Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი

REALTYNA საქართველოში ფარულ ტალანტებს ეძებს

by მაგდა დოლიძე
February 28, 2021
in ინტერვიუ
0
REALTYNA საქართველოში ფარულ ტალანტებს ეძებს
0
SHARES
0
VIEWS

2020-ში ტექნოლოგიების გამოყენება თითქმის ყველა ბიზნესში განსაკუთრებით მნიშვნელოვანი რომ გახდა, ამაზე არავინ დაობს. ამ მხრივ არც უძრავი ქონების ბიზნესია გამონაკლისი. ამერიკული ტექნოლოგიური კომპანია Realtyna, რომელიც საქართველოში დაფუძნებას გეგმავს, ათ წელზე მეტია, სწორედ ამ მიმართულებით მუშაობს. კომპანია ძირითადად აშშ-ისა და კანადის ბაზარზე მყოფ უძრავი ქონების სფეროს პროფესიონალებს ეხმარება, რათა მათ ძლიერი ონლაინხილვადობა ჰქონდეთ. რა გეგმები აქვს Realtyna-ს აქ და სხვაგან, ამის შესახებ Forbes Georgia-მ კომპანიის თანადამფუძნებელთან, ჟიზელ აბადისთან ინტერვიუ ჩაწერა.  

[MAINPICTURE]

Realtyna-ს პროდუქტებით მომხმარებლები 95-ზე მეტ ქვეყანაში სარგებლობენ. რომელი პროდუქტია ყველაზე პოპულარული მათ შორის და რომელი ქვეყნებია ძირითადად წარმოდგენილი თქვენს პორტფოლიოში?

ჩვენი პროდუქტები 200 000-ზე მეტჯერაა გადმოწერილი მსოფლიო მასშტაბით, უმეტესი წილი კი ჩრდილოეთ ამერიკაზე მოდის. ჩვენს ყველაზე პოპულარულ პროდუქტს, WPL მოდულს, რომელიც უძრავი ქონების განთავსების ძირითადი სერვისია, მონაცემთა ძალიან მოქნილი სტრუქტურა აქვს. ამავდროულად მას აქვს იმ ნებისმიერი დამატებითი ფუნქციის ინტეგრირების შესაძლებლობა, რომელსაც მომხმარებელი ისურვებს. ჩვენი მომხმარებლები ასევე იყენებენ ჩვენს MLS ინტეგრირებულ პროდუქტს, რომელიც მათ აძლევს საშუალებას, თავი მოუყარონ უძრავი ქონების განთავსების მონაცემებს სხვადასხვა წყაროდან, რაც აშშ-სა და კანადაში არსებული უძრავი ქონების ბიზნესის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ნაწილია. როგორც კი ქონების ჩამონათვალი ხელმისაწვდომი გახდება, ან ფასი შეიცვლება, ჩვენი ტექნოლოგია განაახლებს მომხმარებლების მონაცემთა ბაზებს, რაც მათ ვებსაიტებს ზუსტსა და სანდოს გახდის. ჩვენს ახალ პროდუქტებში მიმზიდველია ის, რომ მათ შემოაქვთ მრავალფუნქციური ტექნოლოგიები უძრავი ქონების ტექ-ინდუსტრიაში, ისინი აერთიანებენ ხელოვნურ ინტელექტსა და მანქანურ სწავლებას MLS ფუნქციებთან.

თქვენმა მომხმარებელთა რიცხვმა მსოფლიოში 100 000-ს გადააჭარბა. როგორ იზიდავთ მათ?

ჩვენი მომხმარებლების უმრავლესობა სარგებლობს უფასო შეთავაზებებით, რაც ჩვენი კონტრიბუციაა უძრავი ქონების ინდუსტრიაში. მათ შეუძლიათ, ჩამოტვირთონ და გამოიყენონ უფასო და ღია პროგრამული უზრუნველყოფა მათი უძრავი ქონების სტარტაპებისთვის. ჩვენი გამოცდილება დადასტურებულია და მომხმარებლების კმაყოფილების ნიშანია 4.9/5. მათ უმრავლესობას მოსწონს ეს პროდუქტები, ისინი დადებითად გვაფასებენ ან გადადიან ფასიან პლატფორმაზე, რომელიც მათ მეტ ფუნქციებსა და ინდივიდუალურ დახმარებას სთავაზობს.

Realtyna ძირითადად აშშ- ისა და კანადის ბაზრებზე ოპერირებს. რას აკეთებთ ამჟამად საქართველოში?

Realtyna-სნაირი კომპანიებისათვის აღმოსავლეთ ევროპა ძალიან საინტერესო რეგიონია. ამჟამად ჩვენ სიტუაციის ანალიზის პროცესში ვართ და გვსურს ვნახოთ, როგორ შეიძლება საქართველოში ბიზნესპროცესების აუტსორსინგის (BPO) სექტორის გაზრდა. კომპანია აქ შვიდი წლის წინ დავარეგისტრირეთ, მაგრამ მყარი ნიადაგის პოვნა ბიზნესის განვითარებისათვის არც ისე მარტივი აღმოჩნდა. ჩვენ საქართველოში საერთაშორისო სავაჭრო პალატის წახალისებით ვამოწმებთ და ვაფასებთ, რამდენად მზად არის ქვეყანა ჩვენთვის – ინვესტორებისათვის IT და BPO სექტორიდან.

ვხედავთ, რომ საქართველოში სტარტაპ-ეკოსისტემა გამოჩნდა და მას დიდი პოტენციალი აქვს, მაგრამ ის ნამდვილად საჭიროებს გაუმჯობესებას. არის დეტალები, რომლებიც საჭიროა სრულყოფილი გარემოს შესაქმნელად – სწორედ ამაზე ვმუშაობთ საერთაშორისო სავაჭრო პალატასთან ერთად საქართველოში. ბევრმა უცხოელმა ბიზნესმენმა და ინვესტორმა გამოცადა თავის თავზე არსებული ხარვეზები და ზოგიერთმა მათგანმა ქვეყანა დატოვა. მაგალითად, ივლისში ერთ-ერთი ევროპელი ინვესტორი აეროპორტის სატრანზიტო ზონაში სამი დღის განმავლობაში თვითდაფინანსებულ კარანტინზე წვდომის გარეშე გააჩერეს, მაშინ როდესაც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს თანახმად, თვითდაფინანსებული კარანტინი უცხოელი ინვესტორებისათვის ხელმისაწვდომი უნდა ყოფილიყო.

ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა ინდოეთი, ვიეტნამი, უკრაინა და ესტონეთი, BPO სექტორი მნიშვნელოვან შემოსავალს ქმნის უცხოური ბიზნესიდან და ისინი ინვესტორებს ძალიან კარგად მასპინძლობენ, მათ შორის უზრუნველყოფენ VIP ცხელი ხაზით ნებისმიერი დახმარებისათვის, რაც მათ დასჭირდებათ. უახლესი მონაცემების თანახმად, ITeS და BPO სექტორის ექსპორტის შემოსავალმა ინდოეთში 2018 წელს 28,4 მილიარდი დოლარი შეადგინა. ჩვენ გვსურს, რომ საქართველოსაც დავეხმაროთ ეკონომიკურ წინსვლაში, თუმცა გვაფერხებს შესაბამისი სრულყოფილი პაკეტისა და სტრუქტურის არარსებობა, რომლებსაც ევროპული და აშშ-ის სტარტაპებისთვის მასპინძლობა შეუძლიათ.

გვინდა, გავითვალისწინოთ საფრანგეთის ძალიან კარგი მაგალითი, Station F, რომელიც შთამაგონებელი მოდელია. ის მხარს უჭერს ადგილობრივ სტარტაპებს და მასპინძლობს უცხოურ ტექ-კომპანიებს. შედეგად აჩქარებს ტექნოლოგიებისა და კაპიტალის სწორი გზით გაცვლას. გვაქვს პატივი, მონაწილეობა მივიღოთ საქართველოში საერთაშორისო სავაჭრო პალატაში სტარტაპების კომისიის ჩამოყალიბებაში და მოვამზადოთ ნიადაგი ანტრეპრენიორებისა და ინვესტორებისათვის ისე, როგორც ამას Station F აკეთებს. სწორედ ამაზე ვმუშაობთ ახლა. BPO სექტორი მრავალმილიარდიანი შესაძლებლობაა საქართველოსთვის და მისი სერიოზულად აღქმის შემთხვევაში მას ქვეყნის ეკონომიკური დინამიკის შეცვლა შეუძლია.

BPO სექტორი ერთ-ერთი განვითარებადი მიმართულებაა საქართველოში. რა შესაძლებლობებს ხედავთ ამ მხრივ?

საქართველო არის ფარული ტალანტებისა და გამოუყენებელი შესაძლებლობების ქვეყანა. ის სავსეა ჭკვიანი და ნიჭიერი ადამიანებით, რომლებსაც საოცარი პოტენციალი აქვთ, მაგრამ შესაძლებლობების ნაკლებობის გამო, ისინი ქვეყანას ტოვებენ. შესაბამისად, ეს დიდი შესაძლებლობაა ჩვენნაირი კომპანიებისათვის, რომ იპოვონ ასეთი ტალანტები აშშ- ს გარეთ. აშშ-ში მოსახლეობის უმრავლესობა ასეთი გამოცდილებით, როგორც წესი, ტალანტების ისეთ „შავ ხვრელებში“ მიდიან, როგორიც არის Facebook-ი და Google-ი. ჩვენი საქმიანობით, BPO სექტორის განვითარებით, ახალი სტარტაპების წახალისებითა და უცხოური სტარტაპების მასპინძლობით, ჩვენ შეგვიძლია, შევაფერხოთ „ტვინების გადინება“.

ჩვენი საქმიანობა Realtyna-ში აუტსორსზე გავიტანეთ ბევრ ქვეყანაში და ასეთი მუშაობა ბიზნესის გაფართოებისათვის სასარგებლო აღმოჩნდა. ვიპოვეთ აქტიური სპეციალისტები ხელოვნური ინტელექტისა და მანქანური სწავლების დარგში, მათ შორის – საქართველოში. ძალიან დიდ შესაძლებლობას ვხედავთ ამ ქვეყანაში, რომელსაც შეუძლია, გახდეს ჰაბი და თავი მოუყაროს რეგიონში არსებულ ასეთ ტალანტებს. ეს დაეხმარება საქართველოს, მოიპოვოს საერთაშორისო აღიარება, როგორც სტარტაპების ჰაბმა. ჯერ კიდევ ბევრი რამ არის ამ მხრივ გასაკეთებელი. შვეიცარია მას შემდეგ გახდა შვეიცარია, რაც ფინანსურ ჰაბად აღიარეს. მსგავსი შესაძლებლობა საქართველოსაც აქვს.

ამავდროულად, ჩვენი პროფესიული პარტნიორები მხარდაჭერით გამოირჩევიან. ჩვენ ვთანამშრომლობთ საქართველოს უძრავი ქონების ეროვნულ ასოციაციასთან, რომელიც აშშ-ში ეროვნულ რეალტორთა ასოციაციის ბილატერალური პარტნიორია. ძალიან საინტერესოა ის ფაქტი, რომ საქართველოს უძრავი ქონების ინდუსტრიაში ასეთი განვითარებული პროცესები მიმდინარეობს და ასოციაციის თავმჯდომარის, მარიამ დემურიას, დახმარებით შევძელით ჩვენი ბიზნესის გაფართოება გლობალურ მასშტაბებზე.

ამასთან, აღსანიშნავია, რომ საქართველო არასოდეს წყვეტს ჩვენს გაოცებას. მსოფლიო ბანკის მონაცემების მიხედვით, ის ბიზნესის კეთების სიმარტივის კუთხით მეშვიდე ადგილს იკავებს. მას აქვს მარტივი საგადასახადო სისტემა და როგორც ბოლო დროს გადაწყდა, გადასახადები საერთაშირისო კომპანიებისათვის 5 პროცენტამდე შემცირდება.

როგორი გავლენა მოახდინა კოვიდ- 19- ის კრიზისმა თქვენს ბიზნესზე მსოფლიოში?

პროგრამული უზრუნველყოფის სექტორი კოვიდ-19-ის შემდეგ უფრო მეტად გაიზარდა, რადგან ბევრმა ბიზნესმა ვირტუალურ სივრცეში გადაინაცვლა. როდესაც პანდემია დაიწყო, ჩვენც გადავწყვიტეთ, კრიზისი შესაძლებლობად გვექცია. ჩვენი ბიზნესი აშშ-ში სწრაფად ფართოვდება. უკანასკნელი 12 თვის განმავლობაში მომხმარებელთა ნაკადის 86%-იანი ზრდა გვქონდა. ასევე, უფრო და უფრო მეტ მოთხოვნას ვიღებთ საერთაშორისო ბაზრებიდან, ჩვენი პლატფორმის თავიანთი ონლაინსაქმიანობისთვის გამოსაყენებლად.

ტექნოლოგიური გადაწყვეტილებების მიმართულება სულ უფრო და უფრო მნიშვნელოვანი ხდება თითქმის ყველა ბიზნესდარგში, განსაკუთრებით – პანდემიის შედეგად. რა სახის განვითარებასა და ტენდენციებს ხედავთ ამ მიმართულებით უძრავი ქონების ტექ-ბიზნესში?

უძრავი ქონების ინდუსტრია ერთ-ერთი ყველაზე ნელი ინდუსტრიაა პლანეტაზე ტექნოლოგიური და ონლაინსიახლეების მიღების თვალსაზრისით. ამის მიზეზი არის ის, რომ იგი უზარმაზარი და დანაწევრებულია.

ზოგიერთი აგენტი მოძველებულ ონლაინხელსაწყოებს იყენებს, რომლებიც 2000-იანი წლების პროგრამული უზრუნველყოფის პლატფორმების მსგავსია. ბევრი უძრავი ქონების სააგენტო ტექნოლოგიების სწრაფი განვითარებისათვის ფეხის აწყობას ერთ-ერთ ყველაზე დიდ გამოწვევად ასახელებს. ამავდროულად, ახალი თაობები ემატებიან უძრავი ქონების ბაზარს და ისინი არ დასჯერდებიან მოძველებულ ონლაინხელსაწყოებს. ეს არის როგორც შესაძლებლობა, ასევე ხარვეზი, რომლის გამოსწორებასაც Realtyna ცდილობს.

დაბოლოს, თქვენ მუშაობთ ახალ პროექტზე – RealtyFeed-ზე. მოგვიყევით მის არსსა და მთავარ მიზანზე.

ათწლეულის მანძილზე დაგროვილი უშუალო გამოცდილებისა და მსოფლიო მასშტაბით ათიათასობით მომხმარებლის მომსახურების შედეგად, ჩვენ ძალიან ახლოს ვართ ახალი პროფესიული სოციალური ქსელის RealtyFeed-ის ამოქმედებასთან. RealtyFeed-ი ინოვაციური პლატფორმაა, ის ეფუძნება ხელოვნურ ინტელექტსა და მანქანურ სწავლებას და აერთიანებს სოციალური ქსელისა და უძრავი ქონების საძიებო პორტალის ნაწილებს. პლატფორმის მიზანია, მოემსახუროს უძრავი ქონების მთლიანი ინდუსტრიის ეკოსისტემას B2B2C მოდელით. გვაქვს სხვადასხვა სიურპრიზი, რომელთაც გავამხელთ ამ „დამანგრეველი“ ტექნოლოგიის ამოქმედებისთანავე.

თუ შევძლებთ მყარი ნიადაგის პოვნას საქართველოში, გვსურს, რომ ჩვენი ტექნოლოგიური ბაზა აქ გადმოვიტანოთ, რაც ნიშნავს პროგრამული უზრუნველყოფის ტექნოლოგიებისა და ხელოვნური ინტელექტის ექსპორტს აშშ-ში, ეს კი საქართველოსკარგ შედეგებს მოუტანს.

Previous Post

Nexia TA-მ ბუღალტრული მომსახურებების მიმართულებით ბაზრის პირველი პოზიციები დაიკავა!

Next Post

2020 წლის “შავი პარასკევის” ონლაინ გაყიდვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია

მაგდა დოლიძე

Next Post
2020 წლის “შავი პარასკევის” ონლაინ გაყიდვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია

2020 წლის “შავი პარასკევის” ონლაინ გაყიდვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია

Stay Connected test

  • 24k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
Global Finance-მა თიბისი საქართველოში ვალუტის გაცვლითი სერვისების საუკეთესო მიმწოდებლად დაასახელა

Global Finance-მა თიბისი საქართველოში ვალუტის გაცვლითი სერვისების საუკეთესო მიმწოდებლად დაასახელა

April 29, 2026
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0

Avia Masters Game: Quick Play Crash Thrills for the Modern Player

June 11, 2026

Casinia: Slot Quick‑Hit e Vincite Rapide per Sessioni Brevi

June 11, 2026

Bet On Red: Błyskawiczna akcja w kasynie dla nowoczesnego gracza

June 11, 2026

Chicken Road : Jeu de crash rapide pour des gains immédiats

June 11, 2026

Recent News

Avia Masters Game: Quick Play Crash Thrills for the Modern Player

June 11, 2026

Casinia: Slot Quick‑Hit e Vincite Rapide per Sessioni Brevi

June 11, 2026

Bet On Red: Błyskawiczna akcja w kasynie dla nowoczesnego gracza

June 11, 2026

Chicken Road : Jeu de crash rapide pour des gains immédiats

June 11, 2026
NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result