პოლიტიკა

მაგდა დოლიძე

სავალუტო ბაზარზე ლარის კურსი 2.32-მდე გაიზარდა

1 წუთის წასაკითხი

ბლუმბერგის ბანკთაშორის ბაზარზე ლარის კურსი დოლარის მიმართ 2.32-მდე გაუფასურდა. დილით ვაჭრობა 2.29-დან დაიწყო და რამდენიმე სააათში ლარი 3 თეთრით გაუფასურდა. ევროს მიმართ კი ლარის კურსმა 2.52-ს მიაღწია.

ლარის კურსის გაუფასურების გაგრძელებას შემცირებული ექსპორტი, ტურიზმი და ფულადი გზავნილები იწვევს, რაზეც ფორბსი უკვე წერდა. ამასთან, მთავრობა ნელი ტემპით ახორციელებს ანტიკრიზისულ გეგმას. სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯების შემცირება კი არ განხორციელდა.

საქართველოს ეროვნული ბანკი ლარის ახალ ოფიციალურ გაცვლით კურსს საღამოს 5 საათზე გამოაქვეყნებს.

More to read

NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Related Posts