Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები

ეროვნული ბანკი “ფინანსური ჩართულობის გლობალური დაჯილდოების” ფინალისტად მეორედ დასახელდა

by Forbes.ge
February 28, 2021
in ქართულად
0
ეროვნული ბანკი “ფინანსური ჩართულობის გლობალური დაჯილდოების” ფინალისტად მეორედ დასახელდა
0
SHARES
0
VIEWS

საქართველოს ეროვნული ბანკი 2018 წლის ფინანსური ჩართულობის გლობალურ დაჯილდოებაზე (Global Inclusion Awards) “ქვეყნის ჯილდოს” კატეგორიაში ფინალისტად მეორედ დასახელდა. 

ფინანსური ჩართულობის გლობალური დაჯილდოება ახალგაზრდა თაობის ფინანსური განათლებისა და ფინანსური ჩართულობის მიმართულებით მომუშავე წამყვანი საერთაშორისო ორგანიზაცია Child and Youth Finance International -ის (CYFI) ინიციატივით წელს მეშვიდედ იმართება. აღნიშნული ღონისძიების მიზანია გამოავლინოს და წაახალისოს იმ საჯარო თუ კერძო ორგანიზაციების ინიციატივები, რომლებიც განსაკუთრებულ პროგრესსა და ინოვაციურ მიდგომებს იჩენენ ბავშვებისა და ახალგაზრდების ფინანსური განათლების, ჩართულობისა და მეწარმეობის მხარდაჭერის მიმართულებით.

ნომინაციაში “ქვეყნის ჯილდო”, ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში საქართველოს ეროვნული ბანკი 2017 წლის განმავლობაში გადადგმული ისეთი მნიშვნელოვანი ნაბიჯების გამო დასახელდა, როგორიცაა: 

  • საბაზო საფეხურის ეროვნულ სასწავლო გეგმაში ფინანსური განათლების საკითხების ინტეგრაციის კუთხით განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერა. ასევე, პროექტის “სკოლა ბანკი” მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში დანერგვა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან თანამშრომლობით  რამდენიმე საჯარო სკოლაში პილოტირება და ამ მიმართულებით პედაგოგების შესაძლებლობების ზრდა;
  • საბანკო სექტორის შესაძლებლობების ზრდა ბავშვებისა და ახალგაზრდების საჭიროებებზე მორგებული ფინანსური პროდუქტების განვითარების მიმართულებით;
  • ადგილობრივ პარტნიორებთან ერთად ფინანსური განათლების საკითხების გარშემო ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლებისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ორგანიზება; ასევე, ახალგაზრდა თაობისთვის სხვადასხვა რესურსის შემუშავება და გავრცელება;
  • ფინანსური განათლების ეროვნული სტრატეგიის ფარგლებში ბავშვებისა და ახალგაზრდების სეგმენტის ერთ-ერთ პრიორიტეტულ სამიზნე ჯგუფად გამოყოფა; ასევე, სტრატეგიის დანერგვის მიზნით მართვის უწყებათაშორისი კომიტეტის ჩამოყალიბება;
  • ფინანსური განათლების ეროვნული ბანკის ერთ-ერთ პრიორიტეტად დასახვა და ფინანსური განათლების განყოფილების ეროვნული ბანკის ცალკე სტრუქტურულ ერთეულად ჩამოყალიბება.

CYFI საქართველოს ეროვნული ბანკის ერთ-ერთი სტრატეგიული პარტნიორი ორგანიზაციაა, რომელთანაც ეროვნული ბანკი 2013 წლიდან აქტიურად თანამშრომლობს “გლობალური ფულის კვირეულისა” და ფინანსური განათლების ამაღლებაზე ორიენტირებული სხვა პროექტების ფარგლებში.

“ჩვენთვის ძალიან საამაყოა, რომ ფინანსური ჩართულობის გლობალურ დაჯილდოებაზე საქართველოს ეროვნული ბანკი მეორედ გახდა “ქვეყნის ჯილდოს” კატეგორიის ფინალისტი. ეროვნულ ბანკში მივიჩნევთ, რომ ახალგაზრდებს ფინანსური განათლება ადრეული ასაკიდანვე უნდა მიეწოდოს, რათა სკოლის დამთავრებისას ისინი მზად იყვნენ დამოუკიდებლად მართონ პირადი ფინანსები და მიიღონ გააზრებული გადაწყვეტილებები. სწორედ ამიტომ, ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ ადგილობრივ და საერთაშორისო პარტნიორებთან, რათა ფინანსური განათლება ხელმისაწვდომი რაც შეიძლება მეტი ახალგაზრდისთვის გახდეს. ამ პროცესში აქტიურად ვიყენებთ როგორც ტრადიციულ არხებს, ისე ციფრულ მედიასაც. ფინანსური განათლება ეროვნული ბანკისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტია. სწორედ ამიტომ, 2018 წელი „ფინანსური განათლების წლად“ გამოცხადდა, რაც ნიშნავს, რომ ეროვნული ბანკი კიდევ უფრო გააქტიურდება ფინანსური განათლების მიმართულებით”, – განაცხადა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ. 

“ფინანსური ჩართულობის გლობალური დაჯილდოების” ცერემონიალი 2018 წლის ივლისში, ელ-რიადში (საუდის არაბეთის სამეფო), დიდი ოცეულის ქვეყნების (G20) არგენტინის პრეზიდენტობისა და Global Partnership for Financial Inclusion-ის (GPFI) ფორუმის “ტექნოლოგიური განვითარებები და ციფრული ფინანსური ჩართულობა” ფარგლებში გაიმართება. საქართველოს ეროვნულ ბანკთან ერთად “ქვეყნის ჯილდოს” კატეგორიაში ასევე დასახელებულია რუსეთის ფედერაციის ფინანსთა სამინისტრო. 

Previous Post

Mamuka Bakhtadze: Vergi yönetiminde blok zinciri blockchain teknolojisini kullanacağız

Next Post

ცუკერბერგი ერთ დღეში $1.7 მილიარდით გამდიდრდა

Forbes.ge

Forbes Georgia: სარედაქციო გუნდი

Next Post
ცუკერბერგი ერთ დღეში $1.7 მილიარდით გამდიდრდა

ცუკერბერგი ერთ დღეში $1.7 მილიარდით გამდიდრდა

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
Global Finance-მა თიბისი საქართველოში ვალუტის გაცვლითი სერვისების საუკეთესო მიმწოდებლად დაასახელა

Global Finance-მა თიბისი საქართველოში ვალუტის გაცვლითი სერვისების საუკეთესო მიმწოდებლად დაასახელა

April 12, 2026
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
თებერვალში ფულადი გზავნილები 26.9%-ით შემცირდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 13.4%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

November 17, 2025

Recent News

NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result