Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი

რა ქონებას ფლობენ “ოცნების” ბიზნესმენი მაჟორიტარობის კანდიდატები

by მაგდა დოლიძე
February 28, 2021
in ქართულად
0
რა ქონებას ფლობენ “ოცნების” ბიზნესმენი მაჟორიტარობის კანდიდატები
0
SHARES
0
VIEWS

მეათე მოწვევის პარლამენტში მაჟორიტარობის კანდიდატებად “ქართულმა ოცნებამ” ცნობად სახეებს შორის რამდენიმე ბიზნესმენიც წარადგინა. კანონმდებლობის თანახმად, პარტიების კანდიდატებმა ქონებრივი დეკლარაციები შეავსეს და ის საჯარო სამსახურის ბიუროს წარუდგინეს. ორგანიზაცია kavshirebi.ge-იმ ეს დეკლარაციები გამოითხოვა და გამოაქვეყნა.

ახალციხის, ბორჯომის, ადიგენისა და ასპინძის მუნიციპალიტეტები – ანტონ ობოლაშვილი 

ანტონ ობოლაშვილი ბიზნესმენია; მას ეკუთვნის ფარმაცევტული საქონლის საბითუმო ვაჭრობით დაკავებული კომპანია “გლობალფარმი”, რომელიც რიგი დასახელების მედიკამენტებით ვაჭრობს. 2018 წლის ფინანსური ანგარიშგების თანახმად, კომპანიის შემოსავალი 60.7 მილიონი დოლარი იყო, მისი წმინდა მოგება კი – 13.6 მილიონი ლარი. კომპანიის აქტივები 78 მილიონი ლარია.

საარჩევნოდ წარდგენილი ქონებრივი დეკლარაციის თანახმად, ანტონ ობოლაშვილის და მისი ოჯახის წევრების სახელზე არსებულ საბანკო ანგარიშებზე თანხა – 2.9 მილიონ ლარს, $2 მილიონ აშშ დოლარს (დღევანდელი კურსით 6.4 მლნ ლარს) და 35 ათას ევროს შეადგენს.

ამასთანავე, ობოლაშვილი ნაღდი ფულის სახით ინახავს 30 ათას ლარს 5 ათას ევროს და $12 ათას დოლარს.

ხაშურისა და ქარელის მუნიციპალიტეტები – ზაზა დუგლაძე 

ზაზა დუგლაძე შპს “დუგლაძეების ღვინის” კომპანიის თანადამფუძნებელია. კომპანია ღვინისა და სპირტის ერთ-ერთი უმსხვილესი მწარმოებელია. კერძოდ, კომპანიის შემოსავალი 2018 წლის ანგარიშგების თანახმად – 25.7 მილიონი ლარი, წმინდა მოგება – 3.2 მილიონი ლარი, ხოლო აქტივები 55.6 მილიონი დოლარი იყო. ზაზა დუგლაძეს კომპანიაში 23%-იანი წილი ეკუთვნის. 

კომპანიაში დუგლაძეების ბიზნესპარტნიორი “ქართული ოცნების” თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის ძმა, ალექსანდრე ივანიშვილიცაა. მას კომპანიის 23%-იანი წილი ეკუთვნის. დუგლაძეების ღვინის კომპანიას, ასევე, ეკუთვნის ვარციხის კონიაკის ქარხანაც. ზაზა დუგლაძის ძმა გიორგი დუგლაძე სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს უფროსია. 

საარჩევნოდ წარდგენილი ქონებრივი დეკლარაციის თანახმად, დუგლაძე ნაღდი ფულის სახით $380 ათას აშშ დოლარს (დღევანდელი კურსით 1.2 მლნ ლარს) ინახავს. 

ოზურგეთის, ლანჩხუთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტები – ვასილ ჩიგოგიძე

ვასილ ჩიგოგიძე 2004-2008 წლებში მეექვსე მოწვევის პარლამენტის წევრი იყო და დამოუკიდებელი მაჟორიტარების ფრაქციაში შედიოდა. ამჟამად ვასილ ჩიგოგიძის სახელზე რამდენიმე ათეული კომპანიის წილები ირიცხება. მათ შორისაა 25%-იანი წილი კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში. ამასთან, ჩიგოგიძე არის შპს “ჩიგოს” დირექტორი, შპს “ვიტეშოპის” დირექტორი, ასევე, არის შპს “გუბაზეული 2018”-ის დირექტორი.

საარჩევნოდ წარდგენილი ქონებრივი დეკლარაციის თანახმად, ჩიგოგიძე ნაღდი ფულის სახით ინახავს $300 ათას აშშ დოლარს (დღევანდელი კურსით 960 ათასი ლარი). მის საბანკო ანგარიშზე კი 100 ათასი ევროა განთავსებული. ამასთანავე, ჩიგოგიძე ფლობს 58.4 ათასი დოლარის ღირებულების ფასიან ქაღალდებს (აქციებს).

ტყიბულის, თერჯოლის, ზესტაფონისა და ბაღდათის მუნიციპალიტეტები – ბეჟან წაქაძე

ბეჟან წაქაძე სამშენებლო კომპანია “ჯორჯიან დეველოპმენტ გრუპ+”-ის დამფუძნებელი და 50%-იანი წილის მფლობელია. ფინანსური ანგარიშგების თანახმად, კომპანიამ 2018 წლის განმავლობაში 5.7 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო, ხოლო კომპანიის წმინდა მოგება ამავე წელს 914 ათასი ლარი იყო.

ამასთანავე, ბეჟან წაქაძე არის შპს დავით ტატიშვილის სპორტული მედიცინის და რეაბილიტაციის ცენტრის – 50%-იანი წილის; შპს ლა გრანდე დიმორას – 50%-იანი წილის; შპს „სოლიდის“ – 40%-იანი წილის; შპს „მაგნოლიას” 100%-იანი წილის მფლობელი. ამასთან, აღსანიშნავია, რომ ბეჟან წაქაძეს 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე სალომე ზურაბიშვილის სასარგებლოდ 60 ათასი ლარი აქვს შეწირული.

საარჩევნოდ წარდგენილი ქონებრივი დეკლარაციის თანახმად, წაქაძის საბანკო ანგარიშზე 46.6 ათასი ლარი არის განთავსებული.

Previous Post

Amazon posts Q3 earnings that blow away estimates; COVID-19 effect boosts sales

Next Post

რა უჯდება არჩევნები საქართველოს?

მაგდა დოლიძე

Next Post
რა უჯდება არჩევნები საქართველოს?

რა უჯდება არჩევნები საქართველოს?

Stay Connected test

  • 24k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
Global Finance-მა თიბისი საქართველოში ვალუტის გაცვლითი სერვისების საუკეთესო მიმწოდებლად დაასახელა

Global Finance-მა თიბისი საქართველოში ვალუტის გაცვლითი სერვისების საუკეთესო მიმწოდებლად დაასახელა

April 29, 2026
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0

Gransino Casino – Snel‑Pace Slots en Live Actie voor Snelle Winsten

June 10, 2026

Bet On Red – Quick‑Fire Slots, Live Action & Instant Wins

June 10, 2026

Популярный способ: кракен официальная ссылка

June 9, 2026

Безопасные способы входа на Kraken Darknet Market в 2026 году

June 9, 2026

Recent News

Gransino Casino – Snel‑Pace Slots en Live Actie voor Snelle Winsten

June 10, 2026

Bet On Red – Quick‑Fire Slots, Live Action & Instant Wins

June 10, 2026

Популярный способ: кракен официальная ссылка

June 9, 2026

Безопасные способы входа на Kraken Darknet Market в 2026 году

June 9, 2026
NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result