Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი

სად არის ძაღლის თავი დამარხული?

by მაგდა დოლიძე
თებერვალი 15, 2021
in ანტრეპრენიორები, პროფილი
0
სად არის ძაღლის თავი დამარხული?
0
SHARES
0
VIEWS

რაიან ჰოგანი და დერიკ სმიტი პანდემიის მიერ გაჩენილ მოწყენილობისა და ეკრანთან მავნე მიჯაჭვულობის ლეტალურ კომბინაციაზე აკეთებენ კაპიტალიზებას და, ყოველთვიური გამოწერების სანაცვლოდ, ყუთებში შეფუთულ მკვლელობათა ჩამთრევ მისტერიებს ყიდიან. Hunt a Killer-ის თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი რაიან ჰოგანი.

[MAINPICTURE]

ოქსბრიჯში (მასაჩუსეტსი) შაბათი ღამე დგას, 31 წლის გრაფიკული დიზაინერი, ჰიდერ ნიკოლი კი მკვლელობას იძიებს. ახლო მეგობართან ერთად, ის ძველი საგაზეთო ამონარიდებით, ფინანსური დოკუმენტებითა და პოლიციის ოქმებით სავსე ყუთში იქექება და ცდილობს, ფიქციური ბოი-ბენდის, Just4fun-ის სოლისტის, ჯეიკ მორგანის შემაძრწუნებელი სიკვდილი ამოხსნას. ყოველთვე, ნიკოლი, სხვა 100,000 ადამიანთან ერთად, დაახლოებით $30-ს უხდის ბალტიმორში დაფუძნებულ სტარტაპ Hunt A Killer-ს, რათა თამაშის ახალი ულუფა მიიღოს. სრული “სეზონი“ ექვს ყუთს მოიცავს, ჯამში, $180-ის ტოლფასს, და ექვსივე გჭირდება, თუ გინდა, რომ მორგანის სიკვდილი ბოლომდე გამოიძიო. “ამ საქმეების ამოხსნისას სრულიად სერიოზული ვარ, – ამბობს ნიკოლი, რომელიც თავის შედეგებს ბაინდერში ფანქრით აღნიშნავს. – ახლა მთლიანად დამოკიდებული ვარ საქმეების გამოძიებაზე“.

Hunt A Killer-ის თამაში, ფაქტობრივად, მარტო ოფლაინ ხდება.. და, დიდწილად, სწორედ აქ არის ძაღლის თავი დამარხული. “ამაზე უკეთეს დროს როდის ვნახავდით – დროს, როცა საჭიროა, ტელეფონი გვერდზე გადადო, გამოხვიდე Twitter-იდან და მოსწყდე ყველა ასეთ ხელსაწყოს, – ამბობს აღმასრულებელი დირექტორი, 36 წლის რაიან ჰოგანი, აშშ-ის საზღვაო ძალების ყოფილი ოფიცერი. – ამწუთას ყველანი გაგიჟების პირას ვართ. ყველას გვჭირდება ერთგვარი დეტოქსი“.

გასულ წელს ჰოგანის კომპანიამ, რომელიც ბავშვობის მეგობართან, 37 წლის დერიკ სმიტთან ერთად დააფუძნა, $27 მილიონი გააკეთა შემოსავლის სახით, ამისთვის კი ყიდდა გამოწერებს, პრემიუმ-„ყველაფერი ერთში“ – გამოცემებსა და თამაშების წინა ნაწილების კოლექციებს (საწყისი ფასი: $140 ექვსი ყუთისთვის). პანდემია რიცხვებს მნიშვნელოვნად ასტიმულირებს: წელს Hunt A Killer-ის შემოსავალმა შესაძლოა, $50 მილიონი შეადგინოს და ჩნდება იმედიც, რომ პირველად არსებობის მანძილზე, მოგებაზეც გავლენ. ორი თანადამფუძნებელი კომპანიის 85%-ს – $65 მილიონზე ოდნავ მეტს – ფლობს.

დუეტი სამაგიდო თამაშების უეცარი ბუმის ბენეფიციართა ბოლო თაობას წარმოადგენს – ბუმისა, რომელიც 1990-იანების შუა პერიოდიდან იღებს სათავეს, როცა გერმანული წარმოშობის რთულმა სტრატეგიულმა თამაშმა, Settlers of Catan-მა პირველად მოიპოვა პოპულარობა ამერიკული კოლეჯის კამპუსებში. Catan-ს, მსოფლიო მასშტაბით, 30 მილიონზე მეტი თამაში აქვს გაყიდული და დღემდე – ჩაშვებიდან თითქმის 25 წლის შემდეგ – მისი შემოსავალი $100 მილიონს აღემატება. საბოლოო ჯამში, Euromonitor-ის პროგნოზით, ჩრდილოეთ ამერიკაში სამაგიდო თამაშების გაყიდვები $3.4 მილიარდიდან (2019 წლის მაჩვენებლით) $4.1 მილიარდამდე გაიზრდება 2024-ში.

“ამ წლის პირველ ნახევარში თამაშების ფეთქებადი ზრდის მომსწრენი ვართ, – ამბობს სტეფანი ვისინკი, რომელიც ინდუსტრიას Jefferies-ისთვის ადევნებს თვალს. – ეს კატეგორია წელს 37%-ით გაიზრდა. ამ სივრცეში უკვე ოცი წელია, ვმუშაობ და ასეთი რამ არასდროს მინახავს“.

Hunt A Killer-ის ფესვები ტანსაცმლის წარუმატებელ კომპანია Warwear-ში უნდა ვეძიოთ, რომელიც ჰოგანმა, ცოლთან ერთად, ჯერ კიდევ საზღვაო ძალებში ყოფნისას წამოიწყო. $100,000- ის ტოლფასი გაუყიდავი მაისურების ამარა, 2011-ში, ჰოგანი სმიტთან გაერთიანდა, რათა საშინელებათა ჟანრის თემაზე შექმნილი 5K-ის რბოლათა სერიები, სახელად Run for Your Lives-ი შეექმნა (თამაშის მონაწილეები სარბენ მოედანზე ჩასაფრებულ ზომბიებს უნდა გაჰქცეოდნენ). ეს კომპანია გაკოტრდა, მაგრამ გამოცდილებამ დუეტი ანტრეპრენიორულ გზაზე დააყენა, რომელიც 2016-ში Hunt A Killer-ის პირველ თამაშად გარდაიქმნა.

სმიტის სარდაფში მომუშავე თანადამფუძნებლები ყველაფერს თავად აკეთებდნენ, თამაშების დიზაინით დაწყებული, მათი შეფუთვითა და დაგზავნით დამთავრებული. 2017-ისთვის კომპანიას 25,000 გამომწერი და ერთგვარი სექტანტი მიმდევრების ჯარი ჰყავდა Facebook-ზე. “კოვიდმა უდავოდ დააჩქარა ჩვენი ტემპები, – ამბობს ჰოგანი, – მაგრამ კოვიდზე დაფუძნებული კომპანია არა ვართ“.

მომდევნო ნაბიჯები ვაჭრობის სფეროს უკავშირდება. სექტემბერში Hunt A Killer-ს თავისი ფლაგმანი თამაშის დებიუტი ჰქონდა Amazon-ზე $30-ად. იგივე პროდუქტი, ოქტომბრიდან, Target-შიც გაიყიდება. განიხილება ბრენდებთან თანამშრომლობაც, მაგალითად, Lionsgate-თან (მათი ფილმის “ალქაჯი ბლერიდან” საფუძველზე) და Simon & Schuster-თან (მხატვრული პერსონაჟის, ნენსი დრიუს წიგნების გარშემო).

“თუ შევძლებთ და შევქმნით ამ ზღაპრულ გამოცდილებას, რაც რეალობიდან გაქცევასაც გთავაზობს და ამბავშიც ბოლომდე გითრევს, – ამბობს ჰოგანი, – ამაზე კარგს რას გავაკეთებთ?!“

Previous Post

Heathrow to shut Terminal 4 until end of next year -BBC

Next Post

რას უნდა ველოდოთ მიმდინარე კვირას? – ეკონომიკური კალენდარი

მაგდა დოლიძე

Next Post
რას უნდა ველოდოთ მიმდინარე კვირას? – ეკონომიკური კალენდარი

რას უნდა ველოდოთ მიმდინარე კვირას? - ეკონომიკური კალენდარი

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
ივნისში საქართველოში მშენებლობის ღირებულების ინდექსი შემცირდა

ივლისში მშენებლობა წლიურ ჭრილში 5.6%-ით გაძვირდა – საქსტატი

ივლისი 14, 2026
ტრამპმა იაპონურ ავტომობილებზე ტარიფების შემცირების შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

ტრამპმა იაპონურ ავტომობილებზე ტარიფების შემცირების შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

ივლისი 14, 2026
პუტინის თქმით, უკრაინაში დასავლური ჯარი მისთვის კანონიერი სამიზნე იქნება

პუტინის თქმით, უკრაინაში დასავლური ჯარი მისთვის კანონიერი სამიზნე იქნება

სექტემბერი 5, 2025
პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

აპრილი 8, 2025
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0

Winmega Casino: Snellopende Slots en Bliksemsnelle Winsten voor de Moderne Gokker

ივლისი 31, 2026

MaxiSpin: Quick Wins and High‑Intensity Play for Modern Gamblers

ივლისი 31, 2026

RTbet Casino: Vincite Veloci e Slot Emozionanti per Gioco Veloce

ივლისი 30, 2026

Revolution Casino: Emozioni di Quick Spin per Giocatori Veloci

ივლისი 30, 2026

Recent News

Winmega Casino: Snellopende Slots en Bliksemsnelle Winsten voor de Moderne Gokker

ივლისი 31, 2026

MaxiSpin: Quick Wins and High‑Intensity Play for Modern Gamblers

ივლისი 31, 2026

RTbet Casino: Vincite Veloci e Slot Emozionanti per Gioco Veloce

ივლისი 30, 2026

Revolution Casino: Emozioni di Quick Spin per Giocatori Veloci

ივლისი 30, 2026
NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result