Subscribe
  • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
  • Forbes Life
  • მოსაზრება
  • რუბრიკები
  • პროექტები
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • გამოცემები
  • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
  • Forbes Life
  • მოსაზრება
  • რუბრიკები
  • პროექტები
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • გამოცემები
Home ყველა სიახლე ქართულად

ჩეხეთის განვითარების სააგენტო საქართველოში წლიურად 2 მლნ ევროს პროექტებს ახორციელებს

by თინათინ ინაური
April 20, 2021
in ქართულად, ყველა სიახლე
0
დელეგაცია ჩეხეთიდან – ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ორი მემორანდუმი გაფორმდება
0
SHARES
0
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

ჩეხეთის განვითარების სააგენტო საქართველოში წლის განმავლობაში დაახლოებით 2 მლნ ევროს ოდენობის პროექტებს ახორციელებს. ამის შესახებ Forbes Georgia-სთან ინტერვიუში ჩეხეთის განვითარების სააგენტოს დირექტორმა, იან სლივამ განაცხადა. სლივა საქართველოში ჩეხეთის დელეგაციის ოფიციალურ ვიზიტს ხელმძღვანელობს, რომელიც 19 აპრილს დაიწყო და 22 აპრილს დასრულდება.

„საქართველოზე ჩვენი თანამშრომლობის დიდი წილი მოდის. ეს ცოტათი ნაკლებია, მაგალითად, ეთიოპიაზე, ბოსნიასა და მოლდოვაზე. თუმცა, ის პროექტები, აქ რასაც ვახორციელებთ, საკმაოდ ხარისხიანია. სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით, ჩვენ აქ მასშტაბურ ინფრასტრუქტურას არ უზრუნველვყოფთ. ჩვენ უფრო მცირე პროექტებს ვაკეთებთ, თუმცა – უფრო მიზნობრივს. შეიძლება ითქვას, რომ ექვს ქვეყანას შორის, საქართველო ალბათ ყველაზე განვითარებულია და ყველაზე მარტივია აქ მუშაობა“, – აღნიშნა იან სლივამ.

ჩეხეთის განვითარების სააგენტოს მიმდინარე წელს საქართველოში 18  პროექტი აქვს. პროექტები მრავალფეროვანია, მათ შორის ჯანდაცვის, აგროტურიზმის, გარემოს დაცვის სფეროებში.

„ყველა ჩვენი პროექტი რაღაც კუთხით მაინც განვითარებაზეა ორიენტირებული, იქნება ეს თაფლის წარმოება თუ სხვა. მაგალითად, გვაქვს საკმაოდ კომპლექსური პროექტი მეტყევეობაში. ეს პროექტები ეხმარება საქართველოს, განავითაროს სოფლის მეურნეობის ეკონომიკა. და თუ, მაგალითად, ეს ეხება DCFTA-ს, დავეხმაროთ მათ ექსპორტში. პროექტები, რა თქმა უნდა, საქართველოს მთავრობასთან ერთად ხორციელდება და ყოველთვის საქართველოს პრიორიტეტების შესაბამისია“, – განაცხადა ჩეხეთის განვითარების სააგენტოს დირექტორმა.

ცნობისთვის, ჩეხეთის განვითარების სააგენტოს დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში ხუთშაბათს, თბილისში მეფუტკრეობის მულტიფუნქციური რეგიონული ცენტრის გახსნა იგეგმება. დელეგაცია ასევე ეწვევა რუხისა და ბათუმის საავადმყოფოებს აჭარაში. რუხისა და ბათუმის ახალაშენებული საავადმყოფოები თანამედროვე ტექნიკით სწორედ ჩეხეთის განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით აღიჭურვა. დელეგაცია ასევე ეწვევა ზუგდიდის სკრინინგ-ცენტრს, რომელიც ჩეხეთის განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით, ჩეხეთის რესპუბლიკის „კარიტასის“ მიერ აშენდა და აღიჭურვა.

19 აპრილს კი სააგენტოს დელეგაციამ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან ურთიერთგაგების ორ მემორანდუმს მოაწერა ხელი. მემორანდუმები გულისხმობს თანამშრომლობას ორი პროექტის ფარგლებში, რომლებიც საქართველოში ჩეხეთის რესპუბლიკის ფინანსური დახმარებით განხორციელდა: : „გზა სახლისკენ“, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოში მოზარდთა განვითარების ალტერნატიული სოციალური სერვისის შექმნას (მთლიანი ბიუჯეტი დაახლოებით 780 000 ევრო) და პირველადი ჯანმრთელობის დაცვის გაძლიერებას საქართველოში (მთლიანი ბიუჯეტი 1 233 000 ევრო).

Previous Post

მალტა, სტუმრობის შემთხვევაში, თქვენს მოგზაურობას დააფინანსებს

Next Post

თიბისის მხარდაჭერით, მცხეთის მუნიციპალიტეტში ახალი სასათბურე მეურნეობა ამოქმედდა

თინათინ ინაური

Next Post
თიბისის მხარდაჭერით, მცხეთის მუნიციპალიტეტში ახალი სასათბურე მეურნეობა ამოქმედდა

თიბისის მხარდაჭერით, მცხეთის მუნიციპალიტეტში ახალი სასათბურე მეურნეობა ამოქმედდა

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

March 17, 2026
საქართველოს 150 ყველაზე შემოსავლიანი კომპანია

საქართველოს 150 ყველაზე შემოსავლიანი კომპანია

April 12, 2024

Game of Thrones spending just as long making fewer episodes

November 1, 2025

With 150 million daily active users, Instagram Stories is launching ads

November 2, 2025
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

March 17, 2026
Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
თებერვალში ფულადი გზავნილები 26.9%-ით შემცირდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 13.4%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

November 17, 2025

Recent News

NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

HEADER TEXT

  • Button
  • Button
  • Button
  • Button

HEADER TEXT

  • Button
  • Button
  • Button
  • Button

HEADER TEXT

  • Button
  • Button
  • Button
  • Button

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result