პოლიტიკა

Forbes.ge

საქართველო ინტერნეტზე ხელმისაწვდომობის კუთხით, მსოფლიოში 85-ე ადგილზეა

1 წუთის წასაკითხი

საქართველო ინტერნეტზე ხელმისაწვდომობის კუთხით, მსოფლიოში 85-ე ადგილზეა. მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის მონაცემებით, რომელიც მსოფლიოს 138 ქვეყნის მონაცემებს აერთიანებს, ინტერნეტზე წვდომა მოსახლეობის ყველაზე დიდ ნაწილს ისლანდიაში აქვს. მეორე და მესამე ადგილს კი ლუქსემბრუგი და ნორვეგია იკავებენ.

რაც შეეხება რეგიონის ქვეყნებს, – რუსეთი ინტერნეტზე წვდომის კუთხით, 39-ე ადგილზეა, ყაზახეთი 41-ე, თურქეთი 71-ზე, უკრაინა მე-80-ზე.

საქართველოს შემდეგ რეიტინგში ბოლივია და პარაგვაი მოდიან. საქართველოში ინტერნეტზე წვდომის მაჩვენებელი 45.2%-ია. აღსანიშნავია, რომ ბოლო ორ წელში საქართველოში ინტერნეტის მომხმარებლების რიცხვი გაიზარდა – 2015 წლის რეიტინგის მიხედვით, საქართველოში ინტერნეტზე წვდომა მოსახლეობის 43%-ს ჰქონდა, თუმცა მაშინ რეიტინგში საქართველოს მე-80 ადგილი ეკავა.

მსოფლიოში ინტერნეტზე წვდომის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ევროპაშია, – ევროპის მოსახლეობის 77,4%-ს აქვს ინტერნეტზე წვდომა, ხოლო ყველაზე დაბალი მაჩვენებელი კი აფრიკაშია, სადაც ინტერნეტზე წვდომა მოსახლეობის 28,3%-ს აქვს.

More to read

NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Related Posts