საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, მარტის ბოლოს წლიურმა ინფლაციამ 4.1% შეადგინა. თუმცა, გარკვეული პროდუქტები გაცილებით მეტად გაძვირდა, ვიდრე წლიური საშუალო მაჩვენებელია. ბოლო ერთ წელიწადში, ყველაზე მეტად, 67%-ით ალუბალი გაძვირდა, მეორე ადგილზეა ვაშლი 47%-იანი გაძვირებით. ინფლაციის მაღალი მაჩვენებლით გამოირჩევა მედიკამენტებიც. 28%-ით გაძვირდა ელექტროენერგიის გადასახდელი.
ყველაზე მეტად (57%-ით) კი კომბოსტო გაიაფდა, შემდეგ მოდის ბადრიჯანი 35%-ით. ასევე, მნიშვნელოვნად გაიაფდა საწვავი და მეორადი მოხმარების ავტომობილები.
ცხრილი – ინფლაციის დონე 2015 წლის მარტთან შედარებით:
|
პროდუქცია |
წლიური ინფლაცია |
|
ალუბალი |
67% |
|
ვაშლი |
47% |
|
ნიორი |
31% |
|
ტკივილგამაყუჩებელი მედიკამენტები |
31% |
|
ელექტროენერგიის გადასახდელი |
28% |
|
სისხლძარღვთა გამაფართოებელი მედიკამენტები |
27% |
|
ადგილობრივი წარმოების სიგარეტი |
26% |
|
სიმინდის ფქვილი |
24% |
|
არაყი |
22% |
|
ანტიბიოტიკები |
17% |
|
ჯანმრთელობის დაზღვევა |
17% |
|
იმპორტული სიგარეტი |
16% |
|
თერაპევტის კონსულტაცია |
14% |
|
შამპუნი |
12% |
|
ლუდი |
12% |
|
ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები |
11% |
|
მზესუმზირის ზეთი |
11% |
|
კარაქი |
11% |
|
ბავშვის საკვები |
10% |
|
ბენზინი |
-10% |
|
რძე |
-11% |
|
კიტრი |
-13% |
|
მეორადი მოხმარების ავტომობილი |
-14% |
|
დიზელის საწვავი |
-15% |
|
პომიდორი |
-23% |
|
ბანანი |
-25% |
|
ბადრიჯანი |
-35% |
|
კომბოსტო |
-57% |











