Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი

“შულც გლობალი”-ს ფონდი 100 მილიონი დოლარის ინვესტიციას განახორციელებს

by მაგდა დოლიძე
February 28, 2021
in საქართველო
0
“შულც გლობალი”-ს ფონდი 100 მილიონი დოლარის ინვესტიციას განახორციელებს
0
SHARES
0
VIEWS

12 ივნისს სასტუმრო “თბილისი მარიოტში” კომპანია “შულც გლობალ ინვესტმენტმა” (“შულც გლობალი”) “კავკასიის განახლებადი ენერგიის ფონდი I”-ის გახსნის ოფიციალური ხელმოწერის ცერემონია გამართა. კომპანია შულც გლობალ ინსვესტმეტთან ერთად მონაწილე მხარეები არიან: “გლობალური ენერგო ეფექტურობისა და განახლებადი ენერგიის ფონდი” (“GEEREF”) და “ავსტრიის განვითარების ბანკი” (“OeEB”). “გლობალური ენერგო ეფექტურობისა და განახლებადი ენერგიის ფონდი” და “ავსტრიის განვითარების ბანკი” ფონდის წამყვანი ინსტიტუციონალური ინვესტორები არიან, რომლებიც განახორციელებენ ინვესტიციას 13 მილიონი დოლარისა და 7 მილიონი დოლარის ოდენობით. ფონდი საინვესტიციო საქმიანობის დაწყებას საქართველოში მომდევნო თვეებიდან გეგმავს.

“კავკასიის განახლებადი ენერგიის ფონდი I”-ის  მიზანია განახორციელოს ინვესტიციები მცირე და საშუალო ჰიდრო ელექტრო სადგურების მშენებლობაში, კაპიტალში წილობრივი მონაწილეობის გზით. “შულც გლობალის” აზრით, აღნიშნული მასშტაბის ჰიდრო ელექტროსადგურების განვითარების პროცესის შეყოვნებას იწვევს ის ფაქტი, რომ პროექტების მფლობელებს და განვითარების მსურველებს  აქვთ შეზღუდული წვდომა კაპიტალზე, რაც ხელს უშლის ამ ზომის, მიმზიდველიპროექტების განხორციელებას ქვეყანაში. “კავკასიის განახლებადი ენერგიის ფონდი I”-ის  მეშვეობით კომპანია გეგმავს გადაჭრას არსებული პრობლემა ადგილობრივ ბაზარზე და ამავდროულად ხელი შეუწყოს მცირე და საშუალო ჰიდროენერგეტიკული სადგურების პოტენციალის გამოვლენას საქართველოში.

“შულც გლობალ ინვესტმენტი” ორიენტირებულიადაახლოებით 10-დან 20 მეგავატამდე სიმძლავრის ჰიდროელექტრო სადგურების მშენებლობაზე. ამავდროულად, “შულც გლობალი” გეგმავს ხელი შეუწყოს ქვეყანაში ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობისა და მათი ოპერირების პროცესებთან დაკავშირებული გარემოს დაცვით და სოციალურ სფეროებშისაერთაშორისო სტანდარტებისა და საუკეთესო პრაქტიკის დანერგვას. კომპანიისთვის მნიშვნელოვანია გაითვალისწინოს ადგილობრივი მოსახლეობისა და ყველა დაინტერესებული მხარის ინტერესი პროექტების განხორციელებისა და დაგეგმვის ეტაპებზე.

“შულც გლობალი” წარმოადგენს ამერიკულ საინვესტიციო კომპანიას, რომელიც მსოფლიოს დინამიურად განვითარებად ქვეყნებზეა ორიენტირებული. დღესდღეობით იგი რამდენიმე ასობით მილიონი დოლარის ინვესტიციებს მართავს სხვადასხვა საერთაშორისო ბაზრებზე აზიაში, სამხრეთ ამერიკასა და აფრიკაში და პარტნიორობს მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟულ ინსტიტუციონალურ ინვესტორებთან.

“შულც  გლობალის” დამფუძნებელიდა დირექტორი – ბატონი გაბრიელ შულცი აღნიშნავს: “საქართველოს აქვს დიდი ჰიდრო ენერგეტიკული პოტენციალი და სწორი სტრატეგიით მოქმედების შემთხვევაში მას შეუძლია გახდესგანახლებადი ენერგიის წყარო, ე.წ. “ჰაბი” მთელი კავკასიის რეგიონისთვის. “შულც  გლობალის” სურვილია, “კავკასიის განახლებადი ენერგიის ფონდი I”-ის  -ის საშუალებით მონაწილეობა მიიღოს საქართველოს ეკონომიკური განვითარების პროცესში. ფინანსური ინტერესის გარდა,”შულც გლობალის”მიზანია დადებითი ზეგავლენა მოახდინოს საქართველოს ადგილობრივ ბიზნეს გარემოზე. ინვესტიციის განხორციელებისას უშუალოდ დაინტერესებული ვიქნებით კომპანიების მართვის სტილის გაუმჯობესებით.მიგვაჩნია, რომ აღნიშნული ინვესტიცია შექმნის დასაქმების შესაძლებლობებს და იქონიებს დადებით ზეგავლენას გარემოს დაცვით და სოციალურ სფეროებზე ქვეყანაში.ვასრულებთ რა სტრატეგიული დამაკავშირებლის როლს ამერიკის შეერთებულ შტატებსა და განვითარებად ბაზრებს შორის სადაც ვოპერირებთ, ვიყენებთ ყველა შესაძლებლობას, რათაზემოთ ჩამოთვლილი მიმართულებითსაქართველოში მივაღწიოთ მაქსიმალურ შედეგებს”.

“ავსტრიის განვითარების ბანკი”(“OeEB”), როგორც განვითარებადი ბანკი 2008 წლის მარტიდანოპერირებს. ბანკი სპეციალიზირდებაგანვითარებად ქვეყნებში გრძელვადიან ფინანსირებაზე, რაც მოიცავს, სესხების გაცემას და კაპიტალში მონაწილეობას კერძო სექტორში მდგრადი განვითარების პროექტების განხორციელების მიზნით.  დამატებით,”ავსტრიის განვითარების ბანკი”უზრუნველყოფს, ტექნიკურ დახმარებას პროექტების სწორად განვითარებისა და წარმართვის მიზნით. “ავსტრიის განვითარების ბანკისთვის” განსაკუთრებით მნიშვნელოვანია განახლებადი ენერგიის წყაროებში ინვესტირება.

“GEEREF” – არის ინოვაციური ფონდი, (ფონდების ფონდი), რომელიც სპეციალიზირებულია მცირე და საშუალო, განახლებადი ენერგიის და ენერგო ეფექტურობის პროექტებში ინვესტირებაზე მსოფლიოს განვითარებად ბაზრებზე.”GEEREF”დაფუძნდა 2008 წელს ევროკავშირის, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის და ნორვეგიის სამეფოს კაპიტალით, და ეხლახანს დაასრულა კაპიტალიზაციის პროცესი კერძო ინვესტორების მონაწილეობით. “GEEREF”-ს მრჩეველია – “ევროპის საინვესტიციო ბანკი” (“EIB”).

“ევროპის საინვესტიციო ბანკის” ჯგუფი (“EIB”) კლიმატის ცვილელებებთან დაკავშირებული პროექტების ერთ-ერთი ყველაზე დიდი დამფინანსებელია მსოფლიოში, რაც ემსახურება ევროკავშირის მიზანს მიაღწიოს ეკონომიკურ ზრდას, მცირე ემისიურ ენერგეტიკულ პროექტებზე დაყრდნობით. 2014 წელს, “EIB”-მ, თავის წილად, 19.1 მილიარდი ევროს,  ხოლო ბოლო 5 წლის განმავლობაში (2010-2014) 90 მილიარდი ევროს ინვესტიცია განახორციელა ასეთი პროექტების დასაფინასებლად. 2015 წლის 30 აპრილს “EIB”-მ გახსნა რეგიონალური ოფისი სამხრეთ კავკასიაში, რათა გააძლიეროს მისი მხარდაჭერა კერძო და სახელმწიფო სექტორებისა და მეორეს მხრივ, ხელი შეუწყოს ურთიერთობების გაძლიერებას პარტნიორ ბანკებთან და სხვა საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებთნ კავკასიის რეგიონში. “EIB”-ს მიერ საქართველოშიგანხორციელებულმა ინვესტიციებმა 533 მილიონ ევროს გადააჭარბა.

Previous Post

ჭკვიანი ქალაქების ბიზნესი

Next Post

მაისში ექსპორტი 20 პროცენტით შემცირდა, იმპორტი – 13 პროცენტით

მაგდა დოლიძე

Next Post
მაისში ექსპორტი 20 პროცენტით შემცირდა, იმპორტი – 13 პროცენტით

მაისში ექსპორტი 20 პროცენტით შემცირდა, იმპორტი - 13 პროცენტით

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

March 17, 2026
პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

April 8, 2025
„ქალაქი უპუროთ“

„ქალაქი უპუროთ“

March 7, 2023
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
თებერვალში ფულადი გზავნილები 26.9%-ით შემცირდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 13.4%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

November 17, 2025

Recent News

NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result