ციურიხის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი ყოველწლიურად აქვეყნებს გლობალიზაციის ინდექსს, რომელიც 200-ზე მეტ ქვეყანას მოიცავს. ინდექსის მაჩვენებლები 3 ძირითად კატეგორიადაა დაყოფილი, რომლებიც მოიცავენ შეფასების სხვადასხვა კრიტერიუმებს. ეკონომიკური გლობალიზაციის დონის განსაზღვრა საერთაშრისო ვაჭრობის და უცხოური კაპიტალის მოძრაობის სხვადასხვა კრიტერიუმების მიხედვით ხდება.
გასულ წელთან შედარებით საქართველოს პოზიცია 3 საფეხურით გაუმჯობესდა და 2016 წლის რეიტინგში მე-16 ადგილს იკავებს. საქართველოს მე-16 ადგილი განაპირობა საერთაშორისო ვაჭრობის ლიბერალურმა პოლიტიკამ და უცხოური კაპიტალის თავისუფლად შემოსვლის შესაძლებლობამ. საქართველოს მაღალი პოზიცია უფრო ეკონომიკური განვითარების პერსპექტივის ამსახველია, ვიდრე მიღწეული განვითარების დონის. 2004 წელს, აღნიშნულ ინდექსში, საქართველო 93-ე ადგილზე იყო.
ეკონომიკური გლობალიზაციის რეიტინგი:
|
ადგილი |
ქვეყანა |
ქულა |
|
1 |
სინგაპური |
96.1 |
|
2 |
ირლანდია |
93.1 |
|
3 |
ლუქსემბურგი |
91.8 |
|
4 |
ჰოლანდია |
90.9 |
|
5 |
მალტა |
90.3 |
|
6 |
არაბთა გაერთიანებული საამიროები |
88.4 |
|
7 |
უნგრეთი |
86.9 |
|
8 |
ესტონეთი |
86.1 |
|
9 |
ბელგია |
86.0 |
|
10 |
ბაჰრეინი |
85.5 |
|
15 |
ჩეხეთი |
82.9 |
|
16 |
საქართველო |
82.6 |
|
17 |
ფინეთი |
82.2 |
|
51 |
სომხეთი |
69.7 |
|
54 |
უკრაინა |
68.9 |
|
77 |
აზერბაიჯანი |
61.9 |
|
107 |
თურქეთი |
55.4 |
|
111 |
რუსეთი |
54.9 |