პოლიტიკა

მაგდა დოლიძე

იანვარში ბანკების მოგება 1.2 პროცენტით შემცირდა

1 წუთის წასაკითხი

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, მიმდინარე წლის იანვარში საქართველოში მოქმედი კომერციული ბანკების წმინდა მოგებამ 67.8 მლნ ლარი შეადგინა, რაც 1 მლნ ლარით (1.2%-ით) ნაკლებია 2018 წლის იანვრის მაჩვენებელზე. ბანკების მოგების შემცირება ხარჯების შემოსავლებზე მეტად მატებამ განაპირობა.

იანვარში ბანკების შემოსავლებმა 352 მლნ ლარი შეადგინა, საიდანაც 287 მლნ ლარი საპროცენტო შემოსავლები, ხოლო 65 მლნ ლარი კი არასაპროცენტო შემოსავლები იყო. მოგების გადასახადის სახით ბანკებმა იანვარში 2.8 მლნ ლარი გადაიხადეს.

გრაფიკი: კომერციული ბანკების წმინდა მოგება, მლნ ლარებში

More to read

NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Related Posts