Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი

რას გვთავაზობს თანამედროვე ათენი

by Forbes.ge
თებერვალი 28, 2021
in Forbes Woman
0
რას გვთავაზობს თანამედროვე ათენი
0
SHARES
0
VIEWS

სასტუმროები

– AthensWas: აკროპოლისიდან სულ რამდენიმე ნაბიჯში მდებარე ამ მდიდრული, ომის შემდგომი პერიოდის სტილში გადაწყვეტილი სასტუმროს დიზაინში უხვად არის გამოყენებული მარმარილო და ბუნებრივი ხის მასალა. ორკაციანი ოთახის ფასი $200-დან იწყება.

– City Circus: თუ თქვენ მზად ხართ, მიიღოთ გამოწვევა და გაჩერდეთ პსირის ექსტრავაგანტურ რაიონში, ეს ექსცენტრული, მაღალი კლასის საერთო საცხოვრებელი ნამდვილი აღმოჩენაა. საზიარო ოთახის ფასი $26-დან იწყება, ხოლო ცალკე ორკაციანი ოთახის ფასები $70-იდან.

– Coco–Mat: გამოიძინეთ კარგად ამ საწოლის აქსესუარების მწარმოებელი ბერძნული კომპანიის სახელგანთქმულ ლეიბზე ეკომეგობრულ სასტუმროში. ორკაციანი ოთახის ფასი $157-დან იწყება.

– Hotel Grande Bretagne: ევროფილები აქ თავს ისე იგრძნობენ, როგორც საკუთარ სახლში. ეს არის მე-19 საუკუნის გრან-ოტელის კლასიკური განსახიერება, სადაც ამჟამად Zeus & Dione-ს ბუტიკიც არის განლაგებული. ორკაციანი ოთახის ფასი $360-დან იწყება.

რესტორნები და კაფეები

– Beaver: ქალების მიერ ექსკლუზიურად ქალებისათვის გახსნილი ეს კაფე-ბარი აერთიანებს კარგ მუსიკას, მიმზიდველ ატმოსფეროს და ეკლექტურ, ვინტაჟურ ავეჯს.

– Seychelles: მეტაქსურგეიოს რაიონში მდებარე ეს რესტორანი, თავისი ღია სამზარეულოთი, დახვეწილი პატარა ულუფებითა და ეზოთერული ბერძნული ყველის დიდი არჩევანით ელეგანტურ სიახლეს სძენს ტრადიციულ ბერძნულ სამზარეულოს (მისამართი:49 Kerameikou; 30-21- 1183-4789; ძირითადი კერძის ფასი $7-დან $13-მდე).

– To Perivolaki: პეტრალონაში მდებარე კაფე მშვიდი ატმოსფეროთი, სადაც ულამაზეს ტერასაზე სტუმრებს მეზეთი და ადგილობრივი ლუდით უმასპინძლდებიან (მისამართი: 7 Athineou; 30-21- 3023-7687).

– To Therapeftirio: პეტრალონაში მდებარე ეს თევზის ტავერნა განთქმულია თავისი ფავას მარცვლისაგან მომზადებული პიურეთი და „თარამა სალათის” სახელწოდებით ცნობილი თევზის საწებლით. (მისამართი: 41 Kydantidon; 30-21- 0341-2538; მთავარი კერძის ფასი $5-დან $35-მდე).

გალერეები და მაღაზიები

– Benaki Contemporary Museum: ეს კერძო მუზეუმი განთქმულია ბერძნული ხელოვნების ათასწლოვანი კოლექციით და ასევე თანამედროვე ნამუშევრების საკმაოდ თამამი გამოფენებით.

– The Breeder: მისი მიზანია, ხელი შეუწყოს ბერძნული ხელოვნების პოპულარიზაციას ქვეყნის საზღვრებს გარეთ. გალერეა მეტაქსურგეიოს რაიონში მდებარეობს და წარმოადგენს კრიზისული პერიოდის თაობის საუკეთესო არტისტებს.

– National Museum of Contempo­rary Art (თანამედროვე ხელოვნების ეროვნული მუზეუმი): 1960-იანი წლების ყოფილი ლუდსახარშის შენობაში განლაგებული თანამედროვე ხელოვნების ეროვნული მუზეუმი, რომელიც ისეთ საერთაშორისო დონის არტისტებს, როგორებიც არიან ბილ ვიოლა და შირინ ნეშათი, მათ ადგილობრივ კოლეგებთან აკავშირებს.

– Rebecca Camhi: ქვეყნის წამყვანი გალერისტი, რომელიც წარმოგვიდგენს ისეთ საერთაშორისო აღიარების მქონე შემოქმედებს, როგორიც არიან ნან გოლდინი და რიტა აკერმანი, ასევე ფლობს ბერძნული კერამიკის მაღაზიას და პერიოდულად სტუმრებს კლუბური ვახშმით უმასპინძლდება.

– Stavros Niarchos Foundation Cultural Center (სტავროს ნიარქოსის ფონდის კულტურული ცენტრი): ქვეყანაში დაწყებული კრიზისის შემდეგ, პირველი მნიშვნელოვანი არქიტექტურული ნაგებობა ათენში. ეს არის რენცო პიანოს მიერ მაღალი კულტურისადმი მიძღვნილი ტაძარი, სადაც საბერძნეთის ეროვნული ბიბლიოთეკა და ოპერაა განთავსებული.

– Yoleni’s: ახალი მრავალსართულიანი იმპერია გურმანებისათვის, რომელიც კოლონაკიში მდებარეობს და სადაც უხვად არის ისეთი დელიკატესები, როგორიცაა, მაგალითად, ოქროსფერი კორინთული თაფლი. Zeus & Dione: უძველესი ბერძნული ხელნაკეთი ნივთების ტრადიციისა და თანამედროვე დიზაინის შერწყმის წყალობით, ეს ახალგაზრდა მოდური ბრენდი ყველაზე დიდი წარმატებით სარგებლობს საბერძნეთში.

Previous Post

ჟღარუნა მილიარდერი

Next Post

Man of Business

Forbes.ge

Forbes Georgia: სარედაქციო გუნდი

Next Post
Man of Business

Man of Business

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
ივნისში საქართველოში მშენებლობის ღირებულების ინდექსი შემცირდა

ივლისში მშენებლობა წლიურ ჭრილში 5.6%-ით გაძვირდა – საქსტატი

ივლისი 14, 2026
ტრამპმა იაპონურ ავტომობილებზე ტარიფების შემცირების შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

ტრამპმა იაპონურ ავტომობილებზე ტარიფების შემცირების შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

ივლისი 14, 2026
პუტინის თქმით, უკრაინაში დასავლური ჯარი მისთვის კანონიერი სამიზნე იქნება

პუტინის თქმით, უკრაინაში დასავლური ჯარი მისთვის კანონიერი სამიზნე იქნება

სექტემბერი 5, 2025
პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

აპრილი 8, 2025
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0

MaxiSpin: Quick Wins and High‑Intensity Play for Modern Gamblers

ივლისი 31, 2026

RTbet Casino: Vincite Veloci e Slot Emozionanti per Gioco Veloce

ივლისი 30, 2026

Revolution Casino: Emozioni di Quick Spin per Giocatori Veloci

ივლისი 30, 2026

Roobet Casino: Slots rápidas, impulsadas por Crypto para Ganancias Rápidas

ივლისი 30, 2026

Recent News

MaxiSpin: Quick Wins and High‑Intensity Play for Modern Gamblers

ივლისი 31, 2026

RTbet Casino: Vincite Veloci e Slot Emozionanti per Gioco Veloce

ივლისი 30, 2026

Revolution Casino: Emozioni di Quick Spin per Giocatori Veloci

ივლისი 30, 2026

Roobet Casino: Slots rápidas, impulsadas por Crypto para Ganancias Rápidas

ივლისი 30, 2026
NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result