Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი

Jumeirah-ს აღმოსავლური მარგალიტი

by Forbes.ge
February 28, 2021
in მოგზაურობა
0
Jumeirah-ს აღმოსავლური მარგალიტი
0
SHARES
0
VIEWS

არაბთა გაერთიანებული საამიროების სასტუმროების ქსელის, Jumeirah-ს ფეშენებელური კურორტები მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეშია განლაგებული: ფრანკფურტით, რომით, ლონდონით, სტამბულითა და ბოდრუმით დაწყებული, მალდივის კუნძულებით დამთავრებული. Jumeirah-ს სათავო ოფისი კი საამიროების სიდიდითა და მნიშვნელობით მეორე ქალაქში – დუბაიშია ბაზირებული.

სწორედ დუბაის პრესტიჟულ უბანში მდებარეობს ელიტარული კურორტი Madinat Jumeirah, რომელიც თავის მრავალრიცხოვან სტუმრებს სხვადასხვა ღონისძიების ჩასატარებლად სთავაზობს საამიროებში ყველაზე დიდ მოედანს – Fort Island-ს. ამ უნივერსალურ, ღია ცის ქვეშ  მდებარე მოედანს სულ ცოტა ხნის რეკონსტრუქცია ჩაუტარდა, რის შედეგადაც ის სამჯერ გაიზარდა და მისმა ფართობმა 1750 კვ.მ-ს მიაღწია. Fort Island-ი საუკეთესო ადგილია ბანკეტების, სადღესასწაულო საღამოების, გამოფენების, პრეზენტაციების, კონცერტების, ქორწილების, სპორტული ღონისძიებებისა და ფესტივალების ჩასატარებლად.

თუ მანამდე განახლებული Fort Island-ის კოქტეილ-ფართის დარბაზი 425 ადამიანს იტევდა, გაფართოების შემდეგ დარბაზის დამტეობა 1400 კაცამდე გაიზრდება, ხოლო დასაჯდომი ადგილების რაოდენობა – 1100-მდე. მოედანი ასევე შეიცავს ახალ გაფართოებულ სივრცეს reception-ზონით, სახურავზე განთავსებულ ტერასას და სტუმრების მოსასვენებელ ზონას. Fort Island-ი, რომელიც  უშუალოდ საკურორტო ზონის სიახლოვესაა განლაგებული, ყოველი მხრიდან  არხებითაა გარშემორტყმული.

2003 წელს აშენებული Fort Island-ის მოედანი თავდაპირველად ჩაფიქრებული იყო, როგორც დუბაის ისტორიისა და კულტურის სიდიადის წარმოსაჩენი არქიტექტურული ძეგლი. მისი ავტორების შთაგონების წყარო გახლდათ ციხესიმაგრე ალ-ფახიდი, რომელიც სპარსეთის ყურის სანაპიროსთან ახლოს, საუკუნეზე მეტი ხნის წინ აიგო. და მართალია, Fort Island-ის ექსტერიერი ციხესიმაგრის ავთენტურ სახეს იმეორებს, მაგრამ მისი შიდა სივრცე, თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისად, მრავალფუნქციური დანიშნულებისაა. Fort Island-ი აღმოსავლური კურორტის – Madinat Jumeirah-ის ცენტრშია განლაგებული. ღია ცის ქვეშ მდებარე მოედნიდან პანორამული ხედი იშლება სპარსეთის ყურეში, სანაპიროსთან ახლოს,  წყალში აშენებულ სასტუმრო Burj Al Arab Jumeirah-ზე, რომელსაც უზარმაზარი იალქნის ფორმა აქვს.

Fort Island-ზე მოსახვედრად სტუმრებს ორი არჩევანი აქვთ: ან ოთხი ხიდიდან  ერთ-ერთის გავლა მოუწევთ, ან შეუძლიათ დანიშნულების ადგილს ტრადიციული ხის ნავებით, „აბრათი“, მიაღწიონ.  ეს უნიკალური მოედანი სულ ორი ნაბიჯითაა დაშორებული ხალხმრავალ აღმოსავლურ ბაზარს – Souk Madinat-ს, 600-ადგილიან ღია ამფითეატრს, თეატრ Madinat Theatre-სა და უხლოეს სასტუმრო Jumeirah Mina A’Salam-ს.

Fort Island-ის განუყოფელი ნაწილია  Madinat Jumeirah’s Conference Centre-ი , რომელიც არაერთი ჯილდოს მფლობელია. სამუშაოების დასრულების შემდეგ ახალი მოედანი კონფერენც-ჰოლის ტევადობას 9000 ადამიანამდე გაზრდის, ხოლო მისი ფართობი 10 000 კვ.მ-ს მიაღწევს. კონფერენც-ცენტრი წლებია, უცვლელად მასპინძლობს ისეთ საერთაშორისო ღონისძიებებს, როგორიცაა დუბაის საერთაშორისო კინოფესტივალი (DIFF) და მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი. ის ასევე გამოფენა Art Dubai-ის სპონსორიცაა.

კურორტი Madinat Jumeirah თავის ტერიტორიაზე სტუმრებს სთავაზობს მრავალფუნქციური ღია და დახურული მოედნების დიდ არჩევანს, რომლებიც შეიცავენ მოსალაპარაკებელ ოთახებს, ბანკეტებისა და სხვა ღონისძიებების ჩასატარებელ დარბაზებს, ხოლო საქმიანი ნაწილის დასრულების შემდეგ სტუმრებს ელით 40 რესტორანი, რომელთა კარი ღიაა ახლომდებარე ოტელების Jumeirah Mina A’Salam-ის, Jumeirah Al Qasr-ისა და  Jumeirah Dar Al Masyaf-ის მობინადრეებისთვის.

Previous Post

როგორ იქცა Master Chief-ი Microsoft-ის კვლევისა და განვითარების შეფად

Next Post

რუსული რუბლის კურსმა ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია

Forbes.ge

Forbes Georgia: სარედაქციო გუნდი

Next Post
რუსული რუბლის კურსმა ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია

რუსული რუბლის კურსმა ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

March 17, 2026
პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

April 8, 2025
„ქალაქი უპუროთ“

„ქალაქი უპუროთ“

March 7, 2023
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
თებერვალში ფულადი გზავნილები 26.9%-ით შემცირდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 13.4%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

November 17, 2025

Recent News

NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result