Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი

ჯანმრთელობა vs. სიმდიდრე

by მაგდა დოლიძე
February 15, 2021
in Forbes
0
ჯანმრთელობა vs. სიმდიდრე
0
SHARES
0
VIEWS

მსოფლიო იაფმა ანტიბიოტიკებმა წალეკა. მაშ, რატომ ცდილობს ბიოტექნოლოგიის მილიარდერი ბობ დუგანი ახლის გაკეთებას? და როგორ შეიძლება, ამით ფული იშოვოს? 

[MAINPICTURE]

2015-ში ბობ დუგანს თავისუფლად შეეძლო, კარიერაზე უარი ეთქვა – მას მერე, რაც თავისი კიბოს წამლის ბიოტექნოლოგიური კომპანია Pharmacyclics-ი AbbVie-ს მიჰყიდა. 71 წლის იყო, მისი ქონება კი დაახლოებით $3 მილიარდს შეადგენდა. შეეძლო, მშვიდად დაესვენა თავის კოსტა- რიკის სახლში, ეცქირა უშველებელი კედლისათვის, ზედ იაგუარის მწვანეთვალება ლეკვი რომაა დახატული, და მთელი ცხოვრება სანაპიროზე გაეტარებინა – სერფინგში და საენტოლოგიაზე კითხვაში. მაგრამ აწ უკვე 76 წლის დუგანი პენსიაზე გასვლის იდეას უარყოფს. „ყოველი ადამიანის თანშობილი თვისებაა, რაღაცის შეცვლა, საკუთარი უნარებისა და შესაძლებლობების გამოყენება უნდოდეს, – ამბობს ის. – ასაკი აქ არაფერ შუაშია“.

დუგანმა Nasdaq-ზე მბრუნავი Summit Therapeutics-ის 60%-ზე მეტი დაახლოებით $63 მილიონად იყიდა და აპრილში ამ კომპანიის აღმასგარრულებელ დირექტორადაც მოგვევლინა. Summit-ი, რომელიც 2003-ში დაფუძნდა, თუმცა მნიშვნელოვანი შემოსავლის მომსწრე ჯერ არ ყოფილა, ახალ ანტიბიოტიკზე მუშაობს ხშირი, მაგრამ მომაკვდინებელი ინფექციის, ფსევდომემბრანოიდული ენტეროკოლიტისთვის (იგივე C. diff-ისთვის), რომელიც ფეკალური მასებით ვრცელდება და მისი გადადება ხშირად საავადმყოფოებში და მოხუცთა თავშესაფრებსა თუ სხვა მსგავს დაწესებულებებში ხდება. C. diff-ი ძლიერ ფაღარათს და, მწვავე შემთხვევებში, ორგანოთა მუშაობის შეწყვეტას და სიკვდილს იწვევს. ყოველწლიურად თითქმის მეოთხედი მილიონი ამერიკელი ინფიცირდება C. diff-ით, 13,000 კი კვდება.

ეს კეთილშობილური სივრცეა დუგანისთვის, რათა სცადოს და შეცვალოს რამე, მაგრამ რთულიც არის. არავინ დაობს, რომ ანტიბიოტიკების აღმოჩენა მე-20 საუკუნის ერთ- ერთი ყველაზე წარმატებული მოვლენაა. მანამ 1928-ში პენიცილინს აღმოაჩენდნენ, ინფექციური დაავადებები სიკვდილის ძირითად მიზეზს წარმოადგენდა ამერიკაში, სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობა კი სულ რაღაც 58 წელს უტოლდებოდა. ანტიბიოტიკებმა ყველაფერი შეცვალეს. იაფი მედიკამენტების პირობებში, რომლებიც ფართოდ ხელმისაწვდომია და ლამის ყველაფრის სამკურნალოდ გამოიყენება, ტუბერკულოზით დაწყებული, პნევმონიით დამთავრებული, ბავშვმა, გუშინ რომ კლივლენდში დაიბადა, უკვე თითქმის 80 წლამდე შეიძლება, იცოცხლოს.

მაგრამ ანტიბიოტიკებს დღეს ორი ძირითადი პრობლემა ახლავს. პირველი ეკონომიკას უკავშირდება: ბაზარზე უკვე უამრავი სხვადასხვა ანტიბიოტიკია – თითქმის ყველა იაფფასიანი გენერიკები. ამოქსიცილინი, მაგალითად, 1973 წელს გამოვიდა და ერთ- ერთი ყველაზე ხშირად გამოწერილი ანტიბიოტიკია მსოფლიოში. ათწლეულების მანძილზე დაუპატენტებელი, ის ახლა დოლარზე ნაკლები ღირს (თითო აბი) და ძალიან ეფექტიანია. თუ გავითვალისწინებთ, რომ ახალი წამლის შექმნა დაახლოებით $1.3 მილიარდი ჯდება, ახალი ანტიბიოტიკების დამზადებას, ფაქტობრივად, აღარავინ ცდილობს. ხარჯის ამოღების იოლი გზა არ არსებობს.

ამ სირთულესთან კომპრომისზე წასვლა მეცნიერული პრობლემაა. ბაქტერია მუტაციას განიცდის და სწრაფად ვითარდება. ეს ნიშნავს, რომ ბაქტერიული შტამები, რომლებიც კონკრეტული ანტიბიოტიკის მიერ განადგურებისადმი რეზისტენტულები არიან, გადარჩებიან და გავრცელდებიან. კონკრეტული ანტიბიოტიკის მიმართ რეზისტენტული ბაქტერიით ინფიცირებული პაციენტების სამკურნალოდ ახლის ადმინისტრირებაა საჭირო. აქედან გამომდინარე, როცა ახალი ანტიბიოტიკი საბოლოოდ იქმნება, „ექიმები მას ძალიან მწვავე შემთხვევებისთვის ინახავენ – რეზისტენტულობის გამო, – ამბობს სამირ დევანი, ლონდონში დაფუძნებული და სიცოცხლის შემსწავლელ მეცნიერებებზე ორიენტირებული საინვესტიციო ბანკის, Rx Securities-ის დამფუძნებელი. – კომერციულად კი ეს იმას ნიშ ნავს, რომ ეს ახალი ანტიბიოტიკები კარადაში იდება და მათ არ იყენებენ“.

და შედეგი ისაა, რომ ანტიბიოტიკის შექმნა, როგორც წესი, არ უღირთ დიდ ფარმაცევტულ კომპანიებს, ხოლო პატარა ფირმები, რომლებიც მაინც მუშაობენ მათზე, პრობლემებში არიან. გასული 18 თვის მანძილზე, Summit-ის ორმა „კოლეგამ“, Achaogen-მა (რომლის 15%-იან წილსაც დუგანი ფლობდა) და Melinta Therapeutics-მა, გაკოტრებულად გამოაცხადა თავი. ბოლო 20 წელიწადში მხოლოდ 25 ახალ ანტიბიოტიკზეა ნებართვა გაცემული, რომელთა უმეტესობა არსებული წამლებისგან ნაწარმოებ მედიკამენტებს წარმოადგენს.

მაგრამ არც ერთი ეს გარემოება დუგანს არ აჩერებს – ამ მგზნებარე საენტოლოგს, რომელსაც აქვს „თეთრ ყვავებში“ კაპიტალდაბანდებისა და მერე მოგებულად გამოსვლის გამოცდილება. ინვესტირება 20-25 წლისამ დაიწყო, როცა ბიზნესადმინისტრირებას სწავლობდა UCLA-ში. „საინვესტიციო კარიერა $5,000-ით დავიწყე, – ამბობს ის, – წელიწად- ნახევარში კი უკვე ნახევარი მილიონი დოლარი მქონდა“. ერთ- ერთი პირველი კომპანია, რომელშიც მან ინვესტიცია განახორციელა, საქარგი ნაკრების, Jiffy Stitchery-ის, მწარმოებელი Sunset Designs-ი იყო, რომელიც 1980-იანების შუა პერიოდში, თავის მხრივ, სამომხმარებლო საქონლის ბრიტანულ გიგანტ Reckitt Benckiser Group-ს $15 მილიონად მიეყიდა. ამას მოჰყვა კაპიტალდაბანდება საცხობის ქსელში, ეთერნეტის ფირმასა და ბიზნესში, რომელიც რობოტულ ქირურგიულ ინსტრუმენტებს ქმნიდა. 2008-ში დუგანი Pharmacyclics- ის აღმასრულებელი დირექტორი გახდა – პატარა საჯარო კომპანიისა, რომლის აქციები დოლარზე იაფად ბრუნავდა.

შემდეგ, როგორც იქნა, მილიარდდოლარიან გარღვევასაც ჰქონდა ადგილი. წამალი, რომელზეც Pharmacyclics-ი მუშაობდა, Imbruvica, ბლოკბასტერი სამკურნალო საშუალება გამოდგა ე.წ. B-უჯრედოვანი სიმსივნეებისთვის, მათ შორის, ქრონიკული ლიმფოციტური ლეიკემიისთვის (იგივე CLL- ისთვის) – მოზარდებში ლეიკემიის ერთ- ერთი ყველაზე გავრცელებული ფორმისთვის. ამას პირდაპირ $21-მილიარდიანი შესყიდვა მოჰყვა AbbVie-ის მიერ.

როგორც Pharmacyclics-ის შემთხვევაში, Summit-ის ბედიც ერთ წამალზეა დამოკიდებული: ridinilazole- ზე – C. diff-ის სამკურნალო ახალ ანტიბიოტიკზე, რომელიც ხელჩართულ ბრძოლას გადის გენერიკულ ოქროს სტანდარტ vancomycin-თან. ბოლო დროს ჩატარებული მეორე ფაზის კლინიკური ცდის თანახმად, ridinilazole-ი არა მხოლოდ vancomycin-ზე უკეთესი გამოდგა C. diff-ის მკურნალობის თვალსაზრისით, არამედ აღმოაჩნდა პოტენციალი, დაავადების რეციდივის პრევენცია მოახდინოს. თუ Summit-ი შეძლებს და დაამტკიცებს, რომ ridinilazole-ი არა მხოლოდ კურნავს C. diff-ს, არამედ მის პრევენციასაც ახდენს უკეთ, ვიდრე საუკეთესო არსებული ალტერნატივა, მაშინ შესაძლოა, საავადმყოფოებმა წამალში პრემიუმ- თანხები გადაიხადონ.

Needham-ის ბიოტექნოლოგიის ანალიტიკოს ალან კარის აზრით, თუ რაიმე ახალ ანტიბიოტიკს აქვს წარმატების შანსი, ეს ალბათ ridinilazole-ია. „ერთობ მომხიბლავი საბაზრო შესაძლებლობა არსებობს C. diff-ისთვის“, – ამბობს კარი და აღნიშნავს, რომ ridinilazole-ის ფასი, სავარაუდოდ, უფრო მაღალი იქნება, რადგან ის აბია და არა ინტრავენური მედიკამენტი, რაც ნიშნავს, რომ ის შეიძლება, საავადმყოფოს გარეთ მყოფი პაციენტებისთვისაც იქნას გამოწერილი. მაგრამ „არა მგონია, მილიარდდოლარიანი წამალი იყოს. რამდენიმე მილიონი – კი, მაგრამ ბლოკბასტერი, ჩემი აზრით, არ იქნება“.

დუგანისთვის ყველაფერი უმარტივეს ჭეშმარიტებამდე დადის: „როგორ შეიძლება, ფული არ გააკეთო, თუ შექმნი იმას, რაც პაციენტებს სჭირდებათ?”

Previous Post

კომპანია სამსუნგი 2021-ს საახალწლო აქციებით ხვდება

Next Post

BMW-ს გეგმებით, 2023 წელს მის მიერ წარმოებული მანქანების 20% ელექტრომობილი იქნება

მაგდა დოლიძე

Next Post
BMW-ს გეგმებით, 2023 წელს მის მიერ წარმოებული მანქანების 20% ელექტრომობილი იქნება

BMW-ს გეგმებით, 2023 წელს მის მიერ წარმოებული მანქანების 20% ელექტრომობილი იქნება

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

March 17, 2026
პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

April 8, 2025
„ქალაქი უპუროთ“

„ქალაქი უპუროთ“

March 7, 2023
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
თებერვალში ფულადი გზავნილები 26.9%-ით შემცირდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 13.4%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

November 17, 2025

Recent News

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
თებერვალში ფულადი გზავნილები 26.9%-ით შემცირდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 13.4%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

November 17, 2025
NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result