Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი

5 კოვიდ-ეფექტი, რომლითაც გლობალური ეკონომიკა 2021 წელს ხვდება

by მაგდა დოლიძე
February 28, 2021
in ქართულად
0
5 კოვიდ-ეფექტი, რომლითაც გლობალური ეკონომიკა 2021 წელს ხვდება
0
SHARES
0
VIEWS

კორონავირუსის პანდემიამ გლობალური ეკონომიკა ერთ-ერთი ყველაზე ღრმა რეცესიის წინაშე დააყენა. ჯერ კიდევ ბუნდოვანია, როდის შეძლებს მსოფლიოს ეკონომიკა სრულ აღდგენას. ვაქცინის გამოჩენამ, ეკონომისტების პროგნოზების გაუმჯობესება გამოიწვია, თუმცა, ჯერ მაინც ბოლომდე არ არის ცნობილი, როდის დასრულდება პანდემია.

CNBC აქვეყნებს ხუთ ტენდენციას, რომლითაც გლობალური ეკონომიკა 2021 წელს ხვდება:

ეკონომიკური აქტივობის დაღმასვლა

კორონავირუსის სწრაფად გავრცელების გამო, ბევრმა ქვეყანამ 2020 წლის განმალობაში რამდენიმე თვე ლოქდაუნის პირობებში გაატარა, რამაც ბუნებრივია, ეკონომიკური აქტივობის შემცირება გამოიწვია.

შედეგად, მთლიანი შიდა პროდუქტი რეკორდულად შემცირდა ბევრ ქვეყანაში. საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით, გლობალური ეკონომიკა წელს 4.4%-ით შემცირდება, 2021 წელს კი 5.2%-ით გაიზრდება. როგორც ფონდში ოქტომბრის თვეში განაცხადეს, მსოფლიო ეკონომიკამ აღდგენა უკვე დაიწყო, თუმცა, პრეპანდემიურ დონესთან მიახლოებას დიდი დრო სჭირდება.

სამოგზაურო შეზღუდვები

კორონავირუსის პანდემიის ერთ-ერთი მთავარი შედეგი ისაა, რომ ქვეყნების დიდ ნაწილს საზღვრები სრულად ან კიდევ ნაწილობრივ ჩაკეტილი აქვს. ამან კი საერთაშორისო მიმოსვლა და ტურიზმი მნიშვნელოვნად შეამცირა. 1 ნოემბრის მონაცემებით, 150-ზე მეტ ქვეყანას და ტერიტორიას კოვიდ-შეზღუდვები შემსუბუქებული ჰქონდა. თუმცა, შეზღუდვების დიდი ნაწილი კვლავ ძალაშია.

ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის (UNWTO) ცნობით, შეზღუდვები მოიცავს:
– საზღვრების გახსნას მხოლოდ ცალკეული ქვენებისთვის, ან ცალკეული მიმართულებებით;
– ვიზიტორებისთვის კოვიდ-უარყოფითობის დამადასტურებელი ცნობის წარდგენის ვალდებულებას;
– ვიზიტორებისთვის სავალდებულო კარანტინის ან თვითიზოლაციის დაწესებას.

უმუშევრობის დონის ზრდა

პანდემიის შედეგად დაზარალებული ეკონომიკების ერთ-ერთი მთავარი პრობლემა ასევე სამუშაო ადგილების შემცირება გახდა. ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის ცნობით, ცალკეულ ქვეყნებში შრომის ბაზარზე კორონავირუსის გავლენა 10-ჯერ უფრო დიდია, ვიდრე 2008 წლის ფინანსური კრიზისის პირველი ხუთი თვის განმავლობაში იყო.

კომპანიების, ორგანიზაციების დიდ ნაწილს თანამშრომლების დროებით ან სამუდამოდ დათხოვნა მოუხდა.

სამთავრობო ვალის ზრდა

იმისათვის რომ მთავრობებს სამუშაო ადგილები შეენარჩუნებინათ, მხარჯველობა გაიზარდა. როგორც საერთაშორისო სავალუტო ფონდი აცხადებდა,  ოქტომბერში, მთავრობის მიერ მიღებულმა ზომებმა $12 ტრილიონს მიაღწია. შედეგად, ვალის მოცულობა რეკორდულ ნიშნულებს მიუახლოვდა.

“იმის გამო, რომ უამრავი დასაქმებული უმუშევრად დარჩა, მცირე ბიზნესი კრიზისშია და 80-90 მლნ ადამიანი სიღატაკეში აღმოჩნდა 2020 წელს, ჯერ ნაადრევია იმაზე ფიქრი, რომ მთავრობები სოციალურ დახმარებებს შეწყვეტენ“, – აცხადებენ სავალუტო ფონდში.

ცენტრალური ბანკების გადაწყვეტილებები

ცენტრალურ ბანკებს ეკონომიკის მხარდასაჭერად მოუხდათ საპროცენტო განაკვეთების შემცირება, ეს დაეხმარება მთავრობებს ვალების მართვაში. ასევე ცენტრალურ ბანკებს განვითარებად ქვეყნებში, მოუწიათ გაეზარდათ აქტივების შეძენა, რათა ფინანსურ სისტემებში მეტი ფული ჩაეშვათ.

Previous Post

Warren Buffett recommended these 4 books to learn about investing

Next Post

5 charts show what the global economy looks like heading into 2021

მაგდა დოლიძე

Next Post
5 charts show what the global economy looks like heading into 2021

5 charts show what the global economy looks like heading into 2021

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

March 17, 2026
პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

April 8, 2025
„ქალაქი უპუროთ“

„ქალაქი უპუროთ“

March 7, 2023
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
თებერვალში ფულადი გზავნილები 26.9%-ით შემცირდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 13.4%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

November 17, 2025

Recent News

NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result