Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი

ექიმები და ჯანდაცვის სპეციალისტები, რომლებმაც პანდემიის შედეგად მილიარდები იშოვეს

by მაგდა დოლიძე
February 28, 2021
in ქართულად
0
ექიმები და ჯანდაცვის სპეციალისტები, რომლებმაც პანდემიის შედეგად მილიარდები იშოვეს
0
SHARES
0
VIEWS

მას შემდეგ რაც 2019 წლის დეკემბერში ჩინეთის ქალაქ უჰანში კორონავირუსის შემთხვევები გამოვლინდა, დაავადებას 1.7 მილიონზე მეტი ადამიანი შეეწირა. ამ ერთ წელიწადში მსოფლიომ შეძლო რამდენიმე ვაქცინის შექმნა, ვაქცინაციის პროცესი დაწყებულია აშშ-სა და დიდ ბრიტანეთში და უახლოეს მომავალში სხვა ქვეყნებშიც დაიწყება. პანდემიამ ჯანდაცვის სფეროს სპეციალისტები წინა პლანზე დააყენა, მათი მუშაობა ახლა მსოფლიოსთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

Forbes-მა 50 ახალი მილიარდერის რეიტინგი შექმნა, რომლებიც ჯანდაცვის სექტორის წარმომადგენლები არიან და რომლებმაც 2020 წელს ქონებას მილიარდები შემატეს. გთავაზობთ TOP-ათეულს, რომელთა წვლილიც პანდემიასთან ბრძოლაში უდიდესია:

უღურ შაჰინი

BioNTech-ის აღმასრულებელი ხელმძღვანელი

ქონება: $4.2 მილიარდი

მოქალაქეობა: გერმანია

წარმოშობით თურქმა ფიზიკოსმა BioNTech-ი გერმანიის ქალაქ მაინცში 2008 წელს თავის მეუღლესთან ოზლემ თურეჯისთან ერთად დააარსა. ის კომპანიის 17%-ს ფლობს. იანვრის შემდეგ BioNTech-ის აქციები 160%-ითაა გაზრდილი. სწორედ აღნიშნულმა კომპანიამ Pfizer-თან პარტნიორობით შექმნა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა, რომელმაც 95%-იანი ეფექტურობა აჩვენა. ვაქცინის გამოყენება თავდაპირველად, 14 დეკემბერს დიდ ბრიტანეთში დაიწყეს, BioNTech-ის და Pfizer-ის ვაქცინის მილიონობით დოზა დარეზერვებული აქვს ევროკავშირს, იაპონიას, კანადას და სხვებს.

სტეფან ბანსელი

Moderna-ს აღმასრულებელი ხელმძღვანელი

ქონება: $4.1 მილიარდი

მოქალაქეობა: საფრანგეთი

საფრანგეთის მოქალაქე ბანსელი მასაჩუსეტში დაარსებული კომპანია Moderna-ს აღმასრულებელი ხელმძღვანელი 2011 წელს გახდა, მანამდე ის ფრანგული დიაგნოსტიკური კომპანია BioMérieux-ს ხელმძღვანელობდა. ბანსელი Moderna-ში აქციების 6%-ს ფლობს, მას წლის დასაწყისში 9%-ი ჰქონდა, თუმცა, 3% გაყიდა მარტში, მას შემდეგ რაც კომპანიის აქციებმა საფონდო ბირჟებზე 550%-ით მოიმატა. აღსანიშნავია, რომ სწორედ Moderna-ს ვაქცინა გახდა რიგით მეორე, რომელიც აშშ-ის წამლისა და საკვების ადმინისტრაციამ დაამტკიცა. აღნიშნული ვაქცინის ეფექტურობაც 95%-ია.

იუან ლიპინგი

ქონება: $4.1 მილიარდი

მოქალაქეობა: კანადა

ქონების წყარო: ფარმაცევტული ბიზნესი

იუანი ჩინური წამყვანი ვაქცინის მწარმოებელ Shenzhen Kangtai Biological Products-ში 24%-ს ფლობს. ეს მას შემდეგ, რაც ის კომპანიის ხელმძღვანელთან დუ ვაიმინთან განქორწინდა ივნისში. განქორწინებამ იუანი კანადის უმდიდრეს ქალად აქცია. ცნობისთვის, Kangtai-ს აქციები 2020 წლის დასაწყისიდან დღემდე 90%-ითაა გაზრდილი. იუანი კომპანიაში 2012-2015 წლებში მენეჯერად მუშაობდა, 2017 წლის მარტიდან კი Kangtai-ს მფლობელობაში მყოფი კომპანია Minhai Biotechnology-ის დირექტორი იყო. აღსანიშნავია, რომ სწორედ Kangtai-ს აქვს ექსკლუზიური უფლება ჩინეთში აწარმოოს AstraZeneca-ს და ოქსფორდის უნივერსიტეტის მიერ შექმნილი კოვიდ-ვაქცინა.

ჰუ კუნი

ქონება: $3.9 მილიარდი

მოქალაქეობა: ჩინეთი

ქონების წყარო: სამედიცინო აღჭურვილობის ბიზნესი

ჰუ Contec Medical Systems-ის თავმჯდომარეა. აღნიშნული კომპანია აწარმოებს სამედიცინო მოწყობილობებს. ის ჩინეთის საპორტო ქალაქ ცინხუანდაოში მდებარეობს. ჰუს კომპანია შენჯენის საფონდო ბირჟაზე აგვისტოში დაილისტა. ჰუ ახლა კომპანიის აქციების ნახევარს ფლობს, რომელთა ფასიც აქციების პირველადი საჯარო განთავსების შემდეგ 150%-ით გაიზარდა. Contec აწარმოებს ნებულაიზერებს, წნევის საზომ მონიტორებს, სტეთოსკოპებს და ა.შ.

კარლ ჰანსენი

ქონება: $2.9 მილიარდი

მოქალაქეობა: კანადა

ქონების წყარო: AbCellera

ჰანსენი ვანკუვერში დაფუძნებული კომპანია AbCellera-ს აღმასრულებელი ხელმძღვანელია. აღნიშნული კომპანია იყენებს ხელოვნურ ინტელექტს დაავადებებისთვის ანტისხეულებით სამკურნალო საშუალებების გამოვლენაში. მან კომპანია 2012 წელს დააარსა. AbCellera Nasdaq-ზე წარმატებით დაილისტა 11 დეკემბერს. აშშ-ის მთავრობამ მას 300 000 დოზა „ბამლანივიმაბი“ შეუკვეთა, რაც სამკურნალო საშუალებას წარმოადგენს და რომელსაც აშშ-ის წამლისა და საკვების ადმინისტრაციამ ავტორიზაცია კორონავირუსის სამკურნალოდ ნოემბერში მისცა.

ტიმოთი სპრინგერი

ქონება: $2 მილიარდი

მოქალაქეობა: აშშ

ქონების წყარო: Moderna

თიმოთი სპრინგერი ჰარვარდის უნივერსიტეტში იმუნულოგი და მოლეკულური ფარმაკოლოგიის პროფესორია. ის Moderna-ს ერთ-ერთი დამფუძნებელი ინვესტორია. მან 2010 წელს კომპანიაში $5 მლნ ჩადო. Moderna-ში სპრინგერს 3.5%-იანი წილი აქვს, რაც $1.6 მილიარდს უდრის. სპრინგერი ასევე აქტიური ინვესტორია ბიოტექნოლოგიურ სფეროში მომუშავე სხადასხვა კომპანიებში.

სერჯიო სტევანატო

ქონება: $1.8 მილიარდი

მოქალაქეობა: იტალია

ქონების წყარო: სამედიცინო სფერო

სტევანატო იტალიური სამედიცინო კომპანია Stevanato Group-ის პრეზიდენტია. აღნიშნული კომპანია მსოფლიოში მინის ფლაკონების სიდიდით მეორე მწარმოებელია. ის კორონავირუსის ვაქცინების მწარმოებელთათვის ფლაკონების წამყვანი მიმწოდებელია. კომპანია 1949 წელს ვენეციასთან ახლოს სერჯიოს მამამ ჯოვანიმ შექმნა. ამჟამად კომპანიას სერჯიოს შვილები – ფრანკო და მარკო მართავენ.

რობერტ ლანგერი

ქონება: $1.5 მილიარდი

მოქალაქეობა: აშშ

ქონების წყარო: Moderna

ლანგერი მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის პროფესორია ქიმიურ ინჟინერიაში. ის Moderna-ს ერთ-ერთ დამფუძნებელი ინვესტორია. ის კომპანიაში 3%-ს ფლობს, რაც $1.5 მილიარდის ტოლფასია. მას 2010 წლიდან დღემდე არცერთი აქცია არ გაუყიდია.

პრემჩანდ გოდჰა

ქონება: $1.4 მილიარდი

მოქალაქეობა: ინდოეთი

ქონების წყარო: ფარმაცია

გოდჰამ რამდენიმე ათეული წლის წინ შეისყიდა მუმბაიში დაფუძნებული ფარმაცევტული კომპანია Ipca Labs ბოლივუდელ სუპერვარსკვავ ამიტაბჰ ბაჩჩანის ოჯახთან პარტნიორობით. კომპანიის აქციები წელს თითქმის გაორმაგდა იქიდან გამომდინარე, რომ გაიზარდა მოთხოვნა ანტივირუსულ პრეპარატ ჰიდროქსიქლოროქვინზე, როგორც კორონავირუსის სამკურნალო საშუალებაზე.

აუგუსტ ტრონდლი

ქონება: $1.3 მილიარდი

მოქალაქეობა: აშშ

ქონების წყარო: ფარმაცევტული სერვისები

ტრონდლი ცინცინატში დაფუძნებული კომპანია Medpace-ის აღმასრულებელი ხელმძღვანელია. აღნიშნული Medpace მუშაობს იმ ფარმაცევტული კომპანიებისთვის, რომლებიც სხვადასხვა მედიკამენტების შექმნაზე მუშაობენ. კომპანია 2016 წელს დაილისტა საფონდო ბირჟაზე. აღნიშნულ კომპანიაში ტრონდლი 21%-ს ფლობს, რაც $1.3 მილიარდის ტოლფასია.

Previous Post

საქართველოს ეკონომიკა ბოლო 8 წელიწადში

Next Post

Meet The 50 Doctors, Scientists And Healthcare Entrepreneurs Who Became Pandemic Billionaires In 2020

მაგდა დოლიძე

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

March 17, 2026
პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

April 8, 2025
„ქალაქი უპუროთ“

„ქალაქი უპუროთ“

March 7, 2023
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
თებერვალში ფულადი გზავნილები 26.9%-ით შემცირდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 13.4%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

November 17, 2025

Recent News

NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result