Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი

THE BITFURY GROUP-ი EXONUM-ის გამოშვებას აცხადებს

by მაგდა დოლიძე
February 28, 2021
in ქართულად
0
THE BITFURY GROUP-ი  EXONUM-ის გამოშვებას აცხადებს
0
SHARES
0
VIEWS

საწარმოებისათვის განკუთვნილი BLOCKCHAIN-ის ექსკლუზიური ჩარჩო – კიდევ ერთი ნაბიჯი Blockchain-სკენ.

The Bitfury Group-ი, Blockchain ტექნოლოგიის სრული მომსახურების მსოფლიოში წამყვანი კომპანია, საწარმოებისათვის განკუთვნილი Blockchain-ის ჩარჩოს – Exonum-ის გამოსვლის შესახებ აცხადებს.

Exonum არის Blockchain-ისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯი. Exonum არის პროგრამული უზრუნველყოფის ჩარჩო, რომელიც დაეხმარება ბიზნესებსა და მთავრობებს, უსაფრთხოდ და იოლად განახორციელონ Blockchain-თან დაკავშირებული იდეები.

“ჩვენ ვხედავთ, რომ Blockchain-ის მიმართ ინტერესი და ენთუზიაზმი ყოველდღიურად იზრდება, რამდენადაც ბიზნესები, მთავრობები და დაწესებულებები ეძებენ ყველაზე იოლ და უსაფრთხო გზებს შემდეგი ნაბიჯის გადასადგმელად. Exonum-ი არის კიდევ ერთი ნაბიჯი Blockchain-ისკენ, რომელიც Blockchain-ის მეშვეობით აქტივების მართვისა და  უსაფრთხოების საიმედო და უნიკალურ შესაძლებლობებს გვთავაზობს”, – განაცხადა ვალერი ვავილოვმა, The Bitfury Group-ის აღმასრულებელმა დირექტორმა. – “ჩვენი Exonum Blockchain-ის პლატფორმის შესაქმნელად თითქმის ორი წელი დაგვჭირდა. ღრმად ვაანალიზებდით და ვცდიდით Blockchain-ის სხვადასხვა კონცეფციას. Exonum-ი არის ელიტური, თავიანთ სფეროში საუკეთესო მათემატიკოსების, მეცნიერებისა და ანალიტიკოსების გუნდის მიერ განხორციელებული ინტენსიური კვლევებისა და ტესტირების პირდაპირი შედეგი. მათ ერთობლივი ძალებით შექმნეს ეს განუმეორებელი პლატფორმა. Blockchain-ის და Bitcoin-ის თემების პლატფორმის ღია, ერთიანი ხასიათის გათვალისწინებით, ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ეს პროგრამული უზრუნველყოფა ხელმისაწვდომი უნდა ყოფილიყო ყველასთვის, ვინც იყენებს Blockchain-ზე დაფუძნებულ აპლიკაციებს, რაც  უფრო მეტ ორგანიზაციას, მთავრობასა და ბიზნესს Blockchain-ის უსაზღვრო პოტენციალისგან მეტი სარგებლის მიღებაში დაეხმარება”.

Exonum-ის საწყისი კოდი ხელმისაწვდომია პროდუქტის ოფიციალური ვებგვერდიდან და ასევე Github-დან. ჩვენი დეველოპერები მზად არიან დაეხმარონ მათ Exonum-ის საწყისი კოდის გაფართოებასა და ადაპტირებაში, მათი საჭიროებების შესაბამისად.

EXONUM-ის ჩვენება

Bitfury-მ Exonum-ი პირველად 2017  წელს  RustFest-ზე გამოიტანა, სადაც დეველოპერებისთვის ჩატარდა სემინარი თემაზე, თუ როგორ უნდა შექმნან მათ საკუთარი კრიპტოვალუტა და როგორ გამოეყენებინათ Exonum-ი, როგორც ჩარჩო Blockchain-ზე დაფუძნებული აპლიკაციების შესაქმნელად.

IT თემების უფრო ფართო განხილვისთვის, Bitfury გამოიტანს Exonum-ს გლობალურ ჩვენებაზე, ვებინარებსა და ღონისძიებებზე, რომლებიც 17 ივლისს დაიწყება. Exonum-ის შესახებ მეტი ინფორმაციის მისაღებად, იხილეთ Exonum-ის ვებგვერდი. საყოველთაო ჩვენება ჩატარდება შემდეგ ქალაქებში (მაგრამ, ამით არ შემოიფარგლება):

· ამსტერდამი, ნიდერლანდები

· ლონდონი, გაერთიანებული სამეფო

· ბერლინი, გერმანია

· ვაშინგტონი, კოლუმბიის ოლქი, აშშ 

· მოსკოვი, რუსეთი

· სან-ფრანცისკო, კალიფორნია

· ბოსტონი, მასაჩუსეტსი

· ოსტინი, ტეხასი

· ასტანა, ყაზახეთი

· პეკინი, ჩინეთი 

· კიევი, უკრაინა

EXONUM-ის შესახებ

Blockchain-ი მონაცემებისა და აქტივების მართვის, გადაადგილებისა და მათი უსაფრთხოების უზრუნველყოფის რევოლუციური გზაა. Exonum-ი თქვენი შემდეგი ნაბიჯია Blockchain-ისკენ.    

Exonum-ი შექმნილია იმისთვის, რომ მოგცეთ თქვენ, თქვენს კომპანიას ან თქვენს მთავრობას საშუალება, ადვილად და უსაფრთხოდ შექმნათ Blockchain-ის სისტემა, რომელიც სირთულეების გადალახვასა და Bitcoin Blockchain-ის უსაფრთხოების უზრუნველყოფაში დაგეხმარებათ. ის ასევე გთავაზობთ ტექნოლოგიის ყველაზე მიმზიდველ მხარეებს, როგორიცაა, მაგალითად, გამჭვირვალობა და ჭკვიანი (smart) კონტრაქტები. 

EXONUM-ი გთავაზობთ Blockchain-ის ავთენტურ დიზაინს

მრავალი გზა არსებობს იმისთვის, რომ ბიზნესის ჩანაწერების წარმოებისთვის შეიქმნას ან ბიზნესმა გამოიყენოს distributed ledger (გაზიარებული საქაღალდის – გაზიარებული ციფრული მონაცემების) ტექნოლოგია, რომელსაც DLT. DLT ეწოდება. მართალია,  არსებული სისტემების გაუმჯობესებული ვერსიები გაზიარებული მონაცემთა ბაზის თითქმის იდენტურია, მაგრამ გაზიარებულ მონაცემთა ბაზას არ გააჩნია ნამდვილი Blockchain-ის მსგავსი უპირატესობები და უსაფრთხოება. გაზიარებულ საქაღალდეში, საჭიროებისამებრ, ქსელის კვანძებისა (nodes) და აქტორების გადაწყვეტილებით, საქაღალდის ისტორია შეიძლება გადაიწეროს; გარდა ამისა,  არ არსებობს კლიენტისთვის სისტემის ავტომატური აუდიტის შესაძლებლობა, რამდენადაც სისტემა ოპერირებს, როგორც მონაცემთა ბაზა.

Exonum-ი არის გზა ავთენტური ფუნქციონალური Blockchain-ის შესაქმნელად. Exonum Blockchain-ი გთავაზობთ ყველა იმ უპირატესობას, რომელიც ნამდვილ Blockchain-ს აქვს, მათ შორის, აუდიტის შესაძლებლობას, გამჭვირვალობას და უსაფრთხოებას.

EXONUM-ი მზად არის გამოყენებისთვის

Blockchain-ზე დაფუძნებული აპლიკაციის შექმნა და გამოყენება Exonum-ის მეშვეობით ასეთი ადვილი არასდროს ყოფილა. ჩვენ გავხსენით არა მხოლოდ კოდების მთელი ბიბლიოთეკა, არამედ შესაძლებელი გავხადეთ კლიენტის პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენება თქვენი Blockchain-ის მართვისათვის.

თქვენს Exonum Blockchain-ს შეუძლია გამოიყენოს JavaScript-ის კლიენტი, რაც საშუალებას მოგცემთ, დაუკავშირდეთ მთლიან ქსელს, მოითხოვოთ მონაცემები, გაგზავნოთ ტრანსაქციის მოთხოვნა და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, დაადასტუროთ კრიპტოგრაფიული მტკიცებულება მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან, ნებისმიერი მოწყობილობის მეშვეობით. ეს კლიენტი გთავაზობთ მუდმივ წვდომას თქვენი Blockchain-ის აუდიტის ისტორიაზე.  

EXONUM-ი გთავაზობთ განსაკუთრებულ უსაფრთხოებას. ძლიერი კონსენსუსის ალგორითმი

Exonum-ი იყენებს მორგებულ Byzantine კონსენსუსის ალგორითმს, რომელიც უსაფრთხოდ ინახავს თქვენს მონაცემებს, “mine” ბლოკების გარეშე, იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც კვანძები არ ფუნქციონირებს ან ძალიან მგრძნობიარეა ცუდი აქტორების ქმედებების მიმართ. ამ თვისების გამო, თითქმის შეუძლებელია, რომ ცუდმა აქტორმა დაამატოს არასწორი მონაცემები, ან შეცვალოს ისტორია თქვენს Exonum Blockchain-ში. კვანძების მრავლობითი დაზიანების შემთხვევაში, თქვენი Exonum Blockchain-ი მაინც ინარჩუნებს უსაფრთხოების თვისებებს და იცავს თქვენს მონაცემებს.

Exonum Blockchain-ი ასევე ახლდება ყოველი ახალი ბლოკის დამატებისთანავე. ეს კონსენსუს ალგორითმი ასევე აძლევს საშუალებას Exonum Blockchain-ს, დაამუშაოს 3000-მდე ტრანსაქცია წამში (გლობალურ გაზიარებულ ქსელში) გაწმენდის 2.5-წამიანი დაყოვნებით და 15000-მდე ტრანსაქცია წამში კონკრეტულ შემთხვევაში.

მიმაგრებულია Bitcoin-ზე

კერძო Blockchain-ები, რომლებიც არ არის მიმაგრებული უფრო მცირე ქსელის გამო, ადვილად ხელმისაწვდომია ჰაკერებისთვის. თქვენი Exonum Blockchain-ი კი აძლიერებს უსაფრთხოებას, რამდენადაც ეყრდნობა ძლიერ, კრიპტოგრაფიულად გამოცდილ სისტემებს. თქვენი Exonum Blockchain-ის უსაფრთხოებას აძლიერებს Bitcoin-ის უსაფრთხოება, რამდენადაც ის მიმაგრებულია უსაფრთხო Bitcoin Blockchain-ზე. მიბმა/მიმაგრება, არის პროცესი, როდესაც სისტემის “სნეფშოთი” ინახება სახელმწიფო ან საჯარო წყაროში და აღარ არის იმის აუცილებლობა, რომ უპირობოდ ენდოთ თქვენს Blockchain-ის ადმინისტრატორს მგრძნობიარე მონაცემების შენახვისას. მიმაგრების სერვისი პერიოდულად Bitcoin Blockchain-ში ინახავს კრიპტოგრაფიულ ჰეშს, რომელიც ასახავს თქვენი Exonum Blockchain-ის მდგომარეობას. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ცუდი აქტორი შეიჭრება თქვენი კვანძების უმეტეს ნაწილში, Exonum Blockchain-ის მებისმიერი ცვლილება ჩაიწერება და თქვენ უმალვე მიიღებთ შეტყობინებას.

პროგრამირების უსაფრთხო ენა

Exonum-ი ემყარება Rust-ს, რომელიც, დღევანდელ დღეს, პროგრამირების ყველაზე უსაფრთხო ენაა. Rust-ი არის სისტემების პროგრამირების ენა, რომელიც შექმნილია იმისთვის, რომ იყოს უსაფრთხო და პრაქტიკული. ის ჰგავს C++-ს, მაგრამ, მასში აქცენტი კეთდება მეხსიერების გულდასმით მართვაზე, რაც იცავს მას პროგრამირებისთვის დამახასიათებელი შეცდომებისგან. Rust-ი უფრო სწრაფია, ვიდრე Java, Go, C და C++ პროგრამირების ენები და ის უფრო და უფრო უმჯობესდება.

EXONUM-ი უზრუნველყოფს ჭკვიანი კონტრაქტების ეფექტიანობას

Exonum-ის ჭკვიანი კონტრაქტების საწარმოს საჭიროებებისთვის გამოყენება საუკეთესო გადაწყვეტილებაა. ისევე, როგორც სხვა ჭკვიანი კონტრაქტის პლატფორმებში, როგორიცაა Ethereum-ი და Fabric-ი, Exonum-ის ჭკვიან კონტრაქტებში წარმოდგენილია ბიზნესის ლოგიკა, რომელიც შეიძლება დაუყოვნებლივ დაემატოს Blockchain-ს. Exonum-ის ჭკვიანი კონტრაქტები ძალიან სწრაფია ტრანსაქციების დამუშავების თვალსაზრისით – მას შეუძლია დაამუშაოს 3000-მდე ტრანსაქცია წამში, გასუფთავების 2,5-წამიანი დაყოვნებით და 15000-მდე ტრანსაქცია წამში კონკრეტულ შემთხვევაში.

EXONUM-ი უკვე ცვლის სამყაროს

Bitfury უკვე იყენებს Exonum-ს მთავრობისთვის შემუშავებულ ზოგიერთ თავის საპილოტე პროექტში.  მან წარადგინა Exonum-ის ვერსია EY Startup Challenge-სთვის და ჯილდოც მიიღო. Exonum-ი გამოიყენება მრავალი სექტორისა თუ პროექტისთვის; მისი გამოყენება შეიძლება არჩევნების ან გამოკითხვის შედეგების დასადასტურებლად, კონტენტის შემქმნელთა ციფრული უფლებების უსაფრთხოებისთვის, ეფექტიანი სარეგისტრაციო სისტემის შესაქმნელად და სხვ.

The Bitfury Group-ის შესახებ: 

The Bitfury Group-ი არის Blockchain ტექნოლოგიის სრული მომსახურების კომპანია და ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი კერძო ინფრასტრუქტურის პროვაიდერი Blockchain-ის ეკოსისტემაში. The Bitfury Group-ი შეიმუშავებს როგორც პროგრამულ უზრუნველყოფას, ისე აღჭურვილობას, რომელიც აუცილებელია ბიზნესების, მთავრობების, ორგანიზაციებისა და ცალკეული პირებისთვის, რათა მათ შეძლონ თავიანთი აქტივების უსაფრთხოდ გადაადგილება Blockchain-ის ფარგლებში. The Bitfury Group-ის გამოცდილება უზრუნველყოფს წარმატებულ, იოლ, სწრაფ, უსაფრთხო და ხარჯეფექტიან  კავშირს Blockchain-თან. The Bitfury Group-ი წარმოადგენს ტექნოლოგიის, ბიზნესის, კომუნიკაციების, უსაფრთხოებისა და სამოქალაქო საზოგადოების ექსპერტთა გლობალურ გუნდს. The Bitfury Group-ს სწამს, რომ Blockchain-ს შეუძლია გახსნას ახალი გზები გლობალური ეკონომიკისა და კეთილდღეობის დონის ამაღლებისთვის და მისი მისიაა, შექმნას და განავითაროს Blockchain-ის აპლიკაციები, რომლებიც ხელს შეუწყობს ინოვაციებს და P2P ეკონომიკას.

Previous Post

ივნისში საზღვარგარეთიდან ფულადი გზავნილები 17 პროცენტით გაიზარდა

Next Post

The Bitfury Group Announces Launch Of Exonum

მაგდა დოლიძე

Next Post
The Bitfury Group Announces Launch Of Exonum

The Bitfury Group Announces Launch Of Exonum

Stay Connected test

  • 24k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
Global Finance-მა თიბისი საქართველოში ვალუტის გაცვლითი სერვისების საუკეთესო მიმწოდებლად დაასახელა

Global Finance-მა თიბისი საქართველოში ვალუტის გაცვლითი სერვისების საუკეთესო მიმწოდებლად დაასახელა

April 29, 2026
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0

NV Casino: Câștiguri rapide și acțiune rapidă în lumea sloturilor și jocurilor live

June 11, 2026

Avia Masters Game: Quick Play Crash Thrills for the Modern Player

June 11, 2026

Casinia: Slot Quick‑Hit e Vincite Rapide per Sessioni Brevi

June 11, 2026

Bet On Red: Błyskawiczna akcja w kasynie dla nowoczesnego gracza

June 11, 2026

Recent News

NV Casino: Câștiguri rapide și acțiune rapidă în lumea sloturilor și jocurilor live

June 11, 2026

Avia Masters Game: Quick Play Crash Thrills for the Modern Player

June 11, 2026

Casinia: Slot Quick‑Hit e Vincite Rapide per Sessioni Brevi

June 11, 2026

Bet On Red: Błyskawiczna akcja w kasynie dla nowoczesnego gracza

June 11, 2026
NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result