ქვეყნები, სადაც ყველაზე მეტი მილიარდერი ქალი ცხოვრობს

წასაკითხი დრო 1 წუთი
წასაკითხი დრო 1 წუთი

Forbes-ის უმდიდრესი ქალების სია 328 ადამიანისგან შედგება, რაც წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით 36%-ითაა გაზრდილი. აქედან ყველაზე მეტი – 85 ქალი – ამერიკის შეერთებულ შტატებში ცხოვრობს და მათი ქონება ჯამურად $555 მილიარდს აღწევს.

აღნიშნული მაჩვენებლით მეორე ადგილზე გერმანია დგას 29 მილიარდერი ქალითა და მათი $102.5-მილიარდიანი საერთო სიმდიდრით.

City A.M.-ი გვთავაზობს იმ ქვეყნების ჩამონათვალს, სადაც ყველაზე მეტი უმდიდრესი ქალი ცხოვრობს.

ქვეყანა მილიარდერი ქალების რაოდენობა ჯამური ქონება
აშშ 85 $555 მლრდ
გერმანია 29 $102.5 მლრდ
ჩინეთი 26 $165.7 მლრდ
იტალია 13 $34.7 მლრდ
ჰონგ-კონგი 10 $64.8 მლრდ
ავსტრალია 9 $40 მლრდ
ბრაზილია 9 $18.4 მლრდ
შვეიცარია 9 $34.4 მლრდ
ინდოეთი 7 $23.7 მლრდ
ესპანეთი 7 $19.5 მლრდ
შვედეთი 7 $32 მლრდ
საფრანგეთი 5 $95 მლრდ
კანადა 4 $8 მლრდ
დანია 4 $19.9 მლრდ
სამხრეთი კორეა 4 $8.8 მლრდ
თურქეთი 4 $8.6 მლრდ
ისრაელი 3 $6.7 მლრდ
ნორვეგია 3 $6.7 მლრდ
რუსეთი 3 $15.6 მლრდ
გაერთიანებული სამეფო 3 $11 მლრდ

შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს ყველაზე მდიდარ ქალად L’Oreal-ის დამფუძნებლის მემკვიდრე, ფრანსუაზ ბეტანკურ-მაიერსი, სახელდება. წლიდან წლამდე მდიდრდება Amazon-ის დამფუძნებლის, ჯეფ ბეზოსის, ყოფილი ცოლი, მაკკენზი სკოტიც, რომელმაც პანდემიის დროს საქველმოქმედო მიზნებით $6 მილიარდი  გასცა.

ამავე თემაზე:

More to read