Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი

თიბისი დაზღვევის 2018 წლის შეჯამება: ინოვაცია და ახალი ტრენდები

by მაგდა დოლიძე
February 28, 2021
in კომპანიები
0
თიბისი დაზღვევის 2018 წლის შეჯამება: ინოვაცია და ახალი ტრენდები
0
SHARES
0
VIEWS

მიუხედავად იმისა, რომ სადაზღვევო ბაზარზე მხოლოდ ორი წლის წინ შემოვიდა, 2018 წლის განმავლობაში თიბისი დაზღვევამ უკვე შეძლო თავის სფეროში ერთ-ერთი მთავარი მოთამაშის ადგილი დაემკვიდრებინა. მეტიც – ახალგაზრდა კომპანია სადაზღვევო ბაზარზე თამაშის წესების შემომტანი და ახალი ტრენდების დამნერგავი ხდება.

თიბისი დაზღვევა 2018 წელსაც გამორჩეული იყო ინოვაციური პლატფორმებით, ყველაზე თანამედროვე, ციფრული მომსახურების შექმნით და მომხმარებელთათვის სერვისის გამარტივებაზე მუდმივ რეჟიმში მუშაობით. თუმცა მან მომსახურების გაფართოება და ბაზარზე მოწინავე პოზიციებზე გადანაცვლება სხვადასხვა კუთხითაც შეძლო – მნიშვნელოვნად გაზარდა ანაზღაურებული ზარალის ოდენობაც და სადაზღვევო ბაზარზე კომპანიის წილიც.

“მომსახურების პლატფორმები, მოხერხებული, მარტივი და სწრაფი მომსახურება, ინოვაციური მიდგომები, თანამედროვე სტილი – ესაა ჩვენი ხელწერა და მუდამ ამით ვიქნებით მომავალშიც გამორჩეული”, – ამბობს თიბისი დაზღვევის გენერალური დირექტორი პაატა ღაძაძე. მისივე თქმით, ბოლო წელი გამორჩეული იყო იმითაც, რომ ახალ კომპანიას მომხმარებელთა ბევრად უფრო ფართო სეგმენტმა გამოუცხადა ნდობა: “დასაწყისში თუკი ჩვენი მომხმარებლები ძირითადად თიბისი ჯგუფის ლოიალური კლიენტები იყვნენ – ახლა, ჯამურად, არასაბანკო გაყიდვების წილი აღემატება 60%-ს. ეს იმას ნიშნავს, რომ თიბისი დაზღვევა თანდათან იმკვიდრებს დამოუკიდებელი, დიდი მოთამაშის ადგილს. ჩვენ სადაზღვევო ინდუსტრიაში ე.წ. “Trend Setter”-ი ვხდებით”.

2018 წლის განმავლობაში თიბისი დაზღვევამ ზარალი 24 000-მდე ადამიანს აუნაზღაურა, ხოლო ანაზღაურებისთვის გაღებული თანხა კომპანიამ წინა წელთან შედარებით 100%-ით გაზარდა. 2018 წლის პირველ 3 კვარტალში თიბისი დაზღვევამ ავტომობილების ზარალის ანაზღაურებისთვის 9,7 მილიონი ლარი, ხოლო დანარჩენი პროდუქტებისთვის – 4,3 მილიონი ლარი გადაიხადა (წინა წლის ანალოგიური მონაცემები 4,8 მილიონი და 1,9 მილიონი ლარი იყო).

რაც შეეხება ახალი სერვისების დანერგვასა და არსებულის გაუმჯობესებას, 2018-ში კომპანიამ მომსახურება გააფართოვა შემდეგი მიმართულებებით: ინტერნეტბანკი, ონლაინმომსახურება, ბი ბოტის ფუნქციები, სმს-მომსახურება, ავტომატური გადახდები. უფრო კონკრეტულად რომ შევაჯამოთ, ამ დროისათვის უკვე შესაძლებელია თიბისი დაზღვევის უკლებლივ ყველა საცალო პროდუქტის ონლაინ შეძენა. ზოგიერთი პროდუქტი კი წელს თიბისის ინტერნეტბანკშიც გამოჩნდა. მაგალითად, ონლაინ საბანკო სისტემას D1 ავტოდაზღვევისა და საკრედიტო შენატანების დაზღვევის ფუნქცია დაემატა.

გასულ წელს საკუთარი შესაძლებლობები დახვეწა ბი ბოტმაც – დაზღვევის პირველმა ბოტმა, რომელიც თიბისი დაზღვევის შექმნიდან სულ რაღაც ერთ წელიწადში გამოჩნდა და საქართველოში არა მარტო სადაზღვევო, არამედ, ზოგადად, მომსახურების სფეროს ახალი სტანდარტი შესთავაზა. ელექტრონულმა ბოტმა, რომელიც მომხმარებელს სამოგზაურო დაზღვევას პირდაპირ სოციალურ ქსელში უფორმებს, 2018 წელს დოკუმენტების “ფეისბუკშივე” დასკანირების, რამდენიმე მგზავრის ერთად დაზღვევისა და სხვა არაერთი ახალი ფუნქცია შეიძინა.

თუმცა, ეს ყველაფერი არ არის იმ ჩამონათვალიდან, რითაც თიბისი დაზღვევამ ადამიანებს ცხოვრება კიდევ უფრო გაუმარტივა და დროის დაზოგვისთვის მაღალტექნოლოგიური გამოსავალი შესთავაზა. ისევ ინტერნეტ- და მობაილბანკი: მაგალითად, 2018 წლიდან თიბისი დაზღვევის უკვე ავტომატურ გადახდებში დამატება გახდა შესაძლებელი, რაც პოლისის მფლობელებს მისი ყოველთვიური გადახდის დავიწყებისგან დააზღვევს. ხოლო სამოგზაურო დაზღვევა უკვე სმს-ის საშუალებითაც არის შესაძლებელი.

გარდა ზემოთ ჩამოთვლილი მრავალრიცხოვანი სიახლისა და იმ ინოვაციური პროექტებისა, რაც ბოლო ორი წლის განმავლობაში დაინერგა, კომპანიაში ამბობენ, რომ ამ სფეროში არაერთი შესაძლებლობა ჯერ კიდევ ასათვისებელია. ამიტომაც, სამომავლოდ თიბისი დაზღვევის გუნდისთვის ინოვაციური სისტემებისა და პლატფორმების დანერგვაზე მუშაობა ისევ პრიორიტეტულია. კომპანისთვის მნიშვნელოვანია სერვისის გამარტივებაზე, სისწრაფეზე, ახალი ტრენდების დანერგვასა და მომხმარებლის კომფორტზე ზრუნვა. ამ ჩამონათვალს თიბისი დაზღვევის გენერალური დირექტორი, პაატა ღაძაძე, კიდევ ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს – თითოეულ მომხმარებელთან ინდივიდუალურ მიდგომას ამატებს:

 “ერთი მხრივ, დაზღვევის გაციფრულება ამცირებს ხარჯებს და ამცირებს ზარალის ანაზღაურების დროს, მეორე მხრივ, იძლევა უნიკალურ მონაცემებს დინამიკაში. ამ მონაცემებით შესაძლებელია კლიენტზე მორგებული ინდივიდუალური ტარიფები დავადგინოთ, ანუ თითოეულ ადამიანს მასზე მორგებული ტარიფი ექნება. ყველას ცხოვრების სტილი დინამიკურია და აქაც დაზღვევა დინამიკურად ცვალებადი იქნება. ჩვენ ვცდილობთ, გამარტივებული და სწრაფი ანაზღაურების სისტემები დავამკვიდროთ. როგორც გაყიდვები, ისე ზარალის მომსახურება ადამიანებს დიდ დროს არ უნდა აკარგვინებდეს.

მომავალშიც არ დავიშურებთ ინვესტიციებს ტექნოლოგიებში, რომელთაც რეალურად ცხოვრების სტილის პოზიტიური ცვლილება მოაქვს”, – განაცხადა პატაა ღაძაძემ.

ამ პრიორიტეტებითა და ხედვით სულ რაღაც ორ წელიწადში თიბისი დაზღვევამ ბაზარზე საკუთარი წილის მნიშვნელოვნად გაზრდა და მოწინავე პოზიციების დაკავება შეძლო. 2018 წლის სამი კვარტალის მონაცემებით, სადაზღვევო ბაზარზე თიბისი დაზღვევის ჯამური წილი წინა წელთან შედარებით დაახლოებით ორჯერ გაიზარდა და 18,3% შეადგინა. ხოლო ავტომობილის დაზღვევით საცალო ბაზარზე მისი წილი 29,1%-ია.

აღსანიშნავია, რომ 2018-ში თიბისი დაზღვევა სადაზღვევო ბაზარზე, არასამედიცინო დაზღვევის კუთხით უკვე მე-2 ადგილს იკავებს. მზარდი ტენდენციით, ის ასევე ერთ- ერთ მოწინავე პოზიციაზეა კორპორაციულ და მცირე ბიზნესში.

სადაზღვევო ინდუსტრიისთვის დიდი გამოწვევების წლად ასახელებენ 2019-ს.

თიბისი დაზღვევა ცვლილებებს მომზადებული ხვდება. ეგრეთ წოდებულ “სავალდებულო” ტიპის დაზღვევებთან ერთად, რომლებიც მომავალ წელს ამოქმედდება, თიბისი დაზღვევა იწყებს სამედიცინო დაზღვევის სრულიად ახალ მიმართულებას განსხვავებული პროდუქტებით, ტექნოლოგიური სისტემებით და ადამიანზე მეტად მორგებული მომსახურების სტილით.

“ჩვენი ხელწერა ისევ განსხვავებული იქნება, – ამბობს პაატა ღაძაძე, – გრძელვადიანი პარტნიორობა ბიზნესთან და მოხერხებული, სწრაფი ტექნოლოგიური გადაწყვეტები თითოეულ ადამიანთან ურთიერთობისას, რამაც მათი ცხოვრება უნდა გააუმჯობესოს არა მარტო რისკების შემცირებით, არამედ რისკების შემცირებაზე დახარჯული დროის გამოთავისუფლებით. დარწმუნებული ვარ, თიბისი დაზღვევის მომხმარებლები სასიამოვნოდ განცვიფრებულები დარჩებიან ჩვენთან თანამშრომლობით”.

Previous Post

В 2018 году доход Грузии от туризма составил $3.2 млрд

Next Post

პირველად 2018 წელს: ევროკავშირიდან მეტი თანხა გადმოირიცხა, ვიდრე რუსეთიდან

მაგდა დოლიძე

Next Post
პირველად 2018 წელს: ევროკავშირიდან მეტი თანხა გადმოირიცხა, ვიდრე რუსეთიდან

პირველად 2018 წელს: ევროკავშირიდან მეტი თანხა გადმოირიცხა, ვიდრე რუსეთიდან

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

March 17, 2026
პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

April 8, 2025
„ქალაქი უპუროთ“

„ქალაქი უპუროთ“

March 7, 2023
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
თებერვალში ფულადი გზავნილები 26.9%-ით შემცირდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 13.4%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

November 17, 2025

Recent News

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
თებერვალში ფულადი გზავნილები 26.9%-ით შემცირდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 13.4%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

November 17, 2025
NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result