Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი

მსოფლიოს ყველაზე წარმატებული ქალების 10 რჩევა

by Forbes.ge
February 28, 2021
in Forbes Woman
0
მსოფლიოს ყველაზე წარმატებული ქალების 10 რჩევა
0
SHARES
0
VIEWS

საკუთარ გამოცდილებას გვიზიარებენ Forbes-ის რეიტინგის მიხედვით მსოფლიოს ყველაზე გავლენიანი ქალბატონები, რომელთა შორის არიან: Avon-ის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე ანდრეა ჯანგი, სასტუმროების ქსელის, Four Seasons-ის, გენერალური დირექტორი კეტი ტეილორი, Facebook-ის ოპერაციების დირექტორი შერილ სენდბერგი, Vogue-ის მთავარი რედაქტორი ანა ვინტური და სხვანი.

გაიღვიძეთ ადრე

Starbucks-ის პრეზიდენტი, მიშელ გასი ყოველ დილით 4:30-ზე იღვიძებს, რათა გარეთ სირბილი მოასწროს. Avon-ის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე ანდრეა ჯანგი დილის 5 საათზე დგება. Vogue-ის მთავარი რედაქტორის, ანა ვინტურის ნახვა ჩოგბურთის კორტებზე დილის 6 საათზეა შესაძლებელი. ამ ქალბატონების აზრით, წარმატების მიღწევა ბევრად უფრო ადვილია, თუკი დღეს სხვებზე ადრე დაიწყებთ.

ეცადეთ, სამსახურის პირობების შესახებ წინასწარ შეთანხმდეთ

კვლევები ცხადყოფს, რომ სამსახურის პირობების შესახებ მოლაპარაკებებს ქალები, მამაკაცებთან შედარებით, ნაკლები წარმატებით აწარმოებენ. სწორედ ეს გახლავთ ერთ-ერთი მიზეზი იმისა, თუ რატომ აქვთ დღემდე ქალებს მამაკაცებზე ნაკლები ანაზღაურება. ბევრ განვითარებულ ქვეყანაში ქალები, მამაკაცის ხელფასის დაახლოებით 80-85 პროცენტს იღებენ და ასაკის მატებასთან ერთად ეს განსხვავებაც იზრდება. საშუალოდ, 20 წლის ქალი იმავე ასაკის მამაკაცის ხელფასის 90%-ს იღებს. 50 წლის ქალის ხელფასი კი მისი თანატოლი მამაკაცის ხელფასის 75%-ს შეადგენს.

გადაეცით უფლებები თქვენს თანამშრომლებს

Four Seasons-ის გენერალური დირექტორი, კეტი ტეილორი, აღიარებს, რომ ის ყველაფრის გაკონტროლების იდეითაა შეპყრობილი, მაგრამ საკუთარი თავის მოთოკვას ცდილობს და საქმის სასიკეთოდ თავისი ხელქვეითებისათვის სამუშაოსა და უფლებების გადანაწილებას სწავლობს: “წარმოიდგინეთ, რომ თქვენი კარიერა ბურთებით ჟონგლირებას ჰგავს. ნაწილი ბურთებისა შუშისაა და თუ ხელიდან გაგისხლტათ, ნამსხვრევებად იქცევა, ისინი კი, რომლებიც რეზინისაა, მშვიდად დაიწყებენ იატაკზე ხტუნვას. რეზინის ბურთებით ჟონგლირებას არ გირჩევთ!”

იპოვეთ მენტორი

Facebook-ის ოპერაციების დირექტორის, შერილ სენდბერგის, თქმით, შეუძლებელია ვინმეს პირდაპირ სთხოვო, შენი დამრიგებელი გახდეს, რადგან ეს ურთიერთობის თანამიმდევრული და ეტაპობრივი პროცესია. თუ მიგაჩნიათ, რომ რომელიმე პიროვნება შესაძლოა, თქვენი მენტორი გახდეს, მაშინ მასთან შეხვედრის შემდეგ ეცადეთ, რომ ურთიერთობა შეინარჩუნოთ. შესაძლოა, დროთა განმავლობაში ამ ადამიანმა საჭირო რჩევა მოგცეთ ან რეალურად დაგეხმაროთ – მაგალითად, ახალ სამსახურში თქვენს ასაყვანად რეკომენდაცია გაგიწიოთ.

იყავით ცოდნისმოყვარე

დღევანდელ სამყაროში, სადაც ყველაფერი ელვის სისწრაფით იცვლება, ახლის ცოდნის სურვილი და ახალ გარემოსთან ადაპტირების უნარი ძალიან მნიშვნელოვანია. Disney-ABC Television Group-ის პრეზიდენტი, ენ სუინი, საკუთარ თავს ახასიათებს როგორც ადამიანს, რომლის “სტიმულირებაც ცოდნისმოყვარეობას შეუძლია”, რადგან ეს “შთააგონებს ადამიანებს” და მათ “ახალი იდეებისკენ და ახალი პროექტებისკენ უხსნის გზას”. როგორ უნდა მოიქცეთ? “მუდმივად დასვით შეკითხვები”, – გვირჩევს სუინი.

გამოიმუშავეთ მოსმენის უნარი

დაასაქმეთ ჭკვიანი და გამოცდილი თანამშრომლები, უზრუნველყავით ისინი სამუშაოსთვის აუცილებელი ინსტრუმენტებით და ყურადღებით მოუსმინეთ მათ. ადამიანები, რომლებიც ახალი იდეების მიღებისა და სხვების მოსმენის უნარით გამოირჩევიან, ბევრად უფრო მალე აღწევენ წარმატებას, რადგანაც მათ დასკვნების გამოტანა უფრო უადვილდებათ. კომპანია QVC-ის გენერალური დირექტორი, კლერ უოტსი, კომპანიაში ყოველ სამშაბათს ღია კარის დღეს ატარებს. ამ დროს კომპანიის ნებისმიერ თანამშრომელს შეუძლია უოტსს გაესაუბრობს, კითხვები დაუსვას და თავისი შეხედულებები გაუზიაროს.

დაისახეთ მიზნები

კომპანია Campbell’s Soup-ის გენერალური დირექტორი, დენიზ მორისონი, კომპანიის მართვაზე ბავშვობიდან ოცნებობდა. მან წარმატებისთვის აუცილებელი ერთი თვისება შეიძინა – შედეგის მომტანი მიზნების დასახვა როგორც ბიზნესსაქმიანობაში, ისე პირად ცხოვრებაში. კარიერული მიზნები მას მუდმივი განვითარების მოტივაციას უქმნის და თუკი მისი სამუშაო მის გლობალურ მიზნებს არ შეესატყვისებოდა, ის, უბრალოდ, სხვა სამუშაოს ეძებდა. სწორედ ასე აიხდინა მან ბავშვობის ოცნება.

ნუ შეგეშინდებათ!

უნდა გააცნობიეროთ, რა გსურთ და მხოლოდ შემდეგ დაიწყოთ მიზნისკენ სწრაფვა. და ამ გზაზე სიმხდალე არ გამოგადგებათ! კომპანია KeyCorp-ის მმართველმა, ბეტ მუნიმ საბანკო სფეროში მუშაობა უნივერსიტეტის დამთავრებიდან მხოლოდ ორ წელიწადში მოახერხა, მანამდე კი მისი ყველა მცდელობა უშედეგო იყო. ბოლოს ისეთმა სასოწარკვეთამ მოიცვა, რომ Republic Bank of Dallas-ის მმართველთან გასაუბრებაზე განაცხადა, რომ მანამდე არ დატოვებდა მის კაბინეტს, სანამ სამუშაოს არ მიიღებდა. ამ ამბის მორალი ასეთია: მიზნის მისაღწევად ყველაფერი იღონეთ და წარმატებაც არ დააყოვნებს!

ისწავლეთ უარის თქმა!

მიეჩვიეთ “არას” თქმას. ზოგჯერ უარის მოსმენა მოგიწევთ, ზოგჯერ კი ამის გაკეთება თქვენც დაგჭირდებათ. გაეროს მსოფლიო სასურსათო პროგრამის აღმასრულებელი დირექტორი არტარინ კაზინი ამბობს, რომ მამაკაცებს ისე არ უჭირთ “არას” თქმა, როგორც ქალებს. მაგრამ ფარ-ხმალს ნუ დაყრით, ივარჯიშეთ და დროთა განმავლობაში უარის თქმა ასეთი რთული აღარ მოგეჩვენებათ.

მიზნის მიღწევის გზაზე უკან არ დაიხიოთ

ამბობენ, რომ ტომას ედისონმა ათასჯერ იგემა მარცხი, ვიდრე ელექტრონათურას გამოიგონებდა. “მე 10 000 მტკიცებულება აღმოვაჩინე, რომლებიც ცხადყოფდა, რომ ჩემი გათვლები არასწორი იყო”, – ამბობდა ედისონი, მაგრამ მას ძიებისა და წინსვლის მოტივაცია არ დაუკარგავს. კვლევების თანახმად, ქალების უმრავლესობა მაქსიმალურ წარმატებას 30-წლიანი მძიმე შრომის შედეგად აღწევს, მაგრამ ამ გზაზე ბევრი საინტერესო რამ გელით, ასე რომ გაითვალისწინეთ: წარმატების მისაღწევად აუცილებელია მტკიცე ნებისყოფა, გამძლეობა და მოთმინება.

Previous Post

2014 წლის საქართველოს ეკონომიკა და 2015 წლის გამოწვევები

Next Post

სტრესი, დეპრესია, განკურნება… და შემდეგ?

Forbes.ge

Forbes Georgia: სარედაქციო გუნდი

Next Post
სტრესი, დეპრესია, განკურნება… და შემდეგ?

სტრესი, დეპრესია, განკურნება... და შემდეგ?

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

March 17, 2026
პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

April 8, 2025
„ქალაქი უპუროთ“

„ქალაქი უპუროთ“

March 7, 2023
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
თებერვალში ფულადი გზავნილები 26.9%-ით შემცირდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 13.4%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

November 17, 2025

Recent News

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
თებერვალში ფულადი გზავნილები 26.9%-ით შემცირდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 13.4%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

November 17, 2025
NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result