2014 წელს საშინაო სახელმწიფო ვალი 554 მილიონი ლარით გაიზარდა

წასაკითხი დრო 1 წუთი
წასაკითხი დრო 1 წუთი

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მონაცემებით, 2014 წლის ბოლოს საშინაო სახელმწიფო ვალის მაჩვენებელი 2.6 მილიარდ ლარამდე გაიზარდა. მხოლოდ 2014 წელს ვალის მაჩვენებელი 554 მილიონი ლარით (27%-ით) გაიზარდა. ბოლო 2 წელიწადში კი საშინაო ვალი 675 მილიონი ლარითაა (36%-ით) გაზრდილი.

საშინაო ვალის 74% სახელმწიფოს ფასიან ქაღალდებზე მოდის, ხოლო 26% ე.წ. ისტორიულ ვალზე, რომელიც ძირითადად საბჭოთა კავშირის დროს არსებულ მოსახლეობის ანაბრებს მოიცავს.

2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის მიხედვით წელს საშინაო ვალის 537 მილიონი ლარით ზრდაა დაგეგმილი.

More to read