Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი

“მაესტროს” მიერ უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებისთვის BMG სახელმწიფო უწყებებს მიმართავს

by მაგდა დოლიძე
თებერვალი 28, 2021
in ქართულად
0
“მაესტროს” მიერ უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებისთვის BMG სახელმწიფო უწყებებს მიმართავს
0
SHARES
0
VIEWS

“მაესტროს” ოცდაექვსი ყოფილი თანამშრომლისთვის კომპენსაციის გადახდა დაეკისრა – შპს “სტუდია მაესტროს“ BMG-მ შრომითი დავა 4 წლის თავზე მოუგო, თან – სასამართლოს ყველა ინსტანციაში. საქმე ისაა, რომ საქართველოს უზენაესმა სასამართლომ 2021 წლის 3 თებერვალს მიღებული გადაწყვეტილებით, ძალაში დატოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ 2018 წლის 25 ივნისს მიღებული გადაწყვეტილება. საქმე ეხება BMG-ს ოცდაშვიდი თანამშრომლის სარჩელს, რომლებიც ტელეკომპანია “მაესტროს” მენეჯმენტმა სამსახურიდან 2016 წლის 14 ივნისს გაათავისუფლა. დასაქმებულებმა დამსაქმებლის წინააღმდეგ სასამართლოში კოლექტიური სარჩელი შეიტანეს, თუმცა მოგვიანებით ერთ–ერთმა თანამშრომელმა სარჩელი უკან გაიტანა. სასამართლომ ბათილად ცნო შპს „სტუდია მაესტროს” მიერ თანამშრომლების გათავისუფლების ბრძანებები და კომპანიას ყოფილი თანამშრომლების მიმართ კომპენსაციის სახით ერთი წლის სრული ხელფასის, სახელფასო დავალიანების და ასევე პირგასამტეხლოს გადახდა დააკისრა, რომელიც 2016 წლიდან იანგარიშება და თითოეულ დღეზე ყოფილი თანამშრომლების ერთი თვის ხელფასის 0.07%-ს შეადგენს. “მაესტროს” ყოფილი თანამშრომლების ინტერესებს გაერთიანებული პროფკავშირების იურისტები იცავდნენ.

10 თებერვალს კი „მაესტროს“ ყოფილმა 26-მა თანამშრომელმა სახელმწიფო უწყებებს ოფიციალური მიმართვა გაუგზავნა. ადრესატებს შორის არიან:

საქართველოს იუსტიციის სამინისტრო
საქართველოს პარლამენტი
საქართველოს კომუნიკაციების კომისია
სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო
სსიპ შემოსავლების სამსახური
საქართველოს საქალაქო სასამართლო
საქართველოს სააპელაციო სასამართლო
საქართველოს უზენაესი სასამართლო
საქართველოს სახალხო დამცველი.

“არ დაუშვათ “მაესტროს“ მიერ ფინანსური პასუხისმგებლობის თავიდან აცილება“ – წერია ღია მიმართვაში, რომელსაც bm.ge უცვლელად გთავაზობთ:

“მოგახსენებთ, რომ BMG-ის ოცდაშვიდი თანამშრომელი ტელეკომპანია „მაესტროს” მენეჯმენტმა (შპს „სტუდია მაესტრო“) სამსახურიდან 2016 წლის 14 ივნისს გაგვიშვა. დასაქმებულებმა ყოფილი დამსაქმებლის წინააღმდეგ სასამართლოში 2016 წლის 1 ივლისს კოლექტიური სარჩელი შევიტანეთ, თუმცა მოგვიანებით ერთ-ერთმა თანამშრომელმა სარჩელი უკან გაიტანა. ჩვენს ინტერესებს სასამართლოში საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება იცავდა. ჩვენი სასარჩელო მოთხოვნა იყო ბრძანებების ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა, განაცდურის ანაზღაურება, ხელფასის გადახდა, გამოუყენებელი შვებულების ანაზღაურება და პირგასამტეხლოს დაკისრება.

ოთხწლიანი შრომითი დავა BMG-ის წევრებსა და შპს „სტუდია მაესტროს“ შორის ჩვენი გამარჯვებით დასრულდა. საქართველოს უზენაესმა სასამართლომ 2021 წლის 3 თებერვალს მიღებული გადაწყვეტილებით, ძალაში დატოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ 2018 წლის 25 ივნისს მიღებული გადაწყვეტილება. ეს გადაწყვეტილება 2019 წლის 23 დეკემბრის განჩინებით გაიზიარა სააპელაციო სასამართლომ, რაც „სტუდია მაესტრომ” უზენაეს სასამართლოშიც გაასაჩივრა, უზენაესმა სასამართლომ კი გადაწყვეტილება უცვლელად დატოვა. სასამართლომ ბათილად ცნო შპს „სტუდია მაესტროს” მიერ თანამშრომლების გათავისუფლების ბრძანებები და კომპანიას ყოფილი თანამშრომლების მიმართ კომპენსაციის, ერთი თვის სახელფასო დავალიანების და ასევე პირგასამტეხლოს გადახდა დააკისრა, რომელიც 2016 წლიდან იანგარიშება და თითოეულ დღეზე ყოფილი თანამშრომლების ერთი თვის ხელფასის 0.07%-ს შეადგენს.

ოთხწლიანი ლოდინის შემდეგ შევძელით, დაგვემტკიცებინა ჩვენი სიმართლე, საქართველოს სამივე სასამართლო ინსტანციამ დააკმაყოფილა ჩვენი მოთხოვნები, ახლა კი მხოლოდ ის დაგვრჩენია, უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების ეფექტიანი და დროული აღსრულება მოვითხოვოთ. იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენც და შპს „სტუდია მაესტროც“ მედიასფეროში ვსაქმიანობთ, გვაქვს საფუძვლიანი ეჭვი, ვივარაუდოთ, რომ უახლოეს დღეებში შპს „სტუდია მაესტროს“ განზრახული აქვს ორგანიზაციის შიგნით იმგვარი ფინანსურ-სამართლებრივი პროცესების განხორციელება, რაც ხელს შეუშლის მათ მიერ 2021 წლის 3 თებერვალს საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების აღსრულებას და ჩვენ მიმართ ფინანსური ვალდებულებების შესრულებას. ეს მიზანმიმართული აქტი იქნება კომპანიის მხრიდან კიდევ ერთხელ უგულებელყოს და შეურაცხყოს ჩვენი უფლებები და წაგვართვას შანსი იმისა, რომ ხანგრძლივი ლოდინის შემდეგ მივიღოთ ის, რაც გვეკუთვნის და ერთხელ და სამუდამოდ დავასრულოთ ამდენწლიანი დავა, რაც უდავოდ დიდი ფსიქოლოგიური წნეხი იყო თითოეული ჩვენგანისთვის.

მოგახსენებთ, რომ დავის პირობებში ჩვენ არაერთხელ მივმართეთ სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების მიზნით, რადგან ვაცნობიერებდით, რომ შესაძლებლობა იმისა, რომ კომპანიას პასუხისმგებლობის თავიდან აცილების მიზნით განეხორციელებინა გარკვეული ქმედებები, არსებობდა, თუმცა სასამართლომ აღნიშნული შუამდგომლობა არ დაგვიკმაყოფილა, მათ შორის იმ არგუმენტით, რომ შპს „სტუდია მაესტრო“ მედიასაშუალებას წარმოადგენდა და თავს იკავებდა მაუწყებლობის შეფერხებისგან. თუმცა დღეს ეს რისკი რეალურია.

თითქმის ექვსწლიანი პერიოდის განმავლობაში არც ერთხელ, ვიმეორებთ, არც ერთხელ არ გვიგრძნია არც ერთი სახელმწიფო ორგანიზაციის დაინტერესება და მხარდაჭერა ჩვენი სასამართლო პროცესების მიმართ და იმის მიმართ, რომ პროცესების ჩანიშვნა თითოეულ ინსტანციაში ძალიან ჭიანურდებოდა, რაც, პრაქტიკიდან გამომდინარე, ძალიან უცნაური იყო, რომ აღარაფერი ვთქვათ საპროცესო კანონმდებლობის დარღვევაზე ვადებთან მიმართებით.

მოგმართავთ თხოვნით, დაინტერესდეთ აღნიშნული საქმით, თვალყური ადევნოთ ზემოხსენებულ პროცესებს და ყველაფერი იღონოთ იმისთვის, რომ არ დაუშვათ შპს „სტუდია მაესტროს“ მიერ ფინანსური პასუხისმგებლობის თავიდან აცილება“.

Previous Post

Top 5 Things to Watch in Markets in the Week Ahead

Next Post

BMG Appeals to Government Agencies to Enforce Supreme Court Rulings by MAESTRO

მაგდა დოლიძე

Next Post
“მაესტროს” მიერ უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებისთვის BMG სახელმწიფო უწყებებს მიმართავს

BMG Appeals to Government Agencies to Enforce Supreme Court Rulings by MAESTRO

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
ივნისში საქართველოში მშენებლობის ღირებულების ინდექსი შემცირდა

ივლისში მშენებლობა წლიურ ჭრილში 5.6%-ით გაძვირდა – საქსტატი

ივლისი 14, 2026
ტრამპმა იაპონურ ავტომობილებზე ტარიფების შემცირების შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

ტრამპმა იაპონურ ავტომობილებზე ტარიფების შემცირების შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

ივლისი 14, 2026
პუტინის თქმით, უკრაინაში დასავლური ჯარი მისთვის კანონიერი სამიზნე იქნება

პუტინის თქმით, უკრაინაში დასავლური ჯარი მისთვის კანონიერი სამიზნე იქნება

სექტემბერი 5, 2025
პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

აპრილი 8, 2025
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0

Sugar Casino: Quick Spin Thrills für High‑Intensity Gaming

ივლისი 24, 2026

Legacy of Dead: Schnelle Gewinne und Hoch‑Intensiv‑Action in einem alten ägyptischen Slot

ივლისი 24, 2026

BillyBets Casino: Rychlé automaty a okamžité výhry pro milovníky vzrušení

ივლისი 24, 2026

RTbet Casino: Azione Veloce con Slot per il Giocatore Moderno

ივლისი 24, 2026

Recent News

Sugar Casino: Quick Spin Thrills für High‑Intensity Gaming

ივლისი 24, 2026

Legacy of Dead: Schnelle Gewinne und Hoch‑Intensiv‑Action in einem alten ägyptischen Slot

ივლისი 24, 2026

BillyBets Casino: Rychlé automaty a okamžité výhry pro milovníky vzrušení

ივლისი 24, 2026

RTbet Casino: Azione Veloce con Slot per il Giocatore Moderno

ივლისი 24, 2026
NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result