Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი

გოგალენდი – სამოთხე დედამიწაზე

by Davit Tsiramua
July 13, 2021
in Forbes Life, ანტრეპრენიორები, პროფილი, რედაქტორი, სტილი
0
გოგალენდი – სამოთხე დედამიწაზე
0
SHARES
0
VIEWS

წინასწარ ბოდიშს მოვუხდი მკითხველს, რადგან საავტორო გადმოცემას ემოციები ყოველთვის თან სდევს. ხუთი წელია, რაც Forbes-ს ვუძღვები საქართველოში. ბევრჯერ გამჩენია აზრი და ფიქრიც, რომ ასეთ მცირე ეკონომიკის ქვეყანაში მსოფლიოს წამყვანი ბიზნესგამოცემა ზედმეტი ფუფუნებაა. შემდეგ მივყვები რუტინას და საკმაოდ უმადური მედიაბიზნესის განვითარებას კვლავ ვცდილობ გამორჩეული სამოტივაციო ისტორიებით, რომელთა მცირედი ნაწილი ლეგენდაა, ნაწილიც – სრული ჭეშმარიტება. არსებობს ამ ისტორიების კიდევ ერთი, ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი, რომელსაც მუდმივად გადამოწმება სჭირდება. თუმცა, როგორც წესი, საქართველოში არათუ გადამოწმება, არამედ სათაურის იქით არაფრის გაცნობა არ ხდება. ამიტომაც, ყველასთვის ყველაზე საინტერესო ან მოთხოვნადი მხოლოდ ზედაპირზეა. შესაბამისად, ჩვენი ასწრაფებული ყოველდღიურობაც ძალზე ზედაპირული გახდა. ჩემი ჩათვლით, ან თამადობით – მკითხველთა უმრავლესობაც ზედაპირულია. ჩვენ მიერ დასახული ამოცანები გამარტივებულია, დასახული მიზნების მიღწევა აღარ საჭიროებს განსაკუთრებულ მომზადებას ან დაძაბვას. ამ ზედაპირულობით თითქოს გავიმარტივეთ ყოველდღიურობა, გადავეშვით უსაშველო რუტინაში და აღარ ვისახავთ შეუძლებელ მიზნებს, და შეუძლებელი ამოცანების ამოხსნის ამბიციაც დავკარგეთ. იმ კეთილ საბჭოთა ფილმში როგორც არის: ჩვენ საბოლოოდ დავკარგეთ ავანტიურისტული სული და გადავეჩვიეთ დიდი სისულელეების კეთებას…

ამას წინათ, მშობლების სახლიდან, მამაჩემის სამუშაო კაბინეტიდან უცხო სიტყვათა ლექსიკონი წამოვიღე, რომელიც მუდმივად მიდევს Forbes-ის სამუშაო ოთახში. ამას წინათ გადავშალე, მაინტერესებდა სიტყვა ავანტიურის მნიშვნელობა როგორ იყო განმარტებული ამ გამოცემაში. გაგიკვირდებათ და, იქვე მივიღე კიდევ ერთი დასტური ჩემი ზედაპირული განათლებისა. ფრანგული წარმოშობის aventure თურმე ნიშნავს: “უპერსპექტივოდ, რეალური ძალებისა და პირობების გაუთვალისწინებლად, შემთხვევითი წარმატების იმედით წამოწყებული საქმე”. გამეღიმა. გამახსენდა 25, 20, ზოგიერთი 30 წლის წინ როგორ და რა პირობებში იწყებდა ბიზნესს საქართველოში. ერთი დიდი ავანტიურის ნაწილი იყო ეს ყველაფერი. თუ არ ჩავთვლით მავნებლობას, რომ 90-იანებში ისე გავაპარტახეთ ეკონომიკა, რომ მეორე მსოფლიო ომის დონის დანაკარგები მივიღეთ. აი, გერმანიამ საიდანაც დაიწყო ამოსვლა გასული საუკუნის 40-იანი წლების ბოლოს, დაახლოებით მაგ დონით იწყებს ათვლას ჩვენი ეკონომიკური დამოუკიდებლობა. ანუ მინუსებიდან.

ავანტიურაა? ალბათ. შეიძლება, მეტიც.

ჰოდა, ასე მოვქოჩიალდით 21-ე საუკუნემდე. გზად კიდევ ბევრი დანაკარგი ვნახეთ – მეტწილად ემოციური გადაწყვეტილებების გამო. რაღაც ეტაპზე ისიც გავიაზრეთ, რომ რაც მაგრები ვართ, ქართველები არ ვართ და ერთეულები შრომასაც შეუდგნენ ახალ სივრცესა და გარემოში. ცხადია, თამაშის წესების გარეშე. ბიზნესში ახალი თაობა მოდიოდა – ხულიგნების და ავანტიურისტების თაობა.

ავანტიურის ლექსიკონისეული განმარტებისგან განსხვავებით, Google-ს გაცილებით კნინობითი ახსნა აქვს ავანტიურისტისა. თუმცა შევეშვათ ამ თემას – მით უმეტეს, დღეს არც ხულიგნებზე ვაპირებ დავწერო და არც ავანტიურისტებზე. მინდა მოგიყვეთ ადამიანზე, რომელიც სიტყვით და საქმით პირველ რიგში იყო პიროვნება, რომლის მაგალითზეც დგება სხვათა ქცევის წესი, ყალიბდება ზრდილობა, ოჯახები, მეგობრობა, პარტნიორობა. ზოგადად დამოკიდებულება და ურთიერთობები ადამიანებს შორის. სწორედ ასეთი ადამიანები ხდებიან სამაგალითოები ბიზნესშიც და სწორედ მათზე უნდა ვწეროთ გაუჩერებლივ, თუ გვინდა, ჩვენს მომავალ თაობას მაინც განსხვავებული და ფერადი საჩვენებელი დარჩეთ. ასეთი ადამიანები არიან მიზეზი კი არა და განმსაზღვრელები, რომ არსებობას ვეჯიუტებით და Forbes-ს გამოვცემთ 18 მლრდ $ ეკონომიკის ქვეყანაში, რომლის ჯამური ექსპორტი ლამის ნიდერლანდების პომიდვრის ან ტიტას ექსპორტს ჩამოუვარდება. მიზეზი სწორედ სამაგალითო ადამიანების წარმოჩენა და მათზე საუკეთესო ისტორიების გადმოცემაა. ამ მაგალითებზე, ნაწილობრივ ლეგენდებზე და მეტწილად სიმართლეზე იზრდებიან თაობები, რომელთაც არა მხოლოდ მიბაძვის, არამედ უკეთესისა და გაუმჯობესებულის, უპირატესის გაკეთების სურვილი უჩნდებათ. ამიტომაც მგონია, რომ ყოველთვის იქნება Forbes-ის გარშემო ერთგვარი ავანტიურა, რომელიც ამ გამოცემას ასეთი ღარიბი ეკონომიკის ქვეყანაშიც აარსებებს. ის ქვეყანა და ის საქართველო, რომელიც Forbes-ს უნდა გამოსცემდეს, მილიარდერთა და მილიონერთა რეიტინგს აკეთებდეს – 15 წელიწადში გვექნება, ისიც დღესა და ღამეს თუ გავასწორებთ შრომაში და ეფექტიანობას დავუსახავთ საკუთარ თავს მიზნად. არ მოვიპარავთ ბიუჯეტიდან ფულს, რადგან ვპარავთ საკუთარ თავს. თუ მოვიპარავთ, დავისჯებით სამართლიანად და ამას დაამტკიცებენ სანდო ადამიანები, მოსამართლეები რომ ჰქვიათ.

ჩემი ედიტორიალის გმირზე ბევრს არ დავწერ. არასწორიც არის. მასზე გაცილებით მეტის თქმა და გადმოცემა მის აურაცხელ მეგობრებს და გამორჩეულ პარტნიორებს, ნათესავებს, დიდი ოჯახის წევრებს შეუძლიათ მეტი სიზუსტით.

მე და გოგა მაისურაძე არ ვმეგობრობდით. ვიდრე ზეციურ სამოთხეში გადაინაცვლებდა, გასული წლის გაზაფხულიდან რამდენჯერმე ვიფიქრე და ალბათ ათჯერ, შეიძლება თორმეტჯერ ვართ შეხვედრილები. ძირითადად ისევ მისი უახლოესი გარემოცვის წრეში, რომლებიც, მისი ოჯახის წევრებთან და ნათესავებთან ერთად დღეს ყველაზე დიდი ჭირისუფალნი არიან.

იცით, რომ ამ სამოთხის დედამიწაზე ანუ “ლოპოტას” საერთო არქიტექტურული ნახაზი არც არსებობს და ასე, საერთო ხედვით და საყოველთაო სკეპსისის ფონზე დაქოქა ეს ალაგი გოგა მაისურაძემ 10 წლის წინ?

იცით, რომ 10 წლის წინ 3000 დოლარით აქვს დაწყებული “ლოპოტა”?

იცით, რომ პირველი სასტუმროს აშენებას ორი წელიწადი მოანდომა და საკუთარი ხელით არჩევდა მოტანილ დეკორატიულ ქვა-მასალას?

იცოდით, რომ გოგალენდის ანუ “ლოპოტას“ ნათლია გია პირადაშვილია, რომელიც ახალი თაობის ბიზნესმენების მსგავსად საბოლოოდ მოიწამლა ახალი კახეთის პერსპექტივით – იმ ახალი კახეთისა, რომლის ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი გოგა მაისურაძეა.

იცით და გახსოვთ, რომ 10 წლის წინ არც არსებობდა გეოგრაფიული ადგილი სახელად ლოპოტა.

იცით, რომ 7 ოთახით დაიწყო ლოპოტას ისტორია და იქ დღეს რეგიონში გამორჩეული ინფრასტრუქტურა და 200 სასტუმრო ოთახია?

იცით, “ლოპოტა” რომ დაიწყო, ბანკები სესხსაც არ აძლევდნენ? პირველი სასტუმროს აშენებიდან მესამე წელს მოხდა დაკრედიტება, ისიც, როცა ტურისტების პირველი ნაკადი დაიძრა.

აი ასე. და ეს სულ მცირედია გოგას ამბებიდან.

გოგალენდიდან, სადაც:

არც ტყე გაუკაფავს

არც ტბა დაუშრია.

მთა არ მოჭრა, მაგრამ აი, მთები კი გადადგა და საკუთარი პირმშო მთელ მსოფლიოს გააცნო. კახეთით „მოწამლა“ ჯერ მეგობრები, მერე მათი მეგობრები, მერე მთელი თაობა აჰყვა და კახეთი გამორჩეულად ახალი, თანამედროვე და მოდური სიყვარული გახდა.

გუნდისთვის ახალგაზრდებს სკოლებში მიაგნო – 150 მათგანი მიიყვანა, ასწავლა დამოკიდებულება, ღიმილი, ადამიანებთან, სტუმრებთან ურთიერთობა და გოგალენდის განუყოფელი ნაწილი გახადა.

არაფრისგან შექმნა წალკოტი.

არაფრისგან ეს წალკოტი აქცია სამოთხედ დედამიწაზე.

არაფრისგან მსოფლიომ გაიგო და მონიშნა
ლოპოტა.

სამუდამოდ მონიშნეს ლოპოტა, კახეთი, საქართველო…

იცით, რა იყო მისთვის დამოუკიდებელი ქვეყანა?

“ჩემთვის დამოუკიდებელი ქვეყანა არის ძლიერი ეკონომიკის ქვეყანა, რომელსაც შეუძლია საკუთარი თავის დაცვა”, – ასე ფიქრობდა მისი ქვეყნის განვითარებაზე მეწარმე, რომელიც ახალი თაობის ბიზნესმენებს შორის ყველაზე “ხულიგნური და ავანტიურისტული” პროექტის შემოქმედი იყო.

მეწარმეების ახალი თაობის ნამდვილი ვარსკვლავი იყო.

სამაგალითო იყო. ნამდვილი ბიზნესმენი.

ჭეშმარიტი ანტრეპრენიორი – არაფრის დიდებით რომ არ ითარგმნება ქართულ ენაზე.

ჰოდა, ამ საავტორო სვეტის ბოლოს უკვე ღიმილი მაქვს სახეზე, რადგან ჩართული მაქვს მანანა მანჯგალაძის #საქმიანები, მესმის გოგას მონაყოლი და ვიღებ კიდევ ერთ დასტურს, რატომ უნდა არსებობდეს საქართველოში Forbes-ი, BMG-ი და ძლიერი ბიზნესმედია. ამაზე საუბარიც მოვასწარით – ასჯერ თამამი ვიქნებოდი, შენც რომ იმ დროს დაგეწყო ბიზნესმედია, როცა მე დავიწყე ლოპოტაო.

ერთი პროექტი ჰქონდა, ლოპოტამდე, სოფლის მეურნეობას ეხებოდა. დეტალების კითხვა ამ ჩავარდნილ პროექტზე ვერ მოვასწარი.

მერე მოვიკითხავ და მოვყვები კიდევ ერთ ისტორიას თანამედროვე ქართული ბიზნესის გამარჯვების შემქმნელისაგან.

Previous Post

მილენიალების მესამედი პანდემიის შემდეგ სამსახურის მიტოვებას გეგმავს

Next Post

Tax Incentives in Georgia for It Companies Holding the Status of a “Virtual Zone Person” or an “International Company”, Which One Is Better and Why?

Davit Tsiramua

Web Director, Forbes Georgia

Next Post
Tax Incentives in Georgia for It Companies Holding the Status of a “Virtual Zone Person” or an “International Company”, Which One Is Better and Why?

Tax Incentives in Georgia for It Companies Holding the Status of a “Virtual Zone Person” or an “International Company”, Which One Is Better and Why?

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

March 17, 2026
პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

April 8, 2025
„ქალაქი უპუროთ“

„ქალაქი უპუროთ“

March 7, 2023
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
თებერვალში ფულადი გზავნილები 26.9%-ით შემცირდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 13.4%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

November 17, 2025

Recent News

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
თებერვალში ფულადი გზავნილები 26.9%-ით შემცირდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 13.4%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

November 17, 2025
NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result