Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი

“ჰაიდელბერგ ჯორჯიასა” და “რიკოს” ერთობლივი შოურუმი

by Forbes.ge
February 28, 2021
in საქართველო
0
“ჰაიდელბერგ ჯორჯიასა” და “რიკოს” ერთობლივი შოურუმი
0
SHARES
0
VIEWS

მთელ მსოფლიოში  ტირაჟების ყოველდღიურ შემცირებასთან ერთად, უფრო და უფრო აქტუალური ხდება ციფრული ბეჭდვითი დანადგარები, რომლებიც სწორედ პატარა ტირაჟებისთვისაა იდეალური.  ახალ ტენდენციებს ამ მხრივ არც საქართველო ჩამორჩება. 21 მაისს “ჰაიდელბერგ ჯორჯიამ” და  “რიკომ” თბილისში პირველი ერთობლივი შოურუმი გახსნეს, სადაც დსთ-ს ქვეყნებში პირველი, უახლესი ციფრული საბეჭდი დანადგარი იყო წარმოდგენილი. ქართველ მომხმარებელს, სტამბებსა და სარეკლამო კომპანიებს ექნებათ საშუალება, ადგილზე ნახონ, გამოცადონ და შეაფასონ ახალი ტექნოლოგიებით აღჭურვილი ციფრული დანადგარები.

ორ კომპანიას შორის არსებულ თანამშრომლობაზე, ბიზნესგარემოსა და სამომავლო გეგმებზე Forbes Georgia “ჰაიდელბერგ ჯორჯიას” გენერალურ დირექტორს, გოდერძი გოდერძიშვილსა და “რიკო რუ-ს” გენერალურ დირექტორს, კონსტანტინ ქლეინს ესაუბრა.

როგორ მოხდა პარტნიორების შერჩევა?

კონსტანტინ ქლეინი: “რიკო” გლობალური კომპანიაა, რომელსაც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ჰყავს წარმომადგენლობა, შვილობილი კომპანიებიც. “რიკო” ირჩევს იმ პარტნიორებს, რომლებსაც ყველაზე მეტად ენდობა და რომლებზეც დაყრდნობა შეიძლება, და სწორედ მათი საშუალებით აცნობს და ჰყიდის თავის პროდუქციას სხვადასხვა ქვეყანაში. “რიკოს” წარმატება პირველ რიგში დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად კარგი, საიმედო, აქტიური, საქმეზე ორიენტირებული პარტნიორი ჰყავს ამა თუ იმ ქვეყანაში. სწორედ ასეთი აღმოჩნდა  საქართველოში  “ჰაიდელბერგ ჯორჯია”. ძალიან სასიამოვნოა დღეს აქ, ამ გარემოში ყოფნა, რადგან მე ვფიქრობ, რომ ახლა უფრო პროფესიონალურად მივუდგებით ჩვენს საქმეს, ჩვენც  შევძლებთ  დამკვეთს შევთავაზოთ სანდრო და ხარისხიანი მომსახურება.

გოდერძი გოდერძიშილი:  ორ კომპანიას შორის თანამშრომლობა გაცილებით ადრე იღებს სათავეს. 2011 წელს “ჰაიდელბერგსა” და “რიკოს” სათავო ოფისებს შორის მოხდა ხელშეკრულების გაფორმება ურთიერთთანამშრომლობის შესახებ.  დღეს მთელ მსოფლიოში ძალიან აქტუალური ხდება ციფრული ბეჭდვა, რადგან ტირაჟები მცირდება , თვითღირებულება კი იზრდება და რომ არ მოხდეს ფასების ზრდა, აუცილებელია პატარა ტირაჟებზე მომუშავე ციფრული დანადგარები, ბეჭდვის მაღალი ხარისხითა და რესურსით. “ჰაიდელბერგი”  დიდხანს ეძებდა პარტნიორს, ამ ხარისხის დანადგარს ვინც შესთავაზებდა და შეარჩია იაპონური კომპანია “რიკო”, რომელსაც მსოფლიო ბაზრის დაახლოებით 40% უკავია. ახალი ციფრული დანადგარი სწორედ ამ ლიდერ კომპანიასთან, “რიკოსთან” ერთად, ერთ ტექნიკურ ბაზაზე ვაწარმოეთ.

ბატონო გოდერძი, რა ინვესტიცია განხორციელდა ამ შოურუმის გახსნისთვის და რა პროდუქციას სთავაზობთ ქართველ მომხმარებლებს?

შოურუმში წარმოდგენილი იქნება კომპანია “რიკოს”  უახლესი დანადგარები,  ქართველ მომხმარებელს, სტამბებსა და სარეკლამო კომპანიებს საშუალება ექნებათ, ადგილზე ნახონ, გამოცადონ და შეაფასონ ახალი ტექნოლოგიებით აღჭურვილი ციფრული დანადგარები, რაც მათ განვითარებას წაადგება და გადაწყვეტილების მიღებას გაუადვილებთ.     

ამ შოურუმის გახსნისთვის, პირველ ეტაპზე 160  ათასი დოლარის  ინვესტიცია  განხორციელდა.

როგორ შეაფასებდით საქართველოს ბაზარს… რამდენად იოლია საქართველოში ბიზნესის წარმოება და რამდენად მიმზიდველია თქვენნაირი ბიზნესისათვის ჩვენი ბაზარი?

კონსტანტინ ქლეინი: ასე გადაჭრით ვერ გეტყვით, იოლია თუ არა საქართველოში ბიზნესის კეთება. ყველა ქვეყანასა და სფეროს აქვს თავისი განსაკუთრებულობები, ისევე როგორც თავისი სირთულეები. მიმწოდებლის  მთავარი ამოცანაა, იპოვოს სწორედ ის მიმართულება, რაც იმ კონკრეტულ ქვეყანაში  იმუშავებს. შეიძლება ითქვას, რომ საქართველოში ბევრად უფრო ადვილია ბიზნესის კეთება, ვიდრე ზოგიერთ სხვა ქვეყანაში. საქართველოში გაცილებით ღია ეკონომიკაა – უფრო მეტად დაცული, უფრო მიმზიდველი უცხოური ინვესტიციებისთვის, ვიდრე რეგიონის სხვა ქვეყნებში.

ჩვენი პარტნიორობის მთავარი მიზანი და  მიმართულება კი ციფრული ბეჭდვაა  და ძირითადი ჩვენი დამკვეთები სტამბები არიან. თუ ჩვენს დამკვეთს ენდომება ძალიან სწრაფად და ხარისხიანად ნებისმიერი ტირაჟის, მრავალფეროვანი მასალისა და ფერის არჩევით ბეჭდვა, ჩვენ უკვე “ჰაიდელბერგ ჯორჯიასთან” ერთად შეგვიძლია შევთავაზოთ მსგავსი მომსახურება მომხმარებლებს და რაც ყველაზე მთავარია – ძალიან სწრაფად.

გოდერძი გოდერძიშილი: რამდენადაც რთულია, იმდენად იოლია ბოლო პერიოდში საქართველოში ბიზნესის წარმოება. განსაკუთრებით წარმატებული აღმოჩნდა ბიზნესის ხელშეწყობის პროექტი “აწარმოე საქართველოში”.

თქვენს სამომავლო გეგმებზეც რომ გვიამბოთ…

გოდერძი გოდერძიშვილი: გვსურს, უფრო მეტად დავუჭიროთ მხარი ჩვენს სტამბებს,  ყოველთვის დროულად შევთავაზოთ მათ მსოფლიოში არსებული სიახლეები და მათთან ერთად ჩვენც განვვითარდეთ.

კონსტანტინ ქლეინი: მე მინდა ორი წლის შემდეგ, ბატონ გოდერძისთან ერთად მივხვდეთ, რომ ეს პროექტი წარმატებული გამოდგა. მივხვდეთ, რომ ჩვენ ვართ ლიდერები ბაზარზე და მხოლოდ ამის შემდეგ დავგეგმავდით სხვა სამომავლო თანამშრომლობებს.

Previous Post

საინვესტიციო მიმზიდველობის რეიტინგში საქართველო მსოფლიოში 47-ე ადგილზეა

Next Post

საქართველოს პრეზიდენტმა 23 ოლიმპიური ჩემპიონი ბრწყინვალების ორდენით დააჯილდოვა

Forbes.ge

Forbes Georgia: სარედაქციო გუნდი

Next Post
საქართველოს პრეზიდენტმა 23 ოლიმპიური ჩემპიონი ბრწყინვალების ორდენით დააჯილდოვა

საქართველოს პრეზიდენტმა 23 ოლიმპიური ჩემპიონი ბრწყინვალების ორდენით დააჯილდოვა

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

March 17, 2026
პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

April 8, 2025
„ქალაქი უპუროთ“

„ქალაქი უპუროთ“

March 7, 2023
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
თებერვალში ფულადი გზავნილები 26.9%-ით შემცირდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 13.4%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

November 17, 2025

Recent News

NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result