Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი

მარტის მონაცემებით, აშშ-ში სამუშაო ადგილების რაოდენობა 916 000-ით გაიზარდა

by თინათინ ინაური
April 6, 2021
in მსოფლიო, ქართულად, ყველა სიახლე
0
მარტის მონაცემებით,  აშშ-ში სამუშაო ადგილების რაოდენობა 916 000-ით გაიზარდა
0
SHARES
0
VIEWS

ამერიკის შეერთებულ შტატებში მიმდინარე წლის მარტში სამუშაოების რაოდენობა წინა ზაფხულთან შედარებით საგრძნობლად გაიზარდა, რისი მიზეზიც აქტიური ვაქცინაცია, რეგულაციების შემსუბუქება და ეკონომიკური ზრდაა.

ადამიანები ცხოვრების ჩვეულ რიტმს უბრუნდებიან. შედეგად, სამუშაო ადგილების რაოდენობა 916, 000-ით გაიზარდა; უმუშევრობის მაჩვენებელი კი 6.2%-დან (თებერვლის მონაცემი) 6%-მდე შემცირდა. თუმცა ეს პროცენტიც ბევრად მაღალია პანდემიამდე არსებულ უმუშევრობის დონესთან შედარებით.

დასაქმების ზრდა მთელ ამერიკას შეეხო, მაგრამ განსაკუთრებით იმ ადგილებს, რომლებიც ყველაზე მეტად დაზიანდნენ კორონავირუსის გამო. ამასთანავე,  11.1%-დან (თებერვალი) 10.7%-მდე შემცირდა იმ ადამიანების უმუშევრობის რიცხვი, რომლებმაც სამსახურის ძებნა შეწყვიტეს ან ნახევარ განაკვეთზე მუშაობდნენ.

გასულ ზაფხულს კორონავირუსის გავრცელების გამო სამუშაო ადგილები 20 მილიონით შემცირდა, მათგან ნახევარზე მეტი აღდგა, თუმცა 2020 წლის თებერვალთან შედარებით სამუშაო ადგილები 8 მილიონით ნაკლებია.  კრიზისის საპასუხოდ ამერიკის მთავრობა გასულ თვეს ამერიკელთა დიდ ნაწილს $1,400-ის ოდენობის მასტიმულირებელი ჩეკით დაეხმარა, უმუშევართა ბენეფიტები გაზარდა და სკოლების თავიდან გახსნა დააფინანსა. მოსწავლეები დაუბრუნდნენ სკოლებს, რამაც განათლებაში დასაქმებულ ადამიანთა რიცხვიც გაზარდა: გასული თვისთვის ლოკალურმა, შტატისა და კერძო საგანმანათლებლო ინსტიტუტებმა ჯამში 190,000-ით მეტი ადამიანი  დაასაქმეს.

სამუშაო ადგილების ზრდა სამთავრობო ეკონომიკურ სტიმულებთან ერთად ინფლაციის საფრთხეს აჩენს, თუმცა ფედერალური სარეზერვო სისტემის განცხადებით, ნებისმიერი ზრდა დროებითი იქნება. ორგანიზაცია დეტალურად აკვირდება დასაქმების ტენდენციას. რეგულატორების განმარტებით, პროგრესის მიუხედავად, დასაქმების ბაზარი ახლოსაც არ არის იმ წერტილთან, რომელიც ცენტრალურ ბანკს აიძულებს, სარგებლის განაკვეთი გაზარდოს.

Prudential Financial-ის ბაზრის სტრატეგიის ხელმძღვანელის – კინზი კროზბის თქმით, ამერიკის ეკონომიკა აღიდგენს პანდემიამდელ მდგომარეობას: მსუბუქდება რეგულაციები, ადამიანთა ნაწილი უბრუნდება სამუშაო სივრცეს.  ეკონომიკის მთავარი საფრთხე კოვიდის ახალი ტალღაა, რომელმაც ისევ ჩაკეტვამდე შეიძლება მიიყვანოს ქვეყანა.

Previous Post

Clubhouse-ი თანხის გადარიცხვის ფუნქციას ამატებს

Next Post

იაპონიის ცენტრალური ბანკი ციფრული ვალუტის გამოშვების საკითხზე ექსპერიმენტებს იწყებს

თინათინ ინაური

Next Post
იაპონიის ცენტრალური ბანკი ციფრული ვალუტის გამოშვების საკითხზე ექსპერიმენტებს იწყებს

იაპონიის ცენტრალური ბანკი ციფრული ვალუტის გამოშვების საკითხზე ექსპერიმენტებს იწყებს

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

March 17, 2026
პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

April 8, 2025
„ქალაქი უპუროთ“

„ქალაქი უპუროთ“

March 7, 2023
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
თებერვალში ფულადი გზავნილები 26.9%-ით შემცირდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 13.4%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

November 17, 2025

Recent News

NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result