმა. თუმცა განვითარება ყოველთვის შეიძლება. ეს Acer-ში ყველაზე კარგად ესმით. ტაივანური კომპანიის გუნდი არც პანდემიამდე, არც პანდემიის დროს და არც ახლა, არ ჩერდება. სულ ახლახან Acer-მა კიდევ უფრო მეტად ინოვაციური, დახვეწილი და განვითარებული მახასიათებლების მქონე რამდენიმე პროდუქტი წარადგინა, რომლებიც, მარტივად რომ ვთქვათ, თანამედროვე ტექნოლოგიურ მოთხოვნებს და უფრო მეტსაც კი აკმაყოფილებს.

Acer-მა განვითარებისთვის სამი მნიშვნელოვანი მიმართულება აირჩია. ესენია: ტექნოლოგიური მახასიათებლების გაუმჯობესება, ვირტუალური რეალობის ნამდვილ რეალობასთან კიდევ უფრო მეტად დაახლოება და მწვანე გადაწყვეტილებები. ეს მოტივები კი კომპანიამ ე.წ.  პენროუზის სამკუთხედის კონცეფციად აქცია და სამ ბრენდში – Acer-ში, Predator-სა და ConceptD-ში – გააერთიანა.

ConceptD-ი კომპანიის პროდუქტების ხაზს შორის ყოველთვის განსაკუთრებული და გამორჩეულია და არც წელსაა გამონაკლისი. ConceptD-ი, შეიძლება ითქვას, თითოეულ ადამიანზეა მორგებული. მისი შერჩევა შესაძლებელია იმის მიხედვით, თუ რა პროფესიის ხართ: არქიტექტორი? ფოტოგრაფი? დიზაინერი? გრაფიკოსი? თუ, უბრალოდ, ვიდეოგეიმერი?

ახალი ConceptD-ის ნოუტბუკები მე-11 თაობის პროცესორითაა უზრუნველყოფილი, რაც სხვადასხვა გრაფიკულ შესაძლებლობას იძლევა. ყველა მოდელს აქვს 16-ინჩიანი ეკრანი, რომელიც უფრო მეტ სივრცეს ტოვებს. ახალი მოდელები ასევე გამოირჩევა უკეთესი ფერებით, რომ აღარაფერი ვთქვათ სხვა მახასიათებლებზე – მაგალითად, უხმაურო კლავიატურასა და Corning Gorilla Glass-ის სენსორულ პანელზე, რაც დამატებითი კომფორტია მომხმარებლისთვის.

“ჩვენ ყურადღებით ვუსმენთ ჩვენი მომხმარებლების აზრს, და მათ მოთხოვნებსა და სურვილებს ჩვენი პროდუქტების დიზაინში ვითვალისწინებთ“, – განაცხადა Acer-ის გუნდის წევრმა, ანჯელა ლიმ ConceptD-ის წარდგენისას.

გაუმჯობესებული მოდელების მომხმარებლისთვის შეთავაზება Acer-ისგან უჩვეულო სულაც არ არის. კომპანია, რომელიც ამჟამად 160-ზე მეტ ქვეყანაში ოპერირებს, მსგავსი სიახლეებით მომხმარებლებს ყოველწლიურად ანებივრებს. კომპანიამ 27 მაისს არა მხოლოდ ახალი პროდუქტები, არამედ ტექნოლოგიებიც წარადგინა და ასეთია, მაგალითად, SpatialLabs-ი, რომელიც ბოლო თაობის, უახლეს ოპტიკურ გადაწყვეტებს გვთავაზობს, ახალი სენსორული ტექნოლოგიებითა და ეკრანით, რომელსაც მომხმარებლის ვირტუალური სამყარო ფიზიკურ განზომილებაში გადაჰყავს. ეს არის სტერეოსკოპული 3D გამოცდილება, რომელიც ტექნოლოგიური ინჟინრების შთამბეჭდავი ნამუშევარია. SpatialLabs-ს ასევე ძალიან მოსახერხებელი ხელსაწყოს – Unreal Engine-ის მხარდაჭერაც აქვს, რაც საშუალებას აძლევს მომხმარებელს, ინტერაქტიური კონტენტი სხვადასხვა პერსპექტივით შექმნას. შექმნილი კონტენტი კი ეკრანზე 360 გრადუსის დიაპაზონით ჩანს, რაც მომხმარებელს კომპიუტერში შესრულებული ნამუშევრის სრული სპექტრით დანახვის შესაძლებლობას აძლევს ისე, რომ ამისთვის 3D-ს სპეციალური სათვალე არ არის საჭირო.

გარდა ამისა, Acer-ის ამ ხაზის ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა ისაა, რომ ის მომხმარებელს სთავაზობს  მზერის ამომცნობ სისტემას (eye tracking system), რომელიც მომხმარებლის თავისა და თვალების მოძრაობას აფიქსირებს.

კომპანიის ახალი სიტყვაა Acer Earthion-იც, რომელიც, გარდა იმისა, რომ თანამედროვე ტექნოლოგიური მახასიათებლებით გამოირჩევა, ასევე არის „ეკოლოგიური“ პროდუქტი. მწვანე პროცესების გააქტიურება ხომ თანამედროვე მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი გამოწვევაა, ეს განსაკუთრებით ტექნოლოგიურ კომპანიებს ეხება. Acer-მა უკვე დაიწყო ამ მხრივ ნაბიჯების გადადგმა და ახალი მიზანიც დაისახა.

ახალი პლატფორმა Earthion-ი ნიშნავს Earth – დედამიწას და Mission – მისიას. „ჩვენი მისია ჩვენი თაობების გარემოსდაცვითი გამოწვევების ინტეგრირებული ინოვაციური გამოსავლებით გადაწყვეტაა“, – აცხადებენ კომპანიაში.

Acer-ი უკვე შეუერთდა გლობალურ ინიციატივა RE100 initiative-ს და პირობა დადო, რომ 2035 წლისთვის მსოფლიოს განახლებად ენერგიაზე გადასვლაში საკუთარ წვლილსაც შეიტანს. სწორედ ამ მიზნით შეიქმნა ნოუტბუკი Aspire Vero-ც, რომელიც ამ კომპანიის პირველი, მდგრად მიზნებზე ორიენტირებული პროდუქტია.

„აღფრთოვანებული ვარ, რომ ვხედავ ჩვენს თანამშრომლებსა და პარტნიორებს, რომლებიც ხვდებიან, რომ მათაც შეუძლიათ მიიღონ სწორი გადაწყვეტილებები ჩვენი მომავალი თაობებისთვის გარემოს დაცვის მიზნით“, – ამბობს Acer-ის საოპერაციო მიმართულების თანათავმჯდომარე ტიფანი ჰუანგი და დასძენს, რომ Acer Earthion-ის მისია დედამიწის დასაცავად განახლებად ენერგიაზე 100%-ით გადასვლას და სხვა მწვანე პროცესების განვითარებას კიდევ უფრო დააჩქარებს.

მაინც რით იქნება გამოჩეული Aspire Vero? ის იქნება მე-11 თაობის „ინტელის“ პროცესორით აღჭურვილი მოწყობილობა, რომლის 1-ტერაბაიტიანი მოცულობა მომხმარებელს აძლევს საშუალებას, უამრავი მუსიკა, ფილმი და ფაილი შეინახოს. სხვა ტექნიკურ მახასიათებლებს აქ აღარ ჩამოვთვლით, თუმცა მცირედი მის „ეკოლოგიურობაზეც“ ვთქვათ. ამ მოდელის ნოუტბუკების ჩარჩო და კლავიატურა გადამუშავებული, ხელმეორედ გამოყენებული პლასტმასისგან იქნება დამზადებული. მისი ჩანთა და შესაფუთი მასალა კი 100%-ით გადამუშავებული ინდუსტრიული პლასტმასით იქნება შექმნილი.

Aspire Vero-ს შექმნა Acer-ის მიერ „მწვანე გადაწყვეტილების“ პირველი შემთხვევა არ არის, კომპანიამ, მაგალითად, 2020 წელს ნოუტბუკების შესაფუთად ხელმეორედ გამოყენებული ქაღალდი გამოიყენა, რითაც 8,750 კგ ქაღალდი დაიზოგა და პოლიეთილენის პარკის გამოყენება 20 მლნ-ით შეამცირა.

27 მაისის გლობალური პრესკონფერენციის საფუძველზე შეიძლება დავასკვნათ, რომ Acer-ის 7500 თანამშრომელი მუდივად ძიების პროცესშია – ისინი ქმნიან, იკვლევენ, ყიდიან და უზრუნველყოფენ პროგრამულ გადაწყვეტილებებს, რომლებიც ადამიანებსა და ტექნოლოგიებს შორის ბარიერებს ნელ-ნელა ამსხვრევს.

Previous Post

“Investors in Georgia Discover That Ease of Doing Business Rankings Can Be Deceptive”

Next Post

გლობალური სტარტაპ ფონდის ინვესტორები ქართული სტარტაპების მხარდასაჭერად

თინათინ ინაური

Next Post
გლობალური სტარტაპ ფონდის ინვესტორები ქართული სტარტაპების მხარდასაჭერად

გლობალური სტარტაპ ფონდის ინვესტორები ქართული სტარტაპების მხარდასაჭერად

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

March 17, 2026
საქართველოს 150 ყველაზე შემოსავლიანი კომპანია

საქართველოს 150 ყველაზე შემოსავლიანი კომპანია

April 12, 2024

Game of Thrones spending just as long making fewer episodes

November 1, 2025

With 150 million daily active users, Instagram Stories is launching ads

November 2, 2025
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

March 17, 2026
Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
თებერვალში ფულადი გზავნილები 26.9%-ით შემცირდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 13.4%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

November 17, 2025

Recent News

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

March 17, 2026
Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
თებერვალში ფულადი გზავნილები 26.9%-ით შემცირდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 13.4%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

November 17, 2025
NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

HEADER TEXT

  • Button
  • Button
  • Button
  • Button

HEADER TEXT

  • Button
  • Button
  • Button
  • Button

HEADER TEXT

  • Button
  • Button
  • Button
  • Button

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result