2017 წლის პირველ ნახევარში საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში აქციზის გადასახადიდან 661 მლნ ლარის შემოსავალი შევიდა, რაც 169 მლნ ლარით (34%-ით) მეტია 2016 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. ფინანსთა სამინისტროს 2017 წლის პირველ ნახევარში აქციზის გადასახადიდან 742 მლნ ლარის მიღება ჰქონდა დაგეგმილი, ანუ გეგმის შესრულებას 81 მლნ ლარი დააკლდა და შესაბამისად, 89%-ით შესრულდა.
აქციზიდან საგადასახადო შემოსავლების მატებას აქციზის გაზრდილი განაკვეთები განაპირობებს. თამბაქოზე აქციზიდან 39 მლნ ლარით მეტი შემოსავალი შევიდა ბიუჯეტში მიმდინარე წლის იანვარ-ივნისში. ყველაზე მაღალი ზრდა ბენზინის დაბეგვრიდან არის – 61 მლნ ლარი. ბენზინზე აქციზის და შესაბამისად ბენზინის ფასის ზრდის მიუხედავად, მისი მოხმარება გაზრდილია. იგივე მდგომარეობაა დიზელთან დაკავშირებითაც.
ბიუჯეტის გეგმის მიხედვით, 2017 წელს აქციზის გადასახადიდან ბიუჯეტში ჯამში 1 627 მლნ ლარის შემოსავალი უნდა შევიდეს.
ცხრილი: სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავალი აქციზის გადასახადიდან, იანვარ-ივნისი
|
მლნ ლარებში |
2016 |
2017 |
ზრდა |
|
აქციზი |
493 |
661 |
169 |
|
თამბაქო |
266 |
305 |
39 |
|
არაყი |
11 |
10 |
-1 |
|
ლუდი |
22 |
22 |
0 |
|
ბენზინი |
53 |
114 |
61 |
|
დიზელი |
36 |
88 |
52 |
|
მსუბუქი ავტომობილები |
49 |
62 |
13 |
|
სხვა |
56 |
61 |
5 |
წყარო: საქართველოს სახელმწიფო ხაზინა












