Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი

მსოფლიო ბანკი: საქართველოს მწვანე ზრდის პოტენციალის ეფექტიანი გამოყენება შეუძლია

by თინათინ ინაური
May 18, 2021
in ეკონომიკა, საქართველო, ქართულად, ყველა სიახლე
0
მსოფლიო ბანკი: საქართველოს მწვანე ზრდის პოტენციალის ეფექტიანი გამოყენება შეუძლია
0
SHARES
0
VIEWS

მსოფლიო ბანკმა და საქართველოს მთავრობამ მსოფლიო ბანკის ბოლოდროინდელი ანგარიშის „საქართველო: გზა მწვანე და მედეგი განვითარებისკენ“ მიგნებები და რეკომენდაციები განიხილეს. ანგარიშში მწვანე და მდგრად განვითარებაზე გადასვლასთან დაკავშირებით საქართველოს პოტენციალია გამოკვლეული. გარდა ამისა,  სასოფლო-სამეურნეო და სატყეო მიწისა და სანაპირო ზოლის დაბინძურებითა და დეგრადაციით გამოწვეული სავარაუდო დანაკარგებია შეფასებული.

„მსოფლიო ბანკი საქართველოს მთავრობის გვერდით დგას ეკონომიკის აღდგენის მწვანე გზაზე. მოხარულნი ვართ, რომ ჩვენი ტექნიკური ცოდნა, გამოცდილება და ანალიზი ხელს უწყობს საქართველოს მწვანე გარდაქმნას, რეაგირებას ახდენს ბუნებრივი რესურსების დეგრადაციაზე, ამცირებს რესურსებზე დამოკიდებული ადამიანების მოწყვლადობას და განსაზღვრავს მწვანე განვითარების სტრატეგიას, რომელიც შესაფერისი და ეფექტიანია მთელი საქართველოსთვის  – როგორც სანაპირო ზოლისა და დაბლობისთვის, ისე მთიანი რეგიონებისა და ქალაქებისთვის.  ქვეყნის მთავრობამ აჩვენა, რომ ის მზადაა, ეს უნიკალური შესაძლებლობა გამოიყენოს და ჩვენც საქართველოს გვერდით ვართ მწვანე განვითარებისკენ მიმავალ ამ გზაზე“, – აღნიშნა  მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში სებასტიან მოლინეუსმა.

„საქართველოს მთავრობა აღიარებს მწვანე ეკონომიკის შესაძლებლობებს ქვეყნისათვის და მისი მდგრადი ეკონომიკური ზრდის პოტენციალის განხორციელებისთვის, კერძოდ, სამუშაო ადგილების შექმნისა და სიღარიბის დაძლევის კუთხით. პანდემიით განპირობებული გამოწვევების მიუხედავად, ჩვენ ვცდილობთ ქვეყნის კანონმდებლობის დაახლოებას მწვანე განვითარების მიმართულებით არსებულ საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკასთან.   ეკონომიკურ განვითარებაზე კლიმატის ცვლილებით გამოწვეული ზემოქმედების მნიშვნელობის გათვალისწინებით, დიდად ვაფასებთ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების, მათ შორის, მსოფლიო ბანკის მხრიდან  ქვეყნის მწვანე გარდაქმნაში ჩვენს მხარდაჭერას“, – განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველმა მოადგილემ ეკატერინე მიქაბაძემ.

აღსანიშნავია, რომ მსოფლიო ბანკის ანგარიშის მიხედვით, 2018 წელს ჰაერის დაბინძურებამ საქართველოში 4,000-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, ხოლო ეკონომიკურმა დანაკარგმა  560 მლნ აშშ დოლარი – ანუ მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) 3% შეადგინა. სასოფლო-სამეურნეო და სატყეო მიწის დეგრადაციით გამოწვეული ხარჯები, რაც განსაკუთრებით ძლიერ გავლენას ახდენს მიწის დამუშავებით მოსაზრდოვე სოფლის ღარიბ მოსახლეობაზე, 128 მლნ აშშ დოლარით შეფასდა. ლანდშაფტების აღდგენა ამ ადამიანთა შემოსავლის დეფიციტს, სავარაუდოდ, 6 %-ით შეამცირებს.

მსოფლიო ბანკი მიუთითებს, რომ კლიმატის ცვლილება კიდევ უფრო გაამწვავებს გარემოს დეგრადაციას, განსაკუთრებით -საქართველოს სანაპირო ზოლში. 2018 წელს კლიმატის ცვლილებით გამოწვეული წყალდიდობების, ეროზიის, ნარჩენების უმართაობისა და ნიადაგის დეგრადაციის ეკონომიკურმა ღირებულებამ სანაპირო ზოლის მთლიანი შიდა პროდუქტის დაახლოებით 5 პროცენტი შეადგინა. ანგარიშში ხაზგასმულია ბუნებრივი აქტივების მნიშვნელობა საქართველოს გრძელვადიანი განვითარებისთვის და ასევე აღნიშნულია,  რომ COVID-19-ის პანდემიის შემდგომ პერიოდში ეკონომიკის აღდგენა ქვეყნისათვის უკეთესი, უფრო სამართლიანი და მწვანე განვითარების შესაძლებლობას იძლევა.

მსოფლიო ბანკის გლობალურ ცოდნას და მხარდაჭერას მწვანე განვითარების მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს საქართველოს  ევროკავშირთან დაახლოებაში. ევროკავშირის წევრობა  ქვეყნის  გამწვანებას და „ევროპულ მწვანე გარიგებასთან“ შესაბამისობის მიღწევას ნიშნავს, რომელიც მალე განვითარების თვალსაზრისით ევროკავშირის მიდგომის განმსაზღვრელი ფაქტორი გახდება.

ცნობისთვის, 2015 წლის პარიზის ხელშეკრულების თანახმად, საქართველომ იკისრა მდგრადი განვითარების გაძლიერებისა და გლობალური დათბობის შეზღუდვის ვალდებულება ეროვნულ დონეზე  განსაზღვრული წვლილის ახლახან განახლებული დოკუმენტის საშუალებით, რომელიც ითვალისწინებს კონკრეტულ ღონისძიებებს სათბური აირების ემისიის შემცირებისა და კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაციის მხრივ. ამ განახლებული დოკუმენტის ფარგლებში, საქართველომ 2030 წლისთვის აიღო სათბური აირების  35 პროცენტით შემცირების ვალდებულება, 1990 წელს დაფიქსირებულ მაჩვენებელთან შედარებით. მიმდინარე წელს გლაზგოში დაგეგმილ მხარეთა კონფერენციაზე საქართველო და პარიზის ხელშეკრულების ყველა ხელმომწერი ქვეყანა წარადგენს ანგარიშგებას ამ სამიზნე მაჩვენებლების მიღწევისაკენ გადადგმული ნაბიჯების შესახებ.

„მსურს შევაქო საქართველოს მთავრობა ქვეყნის უნიკალური სანაპირო და საზღვაო რესურსების მნიშვნელობის აღიარებისთვის და კლიმატის ცვლილებისადმი სანაპირო ზოლში ადაპტაციის ღონისძიებების ხაზგასმისთვის ეროვნულ დონეზე განსაზღვრული წვლილის განახლებულ დოკუმენტში. ბუნებრივი რესურსების მდგრადი გამოყენება, მათ შორის შავიზღვისპირა ტერიტორიებზე, და ტურიზმის აღდგენა COVID-19-ის პანდემიის შემდეგ ჩვენთვის პრიორიტეტულ ქმედებათა შორის იქნება“, – აღნიშნა მსოფლიო ბანკის მდგრადი განვითარების მიმართულების რეგიონულმა დირექტორმა სტივენ შონბერგერმა.

ანგარიშში მითითებულია,  რომ მწვანე განვითარების მოდელი მოითხოვს დარგობრივი პოლიტიკის სფეროში მთელი რიგი პრინციპული გადაწყვეტილებების მიღებას, რომლებიც გააძლიერებს ტყისა და ლანდშაფტების მართვას, განავითარებს კლიმატისადმი მედეგ სანაპირო ზოლს, ხელს შეუწყობს დაბინძურების შემცირებას და მრავალდარგობრივი მიდგომის შემუშავებას მდგრადი განვითარების მიმართ.

მსოფლიო ბანკი აცხადებს, რომ მხარს დაუჭერს საქართველოსთვის მწვანე განვითარების გზის განმსაზღვრელ პლატფორმას, რომელიც ეროვნულ დონეზე განსაზღვრული წვლილის სამიზნე მაჩვენებლების მიღწევაზე იქნება ორიენტირებული. ამ გზაზე პრიორიტეტულ ღონისძიებებს შორისაა რესურსების ეფექტიანი გამოყენების პოლიტიკის დანერგვა, დაბალნახშირბადიანი განვითარება და კლიმატის ცვლილებისადმი ადაპტაცია. ასევე, ტექნოლოგიური ინოვაციებისა  და გარემოს დაზოგვაზე ორიენტირებული დარგების და იქ შექმნილი სამუშაო ადგილების პოპულარიზაცია.

Previous Post

სატელევიზიო სარეკლამო შემოსავლები გაიზარდა – I კვარტალის რეიტინგი

Next Post

Georgia On the Road to Green and Resilient Growth

თინათინ ინაური

Next Post
Georgia On the Road to Green and Resilient Growth

Georgia On the Road to Green and Resilient Growth

Stay Connected test

  • 24k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
Global Finance-მა თიბისი საქართველოში ვალუტის გაცვლითი სერვისების საუკეთესო მიმწოდებლად დაასახელა

Global Finance-მა თიბისი საქართველოში ვალუტის გაცვლითი სერვისების საუკეთესო მიმწოდებლად დაასახელა

April 29, 2026
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0

Swift Casino: High‑Speed Gaming für den flashy Player

June 15, 2026

Candy Spinz: Schnelles Drehen, Große Nervenkitzel – Das ultimative Kurz‑Session‑Slot‑Erlebnis

June 15, 2026

MadNix Casino: Quick Play, Big Wins – A Short‑Session Experience

June 15, 2026

Последние изменения в работе ссылки на Кракен: что важно знать

June 14, 2026

Recent News

Swift Casino: High‑Speed Gaming für den flashy Player

June 15, 2026

Candy Spinz: Schnelles Drehen, Große Nervenkitzel – Das ultimative Kurz‑Session‑Slot‑Erlebnis

June 15, 2026

MadNix Casino: Quick Play, Big Wins – A Short‑Session Experience

June 15, 2026

Последние изменения в работе ссылки на Кракен: что важно знать

June 14, 2026
NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result