Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი

Salford-ის განცხადება რუხაძის მიერ მილიარდიანი პროექტის მითვისებაზე

by Forbes.ge
თებერვალი 28, 2021
in ქართულად
0
Salford-ის განცხადება რუხაძის მიერ მილიარდიანი პროექტის მითვისებაზე
0
SHARES
0
VIEWS

კომპანია, რომელმაც ირაკლი რუხაძეს სასამართლოში მოუგო განცხადებას ავრცელებს. გთავაზობთ ამ განცხადებას.

ლონდონის სასამართლოს განჩინებით, ქართველი ბიზნესმენის, ირაკლი რუხაძის მიერ ბადრი პატარკაციშვილის მრავალმილიარდიანი ქონების (აქტივების) მოძიების/შეგროვების პროცესი უკანონო იყო. 10 წლის წინ დიდ ბრიტანეთში ბადრი პატარკაციშვილის გარდაცვალებას მის რამდენიმე მილიარდ დოლარად შეფასებულ ქონებასთან დაკავშირებული სასამართლო პროცესები მოჰყვა.

2018 წლის პირველ ნოემბერს ბრიტანულმა სასამართლომ დაადგინა, რომ ირაკლი რუხაძემ, იგორ ალექსეევმა და ინგლისელმა იურისტმა ბენ მარსონმა  შეთქმულება მოაწყვეს და “სერიოზულად” დაარღვიეს კომპანიის (რომლის თანამშრომლებიც ისინი იყვნენ) ფინანსური ინტერესების დაცვის (Fiduciary-ფიდუციარული) ვალდებულება, რათა უკანონოდ მოეპოვებინათ პატარკაციშვილის აქტივების მოძიება/შეგროვების უფლება.

სასამართლოს ეს გადაწყვეტილება ნიშნავს, რომ ამ სამი პიროვნების წინააღმდეგ სასამართლო პროცესები გაგრძელდება, რათა მოხდეს პატარკაციშვილის აქტივების მოძიება/შეგროვების პროცესში მათ მიერ მითვისებული თანხების დაბრუნება.

პატარკაციშვილის გარდაცვალების შემდეგ რამდენიმე ადამიანმა, მათ შორის რუსმა ბიზნესმენმა ბორის ბერეზოვსკიმ, პრეტენზია განაცხადა მის ქონებაზე და დაიწყო სამართალწარმოება სხვადასხვა იურისდიქციაში.

პატარკაციშვილის აქტივების დაცვისა და შეგროვების ამოცანა თავდაპირველად მისმა ოჯახმა Salford Capital Partners Inc-ს (Salford, სალფორდი) მიანდო. კომპანია “სალფორდი” პატარკაციშვილის მრჩეველი და პარტნიორი იყო რამდენიმე წლის განმავლობაში. “სალფორდის” აღმასრულებელი დირექტორისა და მფლობელის იუჯინ ჯაფეს ხელმძღვანელობით კომპანიის რიგი მაღალი რგოლის თანამშრომელი პატარკაციშვილის ქვრივს ქონების დაცვაში ეხმარებოდა. თავდაპირველად მათ შორის იყო ბ-ნი რუხაძე, იმ დროისათვის “სალფორდის” დირექტორი, ასევე იგორ ალექსეევი და ინგლისელი იურისტი ბენ მარსონი.

სამი წლის წარმატებული მუშაობის შემდეგ, ერთი მხრივ “სალფორდსა” და მეორე მხრივ რუხაძეს, ალექსეევსა და მარსონს შორის დავა წამოიჭრა, რასაც 2011 წელს მათი გაყრა მოჰყვა.  

“სალფორდის” მიერ შექმნილმა Recovery Partners GP Limited-მა და Revoker LLP-მ, სამართალწარმოება დაიწყო რუხაძის, ალექსეევისა და მარსონის წინააღმდეგ. ორწლიანი დავისა და ოთხკვირიანი სასამართლო პროცესის დასასრულს მოსამართლე კოკერილმა დაადგინა, რომ სამმა მოპასუხემ მოსარჩელეს წაართვა გამზადებული პროექტის განხორციელების შესაძლებლობა. მოსამართლემ ასევე დაადგინა, რომ სამეულმა მოამზადა შეთქმულება და იმ მიზნით გამოეყო “სალფორდს:, რომ მიეთვისებინა აქტივების მოძიება/შეგროვების სარგებლიანი პროექტი. მოსამართლემ დაასაბუთა: “ამ გარემოებებით ვადგენ, რომ შეთქმულება დაგეგმილი იყო და მისი პირობები შეთანხმებული იყო მოპასუხეებს შორის”.

მოსამართლემ დაადგინა, რომ მოპასუხეებმა დაარღვიეს მათი, როგორც მაღალი რგოლის თანამშრომლების, მოსარჩლის მიმართ არსებული “სერიოზული” ფიდუციარული  ვალდებულებები. მან განაცხადა: “ეჭვგარეშეა, რომ ფიდუციარული ვალდებულების კონტექსტში, მათი ქმედებები მოღალატეობრივია, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, თუ როგორ ემზადებოდნენ ისინი იმისთვის, რომ თვითონ წარემართათ აქტივების მოძიება/შეგროვების მოგებიანი პროექტი “სალფორდთან” გაყრის შემდგომ. მე ვასკვნი, რომ სამივე მოპასუხემ დაარღვია ფიდუციარული ვალდებულებები”.

ბ-ნი რუხაძის დახასიათებისას, მოსამართლე კოკერილმა განაცხადა: “დამრჩა შთაბეჭდილება, რომ მას არ უჭირს ტყუილის თქმა, თუ მას ეს გამართლებულად მიაჩნია; მე დავადგინე, რომ მისი ჩვენებები გარკვეულ საკითხებში, არ შეესაბამებოდა სიმართლეს და იყო კონსტრუირებული (ხანდახან იქვე მოგონილი და მისივე ადვოკატების ჩვენებებთან წინააღმდეგობაში მყოფი) ისე, რომ ეს მას დახმარებოდა საქმის მოსაგებად”.

მოსამართლე კოკერილმა ასევე აღნიშნა, რომ ბ-ნი მარსონის არასერიოზული დამოკიდებულება დაცვის მიერ ჭეშმარიტების დეკლარაციის (Statement of Truth) არასწორად გამოყენების მიმართ იურისტის კვალიფიკაციის სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებს.

“სალფორდიდან” გამოყოფის შემდეგ სამმა მოპასუხემ დაასრულა პატარკაციშვილის აქტივების მოძიება/შეგროვება მათ მიერ ამ მიზნით სპეციალურად დაარსებული კომპანია Hunnewell Partners-ის საშუალებით. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში მოპასუხეებმა რიგი სერიოზული ინვესტიციები განახორციელეს საქართველოში, მათ შორის Hunnewell-ის სახელით. ინვესტიციებს შორის იყო “ლიბერთი ბანკის”, რუსთავის მეტალურგიული ქარხნის, “მაგთიკომისა” და “ჰაიდელბერგცემენტის” აქციების შესყიდვა. მათვე დააარსეს სასამართლო დავების დაფინანსების კომპანია. ამჟამად მომჩივნის ადვოკატები ემზადებიან შემდგომი სამართლებრივი ნაბიჯებისათვის საკომპენსაციო თანხების მოსაპოვებლად. პატარკაციშვილის ოჯახს სულ 2 მილიარდ დოლარზე მეტი ღირებულების ქონება დაუბრუნდა და ამისათვის მოპასუხეებმა ასეულობით მილიონი დოლარის გასამრჯელო მიიღეს.

Recovery Partners-ის წარმომადგენელმა განაცხადა: “ეს არის სასამართლოს უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება, რომელიც ჩვენ გვაძლევს საშუალებას, დავიბრუნოთ თანხები, რომელთაც მივიღებდით, რომ არა მოპასუხეების კონსპირაციული ქმედებები, რომელთა შედეგად  “სალფორდს” წაერთვა კუთვნილი ბიზნესშემოსავლები. ახლა დაიწყება სასამართლო პროცესის მეორე ეტაპი, რომლის დროსაც სასამართლო განსაზღვრავს, თუ რა დაკარგა “სალფორდმა” მოპასუხეების ქმედებების შედეგად და რა მოიპოვეს მოპასუხეებმა უკანონოდ. მეორე ეტაპის ბოლოს სასამართლო გასცემს განკარგულებას, თუ როგორ უნდა მოხდეს ჩვენი დანაკარგის კომპენსირება მოპასუხეების მიერ – ზარალის ანაზღაურებით თუ მოპასუხეების მიერ უკანონოდ მიღებული მოგების ჩვენთვის დაბრუნებით”.

Previous Post

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 11.6 პროცენტით გაიზარდა

Next Post

UK High Court rules Irakli Rukhadze-led pursuit of Badri Patarkatsishvili’s assets unlawful

Forbes.ge

Forbes Georgia: სარედაქციო გუნდი

Next Post
UK High Court rules Irakli Rukhadze-led pursuit of Badri Patarkatsishvili’s assets unlawful

UK High Court rules Irakli Rukhadze-led pursuit of Badri Patarkatsishvili’s assets unlawful

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
ივნისში საქართველოში მშენებლობის ღირებულების ინდექსი შემცირდა

ივლისში მშენებლობა წლიურ ჭრილში 5.6%-ით გაძვირდა – საქსტატი

ივლისი 14, 2026
ტრამპმა იაპონურ ავტომობილებზე ტარიფების შემცირების შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

ტრამპმა იაპონურ ავტომობილებზე ტარიფების შემცირების შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

ივლისი 14, 2026
პუტინის თქმით, უკრაინაში დასავლური ჯარი მისთვის კანონიერი სამიზნე იქნება

პუტინის თქმით, უკრაინაში დასავლური ჯარი მისთვის კანონიერი სამიზნე იქნება

სექტემბერი 5, 2025
პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

აპრილი 8, 2025
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0

RTbet Casino: Vincite Veloci e Slot Emozionanti per Gioco Veloce

ივლისი 30, 2026

Revolution Casino: Emozioni di Quick Spin per Giocatori Veloci

ივლისი 30, 2026

Roobet Casino: Slots rápidas, impulsadas por Crypto para Ganancias Rápidas

ივლისი 30, 2026

Ricky Casino – Quick Wins and Intense Slot Action

ივლისი 30, 2026

Recent News

RTbet Casino: Vincite Veloci e Slot Emozionanti per Gioco Veloce

ივლისი 30, 2026

Revolution Casino: Emozioni di Quick Spin per Giocatori Veloci

ივლისი 30, 2026

Roobet Casino: Slots rápidas, impulsadas por Crypto para Ganancias Rápidas

ივლისი 30, 2026

Ricky Casino – Quick Wins and Intense Slot Action

ივლისი 30, 2026
NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result