Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
Home ყველა სიახლე საქართველო

ლევან ვასაძის ბიზნესები რუსეთსა და საქართველოში

by თინათინ ინაური
May 10, 2021
in საქართველო, ქართულად, ყველა სიახლე
0
ლევან ვასაძის ბიზნესები რუსეთსა და საქართველოში
0
SHARES
0
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

ბიზნესმენ ლევან ვასაძის ბიზნესსაქმიანობა, რომელმაც პოლიტიკაში მოსვლის შესახებ გასულ კვირას განაცხადა და საზოგადოებრივ-პოლიტიკური მოძრაობა “ერთობა, რაობა, იმედი” წარადგინა, ძირითადად რუსეთის ფედერაციას უკავშირდება. ვასაძის საინვესტიციო კომპანია რამდენიმე მსხვილ ბიზნესში სწორედ საქართველოს ჩრდილოელ მეზობელ ქვეყანაში იყო ჩართული.

სტარტი და საინვესტიციო ფონდები კაიმანის კუნძულებზე

1998-2006 წლებში იგი რუსეთის ერთ-ერთ მსხვილ ჰოლდინგში АФК “Система”-ში მუშაობდა და პირველი ვიცე-პრეზიდენტის პოსტსაც იკავებდა. АФК “Система”-ს მიერ ლონდონის საფონდო ბირჟაზე გასვლის შემდეგ, 2006 წელს, ვასაძე კომპანიის დაქვემდებარებაში არსებული სადაზღვევო ფირმა ROSNO-ს ხელმძღვანელი გახდა. 2007 წელს გერმანულმა ჰოლდინგმა Allianz–მა რუსული АФК “Система”-სგან ROSNO-ს წილი $750 მილიონად იყიდა. ამ გარიგების შემდეგ ლევან ვასაძემ კომპანიის ხელმძღვანელის პოსტი დატოვა.

მომდევნო წლებში ლევან ვასაძემ პარტნიორებთან ერთად კაიმანის კუნძულებზე საინვესტიციო ფონდები Prometheus Capital Partners-ი და CIS Acquisition-ი დააარსა. 2010 წელს ვასაძის Prometheus Capital Partners-მა $50-მილიონიანი სესხის მისაღებად EBRD-ს მიმართა. ბანკის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ ამ პერიოდში ვასაძის ფირმა $350 მილიონის მოცულობის საინვესტიციო პორტფელის შექმნას ცდილობდა. თუმცა, EBRD-ის ვებგვერდის თანახმად, ეს გარიგება არ შედგა.

ზოომაღაზიების ქსელი

2010 წელს ლევან ვასაძის საინვესტიციო კომპანია Prometheus  Capital Partners-მა ზოომაღაზიების ქსელის “Бетховен”-ის და “ზოობუმის” საკონტროლო პაკეტი შეიძინა. 2017 წელს რუსულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ვასაძე კომპანიაში წილის გაყიდვას გეგმავდა. რუსული მედიის ინფორმაციითვე, ამ პერიოდში კომპანიის ღირებულება 5 მილიარდ რუბლად, ანუ დაახლოებით $70 მილიონად, ხოლო მასში ლევან ვასაძის საკონტროლო პაკეტის წილი კი 3-3.5 მილიარდ რუბლად, ანუ $40-$45 მილიონად იყო შეფასებული. თუმცა, როგორც ვასაძემ რამდენიმე დღის წინ განაცხადა, ის ზოომაღაზიების ქსელში წილს ამ დრომდე ინარჩუნებს.

“მე მაქვს მხოლოდ წილი მაღაზიების ქსელში, რომელიც არის ზოომაღაზიებში და ჩემი ამ გადაწყვეტილების შემდეგ [პოლიტიკაში მოსვლის] ვაპირებ, გავყიდო ეს წილი, რათა აღარ მქონდეს აღარანაირი კავშირი ამ ჩემს ბიზნესთან”,- განუცხადა ლევან ვასაძემ „რუსთავი 2“-ს.

რუსული IT კომპანიის AT Consulting-ის შესყიდვა

2016 წლიდან 2017 წლის ივნისამდე ლევან ვასაძე ფლობდა და ხელმძღვანელობდა რუსულ IT საკონსულტაციო ფირმა AT Consulting-ს, რომელიც, კომპანიის ვებგვერდის თანახმად, ამ პერიოდში 2500-ზე მეტ ადამიანს ასაქმებდა. 2016 წელს კომპანიის შემოსავალი 11.87 მილიარდი რუბლი იყო. რაც ამ პერიოდის გაცვლითი კურსის მიხედვით, $160 მილიონამდე იყო. Vedomosti-ის ინფორმაციით, ამ კომპანიის მაჟორიტარული წილი და მართვის უფლებაც მის წინა მფლობელს, სერგეი შილოვს დაუბრუნდა.

2017 წლის მაისში RBK-სთან ინტერვიუში ვასაძემ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციას გლობალურ IT კონსალტინგის სფეროში ერთ-ერთი ლიდერის პოზიციის დაკავება შეუძლია და ამ მხრივ ინვესტიციაც კომპანიის შესაძლებლობების გაფართოების მიზნით განახორციელა. ინტერვიუდან მალევე ვასაძემ კომპანია დატოვა.

2015 წლის ივნისში ცნობილი გახდა, რომ ლევან ვასაძე АФК “Система”-ს მმართველობის საბჭოს დაუბრუნდა და საინვესტიციო პორტფელის მიმართულებით ვიცე-პრეზიდენტი გახდა. თუმცა შემდეგ ეს პოსტი ისევ დატოვა.

ლევან ვასაძის ქართული ბიზნესი

საქართველოში ლევან ვასაძის აქტივებს შორის ცქრიალა ღვინის მწარმოებელი უმსხვილესი კომპანია “ბაგრატიონი 1882”-ია.
კომპანიის მიერ reportal.ge-ისთვის წარდგენილი ფინანსური ანგარიშის თანახმად, 2019 წელს სააქციო საზოგადოება “ბაგრატიონი 1882”-ის შემოსავალი 8,915,606 ლარი იყო. ფინანსური ანგარიშგების მიხედვით, ეს კომპანია 2019 წელს 1,620,124 ლარის ზარალზე იყო. საბალანსო უწყისის მიხედვით, კომპანიას 22,044,135 ლარის აქტივები ეკუთვნის.

“ბაგრატიონი 1882”-ის გენერალური დირექტორი ლევან ვასაძის მეუღლე ნინო დურგლიშვილია. კომპანიის 96,82%-იან წილს ვასაძესთან დაკავშირებული ლუქსემბურგული კომპანია “ქორ ინვესტი” ფლობს.

კიდევ ერთი ბიზნესი, რომელშიც ლევან ვასაძე საქართველოში არის ჩართული, სასკოლო განათლების სფეროა. მისი მეუღლე ნინო დურგლიშვილი ფლობს კიკეთში მდებარე იაკობ გოგებაშვილის სასწავლების 100%-იან წილს.

კომპანიის მიერ reportal-ზე წარდგენილი ფინანსური ანგარიშის თანახმად, 2019 წელს სკოლის შემოსავალი 978,514 ლარი, მისი წმინდა მოგება კი 266,239 ლარი იყო. სკოლის აქტივების მოცულობა 2019 წლის ბოლოსთვის 1,952,743 ლარს შეადგენდა.

2013-დან 2016 წლამდე ლევან ვასაძე ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული საინვესტიციო ფონდის – თანაინვესტირების ფონდის მმართველი კომპანიის “ჯი სი ეფ პარტნიორების” 16%-იან წილს ფლობდა. ამასთან, ვასაძემ 2013 წელს “თანაინვესტირების ფონდის” პრეზენტაციაზე განაცხადა, რომ ის ფონდის მრჩეველთა საბჭოს წევრი იქნებოდა.

ამასთან, ცნობილია, რომ ლევან ვასაძის და, თამარ ვასაძე ფლობს 83%-იან წილს ეროვნული სამოსის მწარმოებელ ბრენდ “სამოსელი პირველში”.

Previous Post

ეკონომიკური კალენდარი: რას უნდა ველოდოთ მიმდინარე კვირას?

Next Post

Spotify-ის CEO-ს „არსენალის“ შეძენა სურს

თინათინ ინაური

Next Post
Spotify-ის CEO-ს „არსენალის“ შეძენა სურს

Spotify-ის CEO-ს „არსენალის“ შეძენა სურს

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

March 17, 2026
საქართველოს 150 ყველაზე შემოსავლიანი კომპანია

საქართველოს 150 ყველაზე შემოსავლიანი კომპანია

April 12, 2024

Game of Thrones spending just as long making fewer episodes

November 1, 2025

With 150 million daily active users, Instagram Stories is launching ads

November 2, 2025
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

March 17, 2026
Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
თებერვალში ფულადი გზავნილები 26.9%-ით შემცირდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 13.4%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

November 17, 2025

Recent News

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

March 17, 2026
Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
თებერვალში ფულადი გზავნილები 26.9%-ით შემცირდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 13.4%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

November 17, 2025
NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

HEADER TEXT

  • Button
  • Button
  • Button
  • Button

HEADER TEXT

  • Button
  • Button
  • Button
  • Button

HEADER TEXT

  • Button
  • Button
  • Button
  • Button

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result