Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი

სასამართლო დავა Frontera-ს ყოფილ პრეზიდენტსა და კომპანიის დამფუძნებელს შორის

by Forbes.ge
თებერვალი 28, 2021
in საქართველო
0
სასამართლო დავა Frontera-ს ყოფილ პრეზიდენტსა და კომპანიის დამფუძნებელს შორის
0
SHARES
0
VIEWS

ამერიკული ენერგოკომპანია Frontera-ს დირექტორთა საბჭოს სამ წევრსა და კომპანიის ყოფილ პრეზიდენტს ზაზა მამულაიშვილს შორის სასამართლო დავა მიმდინარეობს. ზაზა მამულაიშვილი დირექტორთა საბჭოს სამ წევრს, მათ შორის კომპანიის დამფუძნებელ სტივ ნიკანდროსს, ასევე ლუის ჯუსტსა და ტაილერ ნელსონს Frontera-ს არასწორ მენეჯმენტში ადანაშაულებს. ტეხასის შტატის სასამართლოს ეს სარჩელი 2021 წლის 21 იანვარს წარეგდინა.

დოკუმენტების მიხედვით, საუბარია ფარულ ლობისტურ კონტრაქტებზე, რომელთა მოცულობაც 2019-2020 წლებში $440,000 დოლარი იყო. ზაზა მამულაიშვილის სარჩელის მიხედვით, ეს ხელშეკრულება მისი, როგორც მაშინდელი CEO-სგან ფარულად გაფორმდა, თანაც კონტრაქტი დირექტორთა საბჭოს ერთ-ერთი წევრის ტაილერ ნელსონის კომპანია “ქორნერსთოუნთან” დაიდო. ამასთან ერთად სარჩელში საუბარია Frontera-ს მიერ აშშ-ის მცირე ბიზნესის ადმინისტრაციიდან (SBA) მიღებულ სესხზე, რომელიც $329,000-ს შეადგენს, რომელიც მამულაიშვილის შეფასებით სტივ ნიკანდროსმა პროცედურების დარღვევით მოიზიდა და არამიზნობრივად დაიხარჯა. ამ დავაში მამულაიშვილი Frontera Resources Corporation-ის დირექტორთა საბჭოს სამი წევრისგან მოითხოვს კომპანიის კორპორატიული მართვის რეფორმირებას, მისი როგორც კომპანიის უფლებამოსილი წარმომადგენლის აღიარებას და მიყენებული ზარალის სახით $1 მილიონი დოლარის კომპენსაციას.

თავისმხრივ, 2021 წლის თებერვალში ტეხასის შტატის სასამართლოში საკუთარი შესაგებებელი სარჩელი შეიტანეს მოპასუხე მხარეებმაც, რომლებიც Frontera-ს ყოფილ პრეზიდენტს, ზაზა მამულაიშვილს მისი მმართველობის პერიოდში კომპანიის კუთვნილი სახსრების მითვისებაში და არასწორ მენეჯმენტში ადანაშაულებენ.  სასამართლო მასალების მიხედვით, მოპასუხეები აღნიშნავენ, რომ მამულაიშვილმა პრეზიდენტის პოსტზე ყოფნისას მიიღო გადაწყვეტილებები, რომლებმაც კომპანიას სოლიდური ზარალი მოუტანა. ზაზა მამულაიშვილი Frontera-ს ხელმძღვანელის პოსტს 2020 წლის აგვისტოდან აღარ იკავებს.

მოპასუხე მხარეების მტკიცებით, ზაზა მამულაიშვილის დირექტორობისას მის პირად ანგარიშზე კომპანიის კუთვნილი სახსრები “უკანონოდ” ირიცხებოდა.

“კომპანიამ 2019 წელს შეიტყო, რომ 2019 წელს ბატონმა ზაზა მამულაიშვილმა კომპანიის საკუთრებაში არსებული რესურსები საკუთარი პირადი კეთილდღეობისთვის გადარიცხა. მაგალითად, 2019 წლის 12 ივლისს, $34,000 დოლარი, რომელიც კომპანიის ანგარიშზე ირიცხებოდა, მის ანგარიშზე ჩაირიცხა. 2019 წლის 24 ივლისს კი დამატებით $108,000 დოლარის გადარიცხვა მოხდა მის ანგარიშზე. ბატონ ზაზას მის ანგარიშებზე ამ გადარიცხვების განხორციელების ავტორიზაცია არ გააჩნდა. ამჟამად კომპანია ატარებს შესაბამის აუდიტს, რათა დაითვალოს თუ რა მოცულობის თანხა იქნა არასწორად განკარგული,”- ნათქვამია სასამართლო მასალებში.

დოკუმენტში ასევე საუბარია Frontera-ს საკუთრებაში მყოფ ნავთობზეც, რომელიც მოპასუხეთა მტკიცებით საქართველოში არსებული “მარაგებიდან გაქრა”. სასამართლო მასალებში მოპასუხეები აღნიშნავენ, რომ ზაზა მამულაიშვილმა სათანადო ძალისხმევა იმისთვის, რათა დაკარგული ნავთობი მოძიებულიყო.

“2019 წლის ნოემბერში ბატონმა ზაზამ კომპანიას გაუმჟღავნა ინფორმაცია, რომ Frontera-ს საკუთრებაში, მარაგებში არსებული ათასობით ბარელი ნავთობი, ასევე გარკვეული ტექნიკა იყო მოპარული საქართველოში კომპანიის თანამშრომლების მიერ. ბატონმა ზაზამ განაცხადა, რომ ის ამ საქმის გამოძიებისთვის და სამართლის აღსრულებისთვის ძალ-ღონეს არ დაიშურებდა, რათა დამნაშავეებს პასუხი ეგოთ, კომპანიას კი ზარალი აენაზღაურებინა, თუმცა ასე არ მოხდა, რაც ეჭვს გვიჩენს, რომ ის სავარაუდოდ იყო თანამონაწილე იმ სქემაში, რომლითაც კომპანიის კუთვნილი ნავთობი და აღჭურვილობა დაიკარგა,”- ნათქვამია სასამართლო მასალებში.

შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და Frontera-ს შორის საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოში დავა რამდენიმე წლის განმავლობაში მიმდინარეობდა. ნავთობისა და გაზის კორპორაცია, ასევე ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტო მიუთითებდნენ, რომ Frontera-მ არ შეასრულა ის ვალდებულებები, რასაც მას 1997 წელს გაფორმებული საინვესტიციო შეთანხმება აკისრებდა.  საარბიტრაჟო სასამართლომ 2020 წლის აპრილში დააკმაყოფილა საქართველოს საჩივარი, რის შედეგადაც Frontera-ს სალიცენზიო ტერიტორიის უკან სახელმწიფოსთვის გადაცემა დაევალა.

მომხდარის შემდეგ განცხადება გააკეთა Frontera-ს ერთ-ერთმა ინვესტორმა, ამერიკულმა კომპანია Outrider Managemenet-მა, რომელმაც საქართველოს მთავრობას მოუწოდა, რომ სალიცენზიო ტერიტორია, რომელზეც წარსულში Frontera საქმიანობდა, მას გადასცემოდა. ამასთან, ინვესტორი მიუთითებდა, რომ მას Frontera-სთან სასამართლო დავაში იყო ჩართული.

Previous Post

iPhone-ის გაყიდვებმა Apple მსოფლიოში სმარტფონების უმსხვილეს მწარმოებლად აქცია

Next Post

The lawsuit between the former president of Frontera and the founder of the company

Forbes.ge

Forbes Georgia: სარედაქციო გუნდი

Next Post
სასამართლო დავა Frontera-ს ყოფილ პრეზიდენტსა და კომპანიის დამფუძნებელს შორის

The lawsuit between the former president of Frontera and the founder of the company

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
ივნისში საქართველოში მშენებლობის ღირებულების ინდექსი შემცირდა

ივლისში მშენებლობა წლიურ ჭრილში 5.6%-ით გაძვირდა – საქსტატი

ივლისი 14, 2026
ტრამპმა იაპონურ ავტომობილებზე ტარიფების შემცირების შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

ტრამპმა იაპონურ ავტომობილებზე ტარიფების შემცირების შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

ივლისი 14, 2026
პუტინის თქმით, უკრაინაში დასავლური ჯარი მისთვის კანონიერი სამიზნე იქნება

პუტინის თქმით, უკრაინაში დასავლური ჯარი მისთვის კანონიერი სამიზნე იქნება

სექტემბერი 5, 2025
პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

აპრილი 8, 2025
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0

Cumspin Casino: Quick Wins and Lightning-Speed Gameplay for Busy Players

აგვისტო 1, 2026

Winmega Casino: Snellopende Slots en Bliksemsnelle Winsten voor de Moderne Gokker

ივლისი 31, 2026

MaxiSpin: Quick Wins and High‑Intensity Play for Modern Gamblers

ივლისი 31, 2026

RTbet Casino: Vincite Veloci e Slot Emozionanti per Gioco Veloce

ივლისი 30, 2026

Recent News

Cumspin Casino: Quick Wins and Lightning-Speed Gameplay for Busy Players

აგვისტო 1, 2026

Winmega Casino: Snellopende Slots en Bliksemsnelle Winsten voor de Moderne Gokker

ივლისი 31, 2026

MaxiSpin: Quick Wins and High‑Intensity Play for Modern Gamblers

ივლისი 31, 2026

RTbet Casino: Vincite Veloci e Slot Emozionanti per Gioco Veloce

ივლისი 30, 2026
NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result